Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

danawevrebuli cxedaris dabana da misi namazi

დანაწევრებული ცხედარის დაბანა და მისი ნამაზი 

კითხვა: ხანდახან ავტოსაგზაო შემთხვევების, ხანძრის და მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა სხეულები ნაწევრდება და ზოგიერთი ნაწილები იკარგება. ხანდახან ხელის ნაგლეჯის ან თავის გარდა სხვა ვერაფერს ვერ პოულობენ. სხეულის ამ ნაწილებზე მიცვალებულის ნამაზის ლოცვა თუ შეიძლება და მათი დაბანა თუ საჭიროებს?

პასუხი: ხელის ან სხეულის სხვა ნაწილების აღმოჩენის შემთხვევაში ამ მიცვალებულისთვის თუ ნამაზი ადრე უკვე შესრულებულია მაშინ ხელმეორედ ნამაზს აღარ საჭიროებს. მაგალითად მიცვალებულის ფეხი დაკარგულია და ამ მდგომარეობაში მისი ნამაზი შევასრულეთ და დავკრძალეთ. მოგვიანებით კი ფეხი აღმოვაჩინეთ, მასაც დავმარხავთ თუმცა ნამაზს აღარ შევასრულებთ. რადგანაც ამ მიცვალებულისთვის ნამაზი უკვე შესრულებულია.

მაგრამ თუ მიცვალებულის ნამაზი შესრულებული არ არის, თავი, ფეხი, ხელი ან მსგავსი სხეულის ერთი ნაწილის გარდა სხეულის სხვა ნაწილები დაიკარგება, ასეთ დროს სხეულის იმ ნაწილებს დავბანთ, რომლებიც ნაპოვნია, შევქეფნავთ და დავკრძალავთ.

 

წყარო: მუჰამმედ ბინ სალიჰ ალ-უსეიმინი, კითხვებითა და პასუხებით ისლამის საფუძვლები.


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol