Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

navruz bairamis agnishvnis huqmi

ნავრუზ ბაირამის აღნიშვნის ჰუქმი

 

ნავრუზი: სპარსული სიტყვაა. არაბულში გადასულია, როგორც „ნაირუზ“. ნავრუზი ახალ დღეს ნიშნავს.

ნავრუზი ერთ-ერთი სპარსული დღესასწაულია, რომელიც სპარსულ დღესასწაულთა შორის ყველაზე დიდ დღესასწაულს წარმოადგენს. ის დღესასწაული პირველად სპარსთა პირველმა მეფემ ჯემშიდმა (ჯემშად) დააწესა.

ნავრუზი: სპარსული კალენდრის მიხედვით წლის პირველი დღეა და ხუთ დღეს გრძელდება.

ეგვიპტელი კოპტებიც (ეგვიპტელი ქრისტიანი არაბები)  ნავრუზს აღნიშნავენ. კოპტების მიხედვით ნავრუზი ახალი წლის პირველი დღეა და მას „შემ ნასიმ“ (სიოს სურნლი)-ს დღესასწაულს უწოდებენ.

იმამი ზეჰები (რჰ.ა.) ასე ამბობს:[1]

„რაც შეეხება ნავრუზს, ეგვიპტელებმა ამ სკითხში ზღვარს გადასცდნენ და ამ დღის აღნიშნვა დაიწყეს. ნავრუზი კოპტების მიხედვით წლის პირველი დღეა და ამ დღეს ზეიმობენ. მუსლიმებიც ამ საქმეში მათ ბაძავენ.“[2]

მუსლიმებისთვის ყურბან ბაირამისა და რამადან ბაირამის გარდა სხვა აღსანიშნავი დღესასწაული არ არსებობს. ამ ორი დღესასწაულის გარდა სხვა დღესასწაულები შემდგომ გამოგონილი ბიდათი დღესასწაულებია და მათი აღნიშნვა დაუშვებელია.

რადგანაც ენეს ბინ მალიქისგან (რ.ა.) გადმოცემის მიხედვით, მას ასე უთქვამს:

(( قَدِمَ رَسُولُ اللهِ الْمَدِينَةَ وَلَهُمْ يَوْمَانِ يَلْعَبُونَ فِيهِمَا، فَقَالَ: مَا هَذَانِ الْيَوْمَانِ؟ قَالُوا: كُنَّا نَلْعَبُ فِيهِمَا فِي الْجَاهِلِيَّةِ. فَقَالَ رَسُولُ اللهِ : إِنَّ اللهَ قَدْ أَبْدَلَكُمْ بِهِمَا خَيْرًا مِنْهُمَا: يَوْمَ الْأَضْحَى وَيَوْمَ الْفِطْرِ.)) [ رواه أبو داود والنسائي وصححه الألباني في السلسة الصحيحة ]

როდესაც ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) მედინაში ჩამოვიდა, მედინას ხალხს ორი დღე ჰქონდათ, (ნევრუზი და მიჰრიჯანი) რომელსა ზეიმობდნენ. ალლაჰის შუამავალმა ეს რა დღეებიაო იკითხა. იქ მყოფებმა უპასუხეს, რომ ჩვენ უვიცობის ხანიდან მოყოლებული (სანამ ისლამს მივიღებდეთ) ამ დღეებ ვზეიმობთო. ამის შემდეგ ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) ასე ბრძანა:

-უეჭველად ალლაჰმა თქვენ, ეს დღესასწაულები მათზე უფრო უკეთესით შეგიცვალათ: რამაან ბაირამითა და ყურბან ბაირამი.“[3]

შემდგომ გამოგონილ დღესასწაულებში შედის, ნავრუზ ბაირამი, დედების დღე, დაბადების დღე, თავისუფლების დღე და მსგავსი დღეები. დღესასწაულები, რომელშიც მუსლიმები მიიღებენ მონაწილეობას, თუ ნავრუზის დღესასწაულის მსგავსად ქაფირებისთვის დამახასიათებელი დღესასწაული იქნება, ამ შემთხვევაში მისი ჰარამობა უფრო დიდია.

ნავრუზის დღესასწაული წარმართული დღესასწაულია. სპარსელები ამ დღეს ისლამის მიღებამდეც ზეიმობდნენ და იგივენაირად აღნიშნავდნენ ქრისტიანებიც. ვინაიდან ამ დღესასწაულს თან ახლავს სპარსელებზე და ქრისტიანებზე ბაძვა და მათზე დამსგავსება, ეს კიდევ ერთხელ მიგვითითებს მის ჰარამობაზე.

იმამი ზეჰები (რჰ.ა.) ასე ამბობს:[4]

„დაბადების დღე, ხუთშაბათისა და ნავრუზის დღესასწაულებზე აჰლი ზიმმა[5]-ზე დამსგავსება ცუდი ბიდათია. მუსლიმი, უვიცობით თუ ამ დღის რაიმე სიწმინდეს სცნობს ანუ რელიგიურ დღედ მიიჩნევს და მას იზეიმებს, ეს პიროვნება გაკიცხვას იმსახურებს და მას უნდა ესწავლოს ამ თემის მიმართ ისლამის დამოკიდებულება. თუ ამას აჰლი ზიმმას სიყვარულითა და მათი დღესასწაულების მიმართ სიხარულის გამოხატვის მიზნით ასრულებს, ასეთი საქციელიც გაკიცხვას იმსახურებს. და თუ ამას მხოლოდ ტრადიციისა და გართობის მიზნით, ოჯახის გასამხიარულებლად და ბავშვების გასახარად აკეთებს, მაშინ ასეთი საქციელი, ამ კონკრეტული პიროვნების მდგომარეობის გადახედვას და ისე შეფასებას საჭიროებს. მოქმედებები მხოლოდ განზრახვის მიხედვით ფასდება. უვიცი პიროვნება ასეთი საკითხების წინაშე საპატიოდ მიიჩნევა და მას ტკბილი ენით უნდა აეხსნას ისლამის დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ. უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის.“[6]

ხუთშაბათი: ერთ-ერთი ქრისტიანული დღეა. ისინი ამ დღეს „დიდ ხუთშაბათს“ უწოდებენ.

ფიყჰის ენციკლოპედიაში ტ. 12, გვ. 7, ვკითხულობთ:

ქაფირებზე მიბაძვა:          

ალლაჰის შუამავლისგან (ს.ა.ს.) გადმოცემული შემდეგი ჰადისის თანახმად ქაფირებზე მიბაძვა არ შეიძლება:

(( مَنْ تَشَبَّهَ بِقَوْمٍ فَهُوَ مِنْهُمْ.)) [ رواه أبو داود وأحمد ] 

„ვინც დაემსგავსება საზოგადოების რომელიმე წრეს, (მათ მსგავსად შეიმოსება, მათი გზით იაროს და მათი მსგავსი საქმეებით დაკავდეს) ის ერთ-ერთი მათგანია.“[7]

განმარტება:

ეს ჰადისი მიზნად ისახავს, რომ მუსლიმები მოარიდოს ქაფირების საქმეებს, მათზე დამსგავსებასა და მათი საქმეების დამოწმებას.

აბდულლაჰ ბინ ამრისგან (რ.ა.) გადმოცემის მიხედვით მას ასე უთქვამს:

(( مَنْ مَرَّ بِبِلاَدِ الْأَعَاجَمِ ( وفي رواية: بَنَى بِأَرْضِ الْمُشْرِكِينَ) فَصَنَعَ نَيْرُوزَهُمْ وَمِهْرَجَانَهُمْ، وَتَشَبَّهَ بِهِمْ حَتَّى يَمُوتَ وَهُوَ كَذَلِكَ، حُشِرَ مَعَهُمْ يَوْم الْقِيَامَة.))

[ عون المعبود وفيض القدير]

ვინც უცხო ქვეყანაში გაივლის (სხვა გადმოცემის მიხედვით: ვინც მუშრიქების მიწაზე იცხოვროს), მათი ნავრუზისა და მიჰრიჯანის დღესასწაულები აღნიშნოს, მათ დაემსგავსოს და სიკვდილამდე ამ მდგომარეობაში დარჩეს (ანუ არ მოინანიოს), განკითხვის დღეს მათან ერთად აღდგება.[8]

ეს იმიტომ, რომ დღესასწაულები მათი ერთგვარი შარიათი და გზაა.

უზენაესი ალლაჰი ამის შესახებ ბრძანებს:

لِكُلِّ اُمَّةٍ جَعَلْنَا مَنْسَكًا [ سورة الحج من الآية: ٦٧]

„ჩვენ ყველა უმმეთს დავუდგინეთ მიმართულება (შარიათი) რომლის მიხედვითაც თავიანთი ღვთისმსახურებები უნდა შეასრულონ.“[9]

როგორებიცაა ყიბლე, ნამაზი, რამადანი და სხვა...

ამიტომაც მათ დღესასწაულებზე დასწრებასა და მათ სხვა ღვთისმსახურებებსა თუ ტრადიციებზე მიყოლას შორის არავითარი განსხვავება არ არის. რადგანაც მათი დღესასწაულების მთლიანად აღიარება, მათი ქუფრის აღიარებაა. მათი დღესასწაულების ნაწილობრივ აღიარება, მათი ქუფრის ნაწილობრივ აღიარებაა. დღესასწაულები შარიათების (რელიგიების) ერთმანეთისგან განმასხვავებელი ყველაზე დიდ თვისებებსა და ცხად სიმბოლოებს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე მათი დღესასწაულის აღიარება, ქუფრის ყველაზე დიდი თვისებისა და ცხადი სიმბოლოს აღიარებაა. უეჭველად, ასეთი რამის აღიარება ბოლოს ქუფრით დასრულდება.

ჰანეფი მეზჰების სწავლულთაგან ყადი ჰანი ასე ამბობს:

„კაცი, როდესაც ნავრუზის დღეს შეიძენს ისეთ რამეს, რასაც სხვა დღეებში ჩვეულებრივ არ ყიდულობს ხოლმე და ამით ქაფირების მიერ პატივცემული ამ დღის პატივისცემასა და მასზე მომსახურებას აპირებს, ის პიროვნება ქაფირი გახდება. თუ მან ამ დღის მიმართ პატივისცემის გამოხატვისა და მასზე მომსახურების მიზნით არა და მხოლოდ გართობის მიზნით შეიძინა, მაშინ ქაფირი არ გახდება. თუ ნავრუზის დღეს ვინმეს საჩუქარს გაუკეთებს და რამეს აჩუქებს, თუმცა ამით ამ დღის მიმართ პატივისცემის გამოხატვა და მასზე მომსახურება არ განუზრახავს და მხოლოდ იმ ხალხში გავრცელებული ადათის შესასრუებლად აკეთებს, მაშინ ქაფირი არ გახდება. მუსლიმმა ამ დღეს არ უნდა შეუდგეს ისეთ განსაკუთრებულ საქმეებსა და სამზადისს, რასაც არც ამ დღის მოსვლამდე და არც ამ დღის გასვლის შემდეგ არ აკეთებს ხოლმე და ქაფირებზე მიბაძვისგან თავი შორს უნდა დაიჭიროს.“

მალიქი მეზჰების სწავლულთაგან იბნი ყასიმი; „მუსლიმის მიერ ქრისტიანზე თავის დღესასწაულზე საჩუქრის ჩუქებას ცუდად მიუჩნევია და ეს საქციელი მისი დღესასწაულის დიდებად და მასზე ქუფრში დახმარებად მიაჩნდა. ასევე თავიანთ დღესასწაულებზე ქააფირებზე მიბაძვაც არ შეიძლება. ასეთ საკითხებში მათზე მბაძავი მუსლიმის დახმარებაც არ შეიძლება, პირიქით ის უნდა მოვარიდოთ ამ საქმეს.  ამიტომაც, თუკი ვინმე ქაფირების დღესასწაულზე, ისლამის შეუსაბამო წვეულებას გამართავს, ასეთ წვეულებაზე არ უნდა დავესწროთ. თუ რომელიმე მუსლიმი, საჩუქარს გვჩუქნის, რომელიც არ შეესაბამება მის ჩვეულებრივ საქციელს, როგორც სხვა დროებში იქცევა ხლომე და გჩუქნით ისეთ რამეს, რაც მათზე დამსგავსებასა და ბაძვას ხელს უწყობს, ასეთი საჩუქრის მიღება არ შეიძლება. მაგალითად დაბადების დღეზე სანთელის და მსგავის რამეების ჩუქება.[10] თავიანთ დღესასწაულებზე ქაფირებზე მიმბაძველი მუსლიმები უნდა დაისაჯონ.“

კიდევ ერთი სწავლული აბდულლაჰ ბინ ჯიბრინი (ალლაჰმა დაიფაროს იგი) ასე ამბობს:

„ქრისტიანების ახალი წლის, (მაზდეანების) ნავრუზისა და მიჰრიჯანის მსგავსი ბიდათი დღესასწაულების აღნიშნვა არ შეიძლება. ასევე მუსლიმთა მიერ გამოგონილი რაბბიუ’ლ-ევველის მთვარეში შუამავლის (ს.ა.ს.) დაბადების დღის და რეჯების მთვარეში მირაჯის ღამის აღნიშნვაც არ შეიძლება. ქრისტიანების (საახალწლოდ) ან მუშრიქების მიერ თავიანთი დღესასწაულებისთვის მომზადებული საჭმელების ჭამაც არ შეიძლება. ასევე ამ დღესასწაულების აღნიშნვისთვის მოწყობილ წვეულებაზე დასწრებაც არ შეიძლება. რადგანაც ამ დღესასწაულებზე დასწრება მათი ამ საქმის მიმართ წაქეზება, შეგულიანება და მათი ბიდათების მიმართ თანხმობაა. გარდა ამისა, ამგვარი საქმეები უვიცი ხალხის მოტყუებას უწყობს ხელს, რის გამოც ისინი ფიქრობენ, რომ ქაფირების ამგვარ მოქმედებებში უჩვვეულო არაფერია. უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის.“[11]

მოკლედ რომ ვთქვათ, მუსლიმისთვის მიუღებელია ნავრუზ ბაირამის აღნიშნვა, ამ დღის პატივსაცემად განსაკუთრებული საჭმელების მომზადება, საჩუქრის ჩუქება და მსგავსი რამეების ამ დღეზე მიძღვნა.

უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის.

            მუჰამმედ სალიჰ ალ-მუნაჯჯიდ

           წყარო: 
https://islamqa.info/ar/101404

https://islamhouse.com/tr/fatwa/193869/

 



[1] თაშაბბუჰუ'ლ-ჰასიის ბი აჰლი’ლ-ჰამიის, გვ, 46.

[2]  მედინას ისლამის უნივერსიტეტის ჟურნალი. № 103-104.

[3] აბუ დავუდ, .. 1134; ნესაი, .. 1556; ალბანი, სილსილეთუ-აჰადისი-აჰიჰა, .. 2021. ალბანი ამბობს, რომ ჰადისი საჰიჰია.

[4]  ეთ-თემესსუქ ბი’ს-სუნნე ვე’თ-თაჰზიირ მინე’ლ-ბიდ’ა (სუნნეთზე ჩაჭიდება და ბიდათებზე მორიდება).

[5]  მუსლიმურ სახელმწიფოსი მცხოვრები არამუსლიმები. (მთარგმნელისგან)

[6]  მედინას ისლამის უნივერსიტეტის ჟურნალი. № 103-104.

[7] აბუ დავუდი და იმამი აჰჰმედ ბინ ჰანბელი.

[8]  ავნუ’ლ-მა’ბუუდი და ფეიდუ’ლ-ყადირი.

[9]  ჰაჯჯ, 22/67.

[10]  მაგალითად აღდგომის დღესასწაულზე პასკებისა და შეღებილი კვერცხის ჩუქება, რომელსაც სხვა დროს ჩვეულებრივ არ აკეთებს ხოლმე. (მთარგმნელისგან)

[11] ალ-ლუ'ლუ'ულ-მექიინ მინ ფეთაავაა იბნ-ი ჯიბრიინ; გვ. 27.


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol