Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

dedamiwa mrgvalia tu brtyeli

ყურანის მიხედვით დედამიწა მრგვალია თუ ბრტყელი?

 
 
 


კითხვა:  სელამ ალეიქუმ!

მე ყურანი წაკითხული არ მაქვს ქართულად და არც ახლა მაქვს საშუალება წაკითხვის, განმარტებაზე ხომ საუბრაი ზედმეტია. ერთ-ერთ ათეისტთან საუბრის დროს აღმოვაჩინე რომ ყურანი საუბრობს დედამიწის სიბრტყეზე. რამდენად სიმართლეა არ ვიცი ამიტომ მინდა თქვენი დახმარება.

ამ ადამიანმა მომცა წყარო ყურანის აიათების მისამართი სადაც უფალი საუბრობს ამ თემაზე.

(13:3)

(15:19)

(20:53)

(2:22)

(43:10)

(50:7)

(51:48)

(71:19)

(78:6)

(88:20)

(91:6)

შეგიძლიათ გადაამოწმოთ ეს აიათები და თუ ყურანში მართლა წერია რომ დედამიწა ბრტყელია. მისი განმარტება მომცეთ რატომ წერია წმინდა წიგნ ყურანში რომელიც უდაოდ უფლის ნათქვამი სიტყვებია და რომელიც ყოვლად ჭეშმარიტია. დღესდღეობით ნათლად არსებულ მრგვალ დედამიწაზე ბრტყელი? და თუ ასე არაა ისიც შემატყობინეთ ძალიან გთხოვთ.

უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. სელამ ალეიქუმ!

პასუხი:   ალეიქუმ სალამ!

ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს!

წმინდა ყურანი ჩვენი წელთაღრიცხვით VII საუკუნის პირველ ნახევარში სამყაროთა გამჩენი უზენაესი ალლაჰისგან ჩამოევლინა დედამიწაზე, რათა კაცობრიობისთვის სწორი გზა ეჩვენებინა, რომლითაც მოიპოვებენ თავიანთი გამჩენის კმაყოფილებას და უდიდეს ჯილდოს სამოთხის სახით. მასში მოცემული აიათები ძირითადად მიზნად ისახავს ხალხის გულებში რწმენის გამტკიცებას, მათ სულიერად და ზნეობრივად აღზრდას, ღვთისმსახურებების, სამართლისა და ყოველდღიური ცხოვრების ნორმების სწავლებას.

თქვენს მიერ მოყვანილი აიათებიც სწორედ ის აიათებია, რომლებიც ადამიანში რწმენის გამტკიცებას ემსახურება და არა მეცნიერული თეორიების მტკიცებას. აღნიშნული აიათები მხატრულად ხსნის და ადამიანის თვალწინ შლის იმ მაგალითებს, რომლებსაც ყოველდღიურად აწყდება ხოლმე და მისთვის კარგად ცნობილია. ეს აიათები VII საუკუნიდან დაწყებული ქვეყნიერების დასასრულამდე დროის, ეთნოსისა თუ განათლების დონის მიუხედავად ყველასათვის გასაგები სიმარტივით ხსნის სამყაროთა გამჩენი ღმერთის სიდიადესა და მის სიბრძნეს. ამ აიათებში გამოყენებული მეთოდები ყველასათვის მისაღები და იოლად გასაგები მაგალითებია. აქედან გამომდინარე ვამბობთ, რომ ამ აიათების მიზანი დედამიწის სიბრტყის თეორიის მტკიცება ან მისი სიმრგვალის უარყოფა არ გახლავთ. ახლა კი გთავაზობთ იმ აიათების მნიშვნელობებს, რომელთა მისამართებიც თქვენ მოგვწერეთ.

„რომელმაც თქვენთვის დედამიწა საწოლივით გაფინა, ხოლო ზეცა (სახურავად) ააგო, (შემდეგ) ციდან წყალი გადმოადინა და მისით აღმოაცენა მოსავალი თქვენდა საზრდოდ.“ (ბაყარა, 2/22.)

„იგია, რომელმაც განავრცო მიწა, მასზე დაადგინა მთები და მდინარეები.“ (რად, 13/3.)

„ჩვენ განვავრცეთ იგი დედამიწა, დავდეთ მასზე ურყევი მთები, და აღმოვაცენეთ მასზე ყოველივე თანაზომიერად!“ (ჰიჯრ, 15/19.)

 

„(იგია) რომელმაც დაადგინა თქვენთვის დედამიწა სარეცლად და გახსნა თქვენთვის იქ გზები და გარდმოავლინა ზეციდან წყალი.“ (ტაჰა, 20/53.)

 

   

„რომელმაც დაადგინა თქვენთვის დედამიწა სარეცელად და დაადგინა მასზე თქვენთვის  გზები, ეგების ჭეშმარიტი გზა გაგეგნოთ თქვენ.“ (ზუჰრუფ, 43/10.)

„როგორ გავფინეთ დედამიწა და მასზე როგორ მოვათავსეთ ურყევი მთები. (ქეჰფ, 50/7.)

 

„მიწა გავფინეთ. და რა მშვენიერი გამფენნი ვართ!“ ( ზარიათ, 51/48.)

 

ალაჰმა დაადგინა თქვენთვის დედამიწა ხალიჩად.“ (ნუჰ, 71/19.)

 

განა ჩვენ არ დავადგინეთ დედამიწა სარეცლად?“ (ნებე, 78/6.)

 

„ნუთუ არ შეხედავენ ... მიწას, როგორ გადაჭიმულა? (ღაშიე, 88/20.)

 

„ვფიცავ ... მიწას და გამშლელსა მისას!“ (შემს, 91/6.)

მიუხედავად ამ ყველაფრისა უზენაესი ალლაჰი 27-ე სურას 88-ე აიათში ბრძანებს:

„და ნახავ მთებს, რომლებიც უძრავად მიგაჩნია, აჰა, დაიძვრიან, როგორც ღრუბელნი.“ (ნემლ, 27/88.)

აღნიშნული აიათი გვესაუბრება ღრუბლებივით მოძრავ მთებზე, რომლებიც ერთი შეხედვით უძრავი ჩანს. როგორც ჩვენთვის ცნობილია ღრუბლები დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრაობენ, ცინოპტიკოსები ამინდის პროგნოზირების დროს დასავლეთით მყოფ ღრუბლებს აკვირდებიან და მათი გადაადგილების ინტენსიურობის მიხედვით  მოსალოდნელ ამინდს გვატყობინებენ. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ დედამიწის ბრუნვის მიმართულებაც დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებითაა. როგორც ზემოთ მოყვანილი აიათების არც ამ აიათის მიზანი არ გახლავთ ასტრონომიული თეორიების მტკიცება, თუმცა მასში ჩადებული მინიშნებებიდან გამომდინარე, რომელთა სიზუსტეშიც ეჭვი არ გვეპარება, მიგვითითებს რომ მთები, რომლებიც უძრავი გვგონია ღრუბლებივით ანუ ღრუბლის მოძრაობის მიმართულების შესაბამისად, დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მოძრაობს ანუ ბრუნავს. აღნიშნული აიათის ბექრაუნდი ჩვენ დედამიწის ბრუნვაზეც გველაპარაკება, რაც აბათილებს იმ შეხედულებას, რომ თითქოს და ყურანი დედამიწის სიმრგვალეს უარყოფდეს და მისი სიბრტყელის თეორიას იცავს.

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

06-08-2015 ბათუმი


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol