Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

zekatit mechetis mshenebloba

ზექათით მეჩეთის მშენებლობა

 

კითხვა: რას გვეტყვით ზექათის მეჩეთის ან სამლოცველოს მშენებლობაზე დახარჯვის შესახებ?

ვინ ითვლება ღარიბად?

პასუხი: ზექათი მხოლოდ იმ რვა კატეგორიის ხალხზე მიიცემა, ვინც უზენაესმა ალლაჰმა აიათში ჩამოთვალა. რადგანაც უზენაესი ალლაჰი აიათში ხაზგასმით ამბობს, რომ ზექათი მხოლოდ ამ კატეგორიის ხალხს ერგებათ:

~~9.60~
اِنَّمَا الصَّدَقَاتُ لِلْفُقَرَاءِ وَالْمَسَاكٖينِ وَالْعَامِلٖينَ عَلَيْهَا وَالْمُؤَلَّفَةِ قُلُوبُهُمْ وَفِى الرِّقَابِ وَالْغَارِمٖينَ وَفٖى سَبٖيلِ اللّٰهِ وَابْنِ السَّبٖيلِ فَرٖيضَةً مِنَ اللّٰهِ وَاللّٰهُ عَلٖيمٌ حَكٖيمٌ

ჭეშმარიტად მოწყალება[1] ალლაჰისგან ფარძია მხოლოდ: ღარიბთათვის, ღატაკთათვის, მასზედ მომუშავეთათვის[2] მათთვის ვისი გულების მოლბობაც შესაძლებელია, მონათათვის[3] ვალში მყოფთათვის, ალლაჰის გაზე მყოფთათვის და მგზავრთათვის. ჭეშმარიტად ალლაჰი ყოვლისმცოდნე ბრძენია. (თევბე, 9/60/)

ამ აიათის მიხედვით ზექათის მეჩეთის, სამლოცველოს მშენებლობის ან განათლების საქმეებში გამოყენება არ შეიძლება. თუმცა ნაფილებ მოწყალების სასარგებლო და აუცილებელ საქმეებში გამოყენება უკეთესია.

რაც შეეხება ღარიბებს, რომელბიც ზექათის მიღებას იმსახურებენ, ეს ისეთი საკითხია, რაც დროისა და ადგილის მიხედვით განსხვავდება. ზოგადად ეს არის კატეგორია, ვისაც საკუთარი თავისა და ოჯახის შესანახად ერთი წლის საკმარი ქონება არ გააჩნია. ხანდახან კონკრეტულ ადგილსა და დროს ათასი რიალის მფლობელი მდიდრად ჩაითვლება; ხანდახან კი კონკრეტულ ადგილსა და დროს ცხოვრების სიძვირის გამო ათასი რიალი სიმდიდრედ არ ჩაითვლება.

მუჰამმედ ბინ სალიჰ ალ-უსეიმინი.

 



[1] ზექათი/ფითრა.

[2] ისლამის სახელმწიფოში ზექათის შემგროვებელი პირები.

[3] ტყვეებისთვის.


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol