Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

zomisa da wonis erteulebis gayalbeba

ვაჭრობისას ზომისა და წონის ერთეულების გაყალბება

 
 
 
 


კითხვა: ასსალამ ალეიქუმ!

მე ვმუშაობ სასურსათო ბაზაში, სადაც 1კგ, 5 კგ. და მსგავსი წონის საქონელს ვწონით. წონაზე ყოველთვის რამოდენიმე გრამს გვაკლებინებენ. ვიცი, რომ სასწორის გაყალბება ცოდვაა, თუმცა ამას ჩემი სურვილით არ ვაკეთებ და არ ვიცი რამდენად ვითვლები ცოდვის თანამონაწილედ. როდესაც ვუთხარი ეს არ შეიძლება და ასე ვერ ავწონიო, მეუბნებიან თუ გინდა ასე იმუშავე თუ არა და წადიო. დღეს თუ არსებობს ისეთი სამუშაო, სადაც ჰარამი არ კეთდებოდეს, არ ვიცი როგორ მოვიქცე აუცილებლად უნდა მივატოვო სამსახური? მეუბნებიან შენი ცოდვა არ არის, რადგანაც დაწესებულება შენ არ გეკუთვნის და შენ არ ვაჭრობო. ძალიან გთხოვთ გამარკვიოთ ამ საკითხში.

პასუხი: ვე ალეიქუმ სალამ ვე რაჰმეთულლაჰი ვე ბერექაათუჰ!

დიდება ალლაჰს სამყაროთა გამჩენს, სამართლიანსა და მოსამართლესა.

ზომისა და წონის ერთეულების გაყალბება მართლაც დიდი ცოდვაა. ამის აკრძალვა არაერთ აიათსა და ჰადისში გვხვდება. მაგალითად:

"უერთგულეთ ზომისა და წონის ერთეულებს - სამართლიანად." (ენამ, 6/152.)

„უერთგულეთ ზომის ერთეულებს, როდესაც ზომავთ, და აწონეთ ზუსტი საწონით, როდესაც წონით. ეს უფრო ხეირიანი და საუკეთესო შედეგის მომტანია." (ისრა, 17/35.)

"სამართლიანად დააყენეთ საწონი და ნუ დააკლებთ წონაში." (რაჰმან, 55/9.)

ყურანის 83-ე სურა დასახელებულია „მუტაფფიფინ" სახელით, რაც ზომისა და წონის ერთეულების გამყალბებლებს ნიშნავს. ამ სურას პირველ 6 აიათში უზენაესი ალლაჰი ბრძანებს:

„ვაი ზომა-წონის გამყალბებელთ! რომლებიც ხალხისგან, რამეს თუ ღებულობენ უერთგულესად წონიან. ხოლო თუ მათ მიუზომავენ ან მიუწონიან მიაკლებენ ხოლმე. ნუთუ არ ფიქრობენ, რომ ერთ დღეს უეჭველად აღდგენილნი იქნებიან ისინი, უდიდესი დღისათვის? იმ დღეს ხალხი სამყაროთა უფლის წინაშე წარსდგებიან." (მუტაფფიფინ, 83/1-6.)

აბუ ჰურეირასგან გადმოცემის მიხედვით, როდესაც ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) მედინაში ჩავიდა იქ ერთი ვაჭარი იყო სახელად აბუ ჯუჰეინე ამრ. მას ორი სასწორი ჰქონდა, ერთით ყიდვისას ხოლო მეორეთი გაყიდვისას წონიდა. უზენაესმა ალლაჰმა ამის შესახებ მუტაფფიფინ სურას პირველი ექვსი აიათები ჩამოავლინა. (ყურტუბი, ჯამი' ლი აჰქამი'ლ-ყურან XIX, გვ. 164.)

აბდულლაჰ ბინ აბბასი (რ.ა.) გადმოგვცემს: როდესაც ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) მედინაში ჩამოვიდა იმ დროისათვის მედინელები ზომისა და წონის ერთეულების გაყალბებაში ადამიანებს შორის ყველაზე მეტად გამოირჩეოდნენ. უზენაესმა ალლაჰმა ვაი ზომა-წონის გამყალბებელთ..." აიათები ჩამოავლინა. მედინელებმა ამის შემდეგ ზომა-წონის საკითხები გამოასწორეს. (იბნი მაჯე, 2223; ნესაი, ქუბრა 1654; ტაბერანი, მეჯმუუ'ლ-ქებირ 12041; იბნი ჰიბბან, 4919; ჰაქიმ, 2/33.)

ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ბრძანებს:

„მუჰაჯირებო! ალლაჰს შევეფარები, თუმცა ჩემი უმმეთი ხუთ რამეში გამოიცდება და არაფერი მოუვათ მანამ სანამ ამ გამოცდაში არ ჩაიჭრებიან. როდესაც, რომელიმე საზოგადოებაში მემრუშეობა იმატებს, იქ თავს იჩენს ისეთი გადამდები ავადმყოფობები და შიმშილი, როგორიც ადრე არასოდეს უნახავთ. ზომისა და წონის ერთეულების გამყალბებელ საზოგადოებაში სიდუხჭირე ჩამოვარდება და სათავეში უსამართლო მმართველები მოევლინებათ. საზოგადოებაში, რომელიც ზექათს არ გადაიხდის გვალვები თავს იჩენს, ცხოველები რომ არა მათ თავზე ერთი წვეთი წვიმაც არ ჩამოვარდებოდა. ვინც ალლაჰისა და მისი შუამავლის წინაშე დადებულ სიტყვას (რჯულს) მიატოვებს, მათ უცხო მტრები შეესევათ და მათ ხელთ არსებულ ქონებას გამოაცლიან. სოციალურ ცხოვრებაში ვინც ალლაჰის ჩამოვლენილ კანონებს არ აღასრულებს, იქ ალლაჰი პრობლემებსა და უთანხმოებებს განავრცობს." (იბნი მაჯე, ფითენ 22.)

კიდევ ერთ ჰადისში ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ბრძანებს:

„ვინც ჩვენ გვატყუებს, ის ჩვენგან არ არის." (მუსლიმ, 102/164; აბუ ავანე, 157; აბუ დავუდ, 3452; თირმიზი, 1330; იბნი მაჯე, 2224; იბნუ'ლ-ჯარუდ, 562; იბნი ჰიბბან, 4905; აბუ იაილა 6520; ბეღავი, 2120, 2121; აჰმედ ბინ ჰანბელ, 2/242; ალბანი, ირვა 1319.)

ეს ყველაფერი არის არგუმენტები, რომლებიც საკითხთან დაკავშირებით ისლამის დამოკიდებულებას ცხადყოფს. ამის შემდეგ შევეცდები თემასთან დაკავშირებით ამომწურავი პასუხი გაგცეთ, თუკი იქნება ალლაჰის ნება.

ზემოთ ჩემს მიერ მოყვანილი აიათები და ჰადისები ცხადყოფს, რომ ზომა-წონის გაყალბება ჰარამია და მისგან თავის არიდება, შორს დგომა ჩვენი გამჩენის ბრძანებაა. უპირველეს ყოვლისა ჩვენი მოვალეობა ალლაჰის მორჩილება და მისი ბრძანებების შესრულებაა. „(სხვა არანაირი მიზნით) არ გამიჩენია ჯინები და ადამიანები გარდა ჩემზე თაყვანისცემისა." (ზარიათ, 51/56.)

ყოველი მუსლიმი ვალდებულია სხვებს კეთილისკენ მოუწოდოს და ბოროტი დაგმოს. ამ ვალდებულების საპირისპიროდ ბოროტზე ხელის შეწყობა და ბოროტმოქმედზე დახმარება, ჩვენ ცოდვის თანამონაწილედ გვაქცევს. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: "სიკეთესა და ღვთისმოსაობაში ერთმანეთს ხელი შეუწყეთ და ნუ დაეხმარებით ბოროტებასა და მტრობაში." (მაიდე, 5/2.)

ვინც (სასიკეთო საქმეებში) კეთილად იშუამდგომლოს, მასაც აქვს წილი ამაში, ხოლო ვინც (ცუდ საქმეებში) იშუამდგომლოს, მასაც აქვს წილი ამ საქმეში. უზენაესი ალლაჰი ყოვლის მხედველია." (ნისა, 4/85.)

სატანამ არ უნდა გვაცდუნოს და არ უნდა აგვავსოს სარჩოს შიშით, რადგანაც სარჩოს მომცემი უზენაესი ალლაჰია და არა სამსახური. შრომა მხოლოდ ღვთის ბოძებულის ძიება და მის მოსაპოვებად გაწეული ძალისხმევაა. ღვთის ბოძებულ სარჩოს დღეს თუ ერთი კარიდან ვღებულობთ, ხვალ მეორე კარიდან ავიღებთ, საერთო ჯამში კი ღვთის ბოძებული წყალობით ვსაზრდოობთ. ალლაჰს ყოველი სულიერი არსებბისთვის აქვს გაჩენილი სარჩო, რომელსაც ვერავინ წაართმევს და ვერ შეუჭას თავისივე ნების გარეშე. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ შემოსავლის კარი ყოველთვის ცვალებადია, თუმცა ღვთის წყალობა წინასწარ განსაზღვრული სარჩოს სახით უცვლელია.

„დედამიწაზე არ არსებობს არცერთი არსება, რომ ალლაჰზე არ იყოს მისი სარჩო" (ჰუდ, 11/6.)

"რამდენი არსებაა, რომლებიც თავიანთ სარჩს თან არ დაატარებენ, ალლაჰი არჩენს მათაც და თქვენაც." (ანქებუთ, 29/60.)

„იგია საუკეთესო, სარჩოს მომცემთა შორის." (სებე, 34/39.)

ვინაიდან ჩვენი და ჩვენი სარჩოს გამჩენი ალლაჰია, ალლაჰის მიერ ჩვენთვის გამოყოფილი სარჩო არ შეიძლება იყოს ჰარამი. ის სარჩო, რომელიც მან ჩვენთვის გააჩინა აუცილებლად ჰალალია. ჩვენც სწორედ ის ჰალალი სარჩო უნდა ვეძიოთ, რომელიც მან ჩვენთვის გააჩინა.

ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ბრძანებს:

„თქვენ ალლაჰზე სრულად მინდობილნი, რომ იყოთ ისე გამოგკვებავდათ, როგორც ჩიტებს კვებავს ხოლმე. ჩიტები დილით ცარიელი მუცლებით გამოფრინდებიან ბუდიდან და საღამოობით მაძღრები ბრუნდებიან ხოლმე." (თირმიზი, ზუჰდ 33.)

მე გირჩევთ მაგ დაწესებულებაში თხოვნით მიმართოთ ხელმძღვანელობას, რომ შეგიცვალონ საქმე და ისეთი დავალებები მოგცენ, რომლის შესრულებისასაც ჰარამის ჩადენა არ მოგიწევთ. ალბათ იქნება საქმის რამდნიმე კატეგორია, რომლის შესრულებისასაც სასწორთან არ გექნებათ შეხება და ჰარამს არ ჩაიდენთ. თუ ეს შეუძლებელია მაშინ ალლაჰს მიენდეთ და სხვა სამსახური ეძიეთ სადაც, თქვენ შეძლებთ გამოიმუშავოთ ის ჰალალი ლუკმა, რომელიც ალლაჰმა თქვენთვის გააჩინა. ეს ყველაფერი მდგომარეობის გამოსწორებისათვის ფიზიკური ძალისხმევაა, ფიზიკურთან ერთად ნუ დაივიწყებთ ვედრებას, დახმარება შესთხოვეთ ალლაჰს და ჰალალი ლუკმისთვის ხშირად ევედრეთ, რამე თუ ლოცვა მორწმუნის იარაღია. უეჭველად, ალლაჰი არ მიატოვებს მასზე მინდობილ მსახურებს და ყოველთვის გამოსავალს უჩვენებს.

„ვისაც ალლაჰის რიდი აქვს, ალლაჰი მას გამოსავალს შეუქმნის და იქედან დააპურებს საიდანაც არ ელოდება." (ტალაყ, 65/2-3.)

ალლაჰმა უკეთესად იცის.

დიდება ალლაჰს, სალამი და ლოცვა მის შუამავალს, მისი ოჯახის წევრებს, მის მეგობრებსა და განკითხვის დღემდე მის მიმდევრებს!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

03-06-2015 ბათუმი


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol