Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

abreshumi ratom ekrzaleba mamakacs

აბრეშუმი რატომ ეკრძალება მამაკაცს?

 
 
 

კითხვა: რატომ ეკრძალება მუსლიმ მამაკაცს აბრეშუმის ტანსაცმლის ტარება?

პასუხი: ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს!

ისლამი მამაკაცებს აბრეშუმის ტანსაცმელის ჩაცმას უკრძალავს. ამის შესახებ მუჰამმედ შუამავლის (ს.ა.ს.) არაერთი ჰადისი მოგვეპოვება. მაგალითად:

აბდულლაჰ ბინ ომარი (რ.ა.) გადმოგვცემს:

„ომარ ბინ ხატტაბს (რ.ა.) ბაზარში აბრეშუმის მოსასხამი მოეწონა, შემდეგ ის ალლაჰის შუამავალს (ს.ა.ს.) მოუტანა დ მისცა:

-ალლაჰის შუამავალო! ეს მოსასხამი რომ იყიდო, ბაირამის დღეებში და მოსულ სტუმრებთან მისით მოიკაზმო კარგი იქნება.

ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.):

-ეს ისეთი ხალხის ჩასაცმელია, ვისაც იმქვეყნად ხვედრი არ გააჩნიათ.“ (ბუხარი, 2068; მუსლიმი, 857.)

აბუ უმამე (რ.ა.) გადმოგვცემს:

ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) ბრძანა:

„ვისაც ალლაჰისა და განკითხვის მიმართ რწმენა გააჩნია, მან აბრეშუმი არ ჩაიცვას და ოქრო არ გაიკეთოს.“ (აჰმედ ბინ ჰანბელი, 22311, 22312; ჰაქიმი, 4/191.)

ეს და კიდევ სხვა მრავალი ჰადისები ცხადყოფენ, რომ მამაკაცისთვის აბრეშუმის ტანსაცმლის ჩაცმა ჰარამია. ამ საკითხზე ერთსულოვნად თანხმდებიან მეზჰებთა სწავლულებიც.

რაც შეეხება მისი აკრძალვის მიზეზი ის გახლავთ, რომ აბრეშუმი ძვირფასი ქსოვილია, რომლითაც მაშინ მდიდრები იმოსებოდნენ, თავმომწონეობდნენ და ამით სხვათა მიმართ საკუთარი უპირატესობის გამომჟღავნებას ცდილობდნენ. ისლამი ყოველთვის თავმდაბლობისა და მოკრძალებულობისკენ მოგვიწოდებს. თავმომწონეობა და ამპარტავნობა, როგორც სხვა რელიგიებსა და ეთიკურ სწავლებებში, ასევე ისლამშიც მიუღებელი და გაუმართლებელი საქციელია. აქედან გამომდინარე სამყაროთა წყალობად მოვლენილმა შუამავალმა (ს.ა.ს.) მუსლიმ მამაკაცებს, აბრეშუმი, ოქრო და მსგავსი ზედმეტი მორთვა-მოკაზმვის საგნები აუკრძალა. ქალებისთვის კი ნებადართულად ცნო, რადგანაც ქალი თავისი ბუნებით ნაზი და ლამაზი არსებაა, რომლისთვისაც სამკაულები და მორთულობები თავისი ბუნების შევსებაა; ხოლო მამაკაცის ბუნებისთვის სრულიად უცხო და მოუწონარია. ქალისთვის აბრეშუმის ჩასაცმელი და ოქროს სამკაულები ნებადართულია, თუმცა ეს ძვირფასეულობები ამასთანავე ქალმაც არ უნდა აქციოს თვმომწონეობის, პრანჭვისა და ამპარტავნობის საბაბად. ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ერთ-ერთ ჰადისში ბრძანებს:

„ალლაჰი იმქვეყნად მოწყალებით არ შეხედავს ისეთ ადამიანს, ვინც თავმომწონეობით გრძელ სამოსელს იცვამს და ძირს დაათრევს.“ (ბუხარი, ლიბას 5, 1, 2, ფედაილი ასჰაბ 5, ედებ 55; მუსლიმი, ლიბას 45, (2085); აბუ დავუდ, ლიბას 28 (4085); ნესაი, ზინეთ 102, 105, (8/206).

ასე რომ თავმომწონეობისა და ამპარტავნობის ნებისმიერი გამოვლინება ჰარამია, ეს იქნება ჩასაცმელით, სამკაულებით თუ სხვა ფორმით.

უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

18-01-2016 ბათუმი


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol