Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

goris konit mkurnaloba

ღორის ქონით მკურნალობა შეიძლება?

 
 
 



კითხვა: სალამ ალეიქუმ!

პატარა ბავშვს ასთმა აქვს, წამლებით მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა. ურჩიეს, რომ ღორის ქონი მოუხდებაო. ღორის ქონი რომ მუსლიმთათვის ჰარამი და ცოდვაა ყველამ ვიცით, მაგრამ მკურნალობის მიზნით მისი მიღება ცოდვად ითვლება?

პასუხი: ვე ალეიქუმ სალამ ვე რაჰმეთულლაჰი ვე ბერექაათუჰ!

ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს.

ღორის ხორცი, ქონი და სხვა ნებისმიერი პროდუქტი, რაც ამ ცხოველის ნაწარმისგან მზადდება ჰარამი და გამოსაყენებლად უვარგისია. უზენაესი ალლაჰი მას ლეშისა და სისხლის კატეგორიაში განიხილავს და ერთნაირ სიბინძურედ, ერთნაირ ცოდვად აცხადებს.

მან აგიკრძალათ მხოლოდ ლეში, სისხლი, ღორის ხორცი და ის, რაც დაიკლა სხვისთვის, გარდა ალლაჰისა.(ბაყარა, 2/173.)

ღორის ნაწარმის როგორც საკვებად ასევე სამკურნალოდ გამოყენებაც ჰარამია. ღმერთს მადლობა დღეისათვის მედიცინა საკმაოდ განვითარდა, რაც სხვადასხვა მეთოდებითა და მედიკამენტებით მკურნალობის საშუალებას გვაძლევს. მიუხედავად მედიცინის განვითარებისა და წინსვისა ღორის ქონს, როგორც სამკურნალო პრეპარატს არცერთი ფარმაკოლოგიური ფირმა არ აპატენტებს და აფთიაქებში სამკურნალო საშუალებად არ გვთავაზობს. რაც იმაზე მიგვითითებს რომ ღორის ქონი ერთადერთი და შეუცვლელი სამკურნალო საშუალება არ არის.

თუ შეიქმნა ისეთი გამოუვალი მდგომარეობა, რომ თანამედროვე მედიცინა უძლური არმოჩნდება აღნიშნული დაავადების წინაშე და აუცილებელი შეიქმნება ჰარამი შემადგენლობის მქონე წამლების გამოყენება, (რაც ძალიან დიდი იშვიათობაა), ეს დასაშვები იქნება მხოლოდ შემდეგ პირობებში:

ა. სხვა შემცვლელი მედიკამენტი თუ არ არსებობს, ან მისი მოპოვება თუ შეუძლებელია.

ბ. ასეთი წამლის გამოუყენებლობით თუ არსებობს სიცოცხლის დაკარგვის ან ჯანმრთელობის გაუარესების რეალური რისკი.

გ. მუსლიმი, თავისი საქმისა და რწმენის კარგად მცოდნე ექიმის მიერ უნდა იყოს გამოწერილი და არა ვინმე გამვლელის რჩევით.

დ. ასეთი წამალი მხოლოდ იმ დოზით უნდა იქნეს გამოყენებული, რამდენიც არსებული რისკის გადატანისთვის არის საკმარისი, ან შემცვლელი სხვა მედიკამენტის მოპოვებამდე.

ზემოთ მოყვანილი აიათის გაგრძელება ასეთია:

„ხოლო ვინც იძულებული შეიქმნას და ხალისისა და გადამეტების გარეშე (შეჭამოს), ცოდვა არ იქნება მასზე.“ (ბაყარა, 2/173.)

უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის.

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

13-04-2016 ბათუმი


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol