Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

nu daemsgavsebit sapirispiro sqess

ნუ დაემსგავსებით საპირისპირო სქესს  

 

დიდება ალლაჰს, რომელმაც გაგვაჩინა და მოგვცა საზრდო, რომელსაც შევთხოვთ პატიებასა და დახმარებას. ალლაჰის სალამი და ლოცვა მის მსახურსა და შუამავალ მუჰამმედს!

უეჭველად გამჩენის წინაშე მორჩილება და მადლიერება ჩვენი ვალია. ეს ხომ ჩვენი გაჩენის ძირითადი მიზანია. ამის შესახებ უზენაესი ალლაჰი თავის წმინდა წიგნში ბრძანებს:

وَمَا خَلَقْتُ الْجِنَّ وَالْإِنسَ إِلَّا لِيَعْبُدُونِ

“(სხვა არანაირი მიზნითარ გამიჩენია ჯინები და ადამიანები გარდა ჩემზე თაყვანისცემისა.[1]

ალლაჰზე მორჩილება და მადლიერება მხოლოდ მისი ბრძანებების შესრულებითა და აკრძალულებზე მორიდებითაა შესაძლებელი. მან ჩვენ გვიბოძა ყურანი და წარმოგვიგზავნა შუამავალი რათა გვცოდნოდა მისი ნება-სრუვილი და გვესწავლა ცხოვრების ისეთი სტილი, რითაც მის კმაყოფილებას და ჯილდოს დავიმსახურებდით. ალლაჰმა რომელიც მთელი სამყაროს გამჩენია, ყველაფერი ადამიანის სასარგებლოდ გააჩინა, რაც ჩვენთვის ნამდვილად დიდი პატივია. ამ ყველაფრის სანაცვლოდ ჩვენ კი მხოლოდ მორჩილება და მადლიერება გვევალება.

ალლაჰმა როგორც ყველა სხვა არსება ადამიანიც წყვილად გააჩინა[2] ორივეს თავიანთი ბუნებისთვის შესაფერისი გარეგნობა და მოვალეობები მისცა. იგი ბრძანებს, რომ ადამიანი ყველაზე ლამაზი ფორმით გააჩინა[3] და რათქმაუნდა მისი კმაყოფილებაც სწორედ იმ ფორმის შენარჩუნებასა და ვალდებულებების შესრულებაშია.

ამ ვალდებულებებიდან ერთ-ერთი არის ქალისა და მამაკაცისთვის იმ ლამაზი გარეგნობის, ჩაცმულობისა და მოვალეობების შენარჩუნება, რომელიც ალლაჰმა და მისმა შუამავალმა დაადგინა. ისლამმა ქალსაც და კაცსაც თავიანთი ბუნებისათვის შესაფერისი მოვალეობები და ჩაცმულობის სტილი შეურჩია. გამჩენელ ღმერთს თავისი მსახურის სწორედ ამ ფორმაში ხილვა სურს. ადამიანები ზოგჯერ თავიანთი ახირებითა და მცდარი შეხედულებებით ან გზააცდენილ ხალხზე მიბაძვით ამ დადგენილ ლამაზ წესებს ერთმანეთში ურევენ. რის შედეგადაც ქალი და კაცი ერთმანეთისგან აღარ ერჩევა. ასეთი საქციელი კი ჰარამი და ალლაჰის წყევლის საბაბია. ამის შესახებ ალლაჰის შუამავლისგან არაერთი ჰადისია გადმოცემული. თემასთან დაკავშირებით ჰადისებში ძირითადად ორი სახის აკრძალვა გამოირჩევა:

)  მამაკაცების ქალად ქცევა და დედაკაცების კაცად ქცევა:

عَنِ ابْنِ عَبَّاسٍ (رَضِيَ اللهُ عَنْهُ) أَنَّ النَّبِيَّ (صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَ سَلَّمَ) لَعَنَ الْمُخَنَّثِينَ الرِّجَالِ وَ الْمُتَرَجِّلَاتِ مَنَ النِّسَاءِ.

აბდულლაჰ ბინ აბბასისგან (..) გადმოცემის მიხედვით:

ალლაჰის შუამავალმა (...) დასწყევლა ქალად ქცეული კაცები და კაცად ქცეული ქალები.[4]

عَنِ ابْنِ عَبَّاسٍ (رَضِيَ اللهُ عَنْهُ) قَالَ لَعَنَ رَسُولُ اللهِ (صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَ سَلَّمَ) الْمُتَشَبِّهِينَ مِنَ الرِّجَالِ بِالنِّسَاءِ وَ الْمُتَشَبِّهَاتِ مِنَ النِّسَاءِ بِالرِّجَالِ.

აბდულლაჰ ბინ აბბასისგან (..) გადმოცემის მიხედვით:

ალლაჰის შუამავალმა (...) დასწყევლა კაცები, რომლებიც ქალებს ემსგავსებიან და ქალები, რომლებიც კაცებს ემსგავსებიან.[5]

განმარტება:

კაცების ქალად ხოლო ქალების კაცად ქცევაში ნაგულისხმევია ერთმანეთისთვის დამახასიათებელ თვისებებში ბაძვა. საუბრში, სიარულში ან ქცევის მანერებში საპირისპირო სქესზე მიბაძვა, სპეციალური ოპერაციის შედეგად სქესის შეცვლა, ჰომოსექსუალობა ან ლესბოსელობა.

ზოგიერთი სწავლულების აზრით მამაკაცისთვის წვერ-ულვაშის გაპარსვა მიუხედავად იმისა, რომ მიზნად სუსტი სქესის წარმომადგენლებზე მიბაძვას არ ისახავს, საბოლაოდ მაინც ქალზე დამსგავსებად ითვლება, რადგან უწვერ-ულვაშო მდგომარეობა ქალებისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი ფორმაა. გაპარსვას კი ალლაჰის მიერ მონიჭებული ფორმის უკადრისობა და მისი შეცვლა, საკუთარ ჭკუაზე გადაკეთება უდევს საფუძვლად.

რაც შეეხება ადამიანებს, რომლებსაც ბუნებრივად ახასიათებთ ისეთი სიარულისა და საუბრის მანევრები რაც საპირისპირო სქესისთვისაა დამახასიათებელი, მათ შეძლებისდაგვარად გამოსწორებას უნდა ეცადნონ და თუ ვერ გამოასწორებენ მათ ცოდვა არ ექნებათ. იგივენაირადაა იმ მამაკაცების მდგომარეობაც, ვისაც ბუნებრივად არ ამოსდით წვერ-ულვაში.

) დედაკაცისთვის მამაკაცის სამოსელით შემოსვა ან პირიქით:

عن أبي هريرة رَضِيَ اللّهُ عَنْه قال: لَعَنَ رَسُولُ اللّهِ اَلرَّجُلَ يَلْبَسُ لِبْسَةَ الْمَرْأة، وَالْمَرْأةَ تَلْبَسُ لِبْسَةَ الرَّجُلِ.

აბუ ჰურეირა (..) გადმოგვცემს: ალლაჰის შუამავალმა (...) ქალის სამოსელის ჩამცმელი კაცი და კაცის სამოსელის ჩამცმელი ქალი დაწყევლა."[6]

عَنْ ابْنِ أَبِي مُلَيْكَةَ قَالَ: قِيلَ لِعَائِشَةَ )رَضِيَ اللَّهُ عَنْهَا( إِنَّ امْرَأَةً تَلْبَسُ النَّعْلَ فَقَالَتْ لَعَنَ رَسُولُ اللَّهِ )صَلَّى اللَّهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ( الرَّجُلَةَ مِنْ النِّسَاءِ.

იბნი აბუ მულეიქესგან (..) გადმოცემის მიხედვით:

მორწმუნეთა დედას აიშას (..) უთხრეს რომ ერთი ქალი კაცის ჩუსტს იცვამსო, მან კი ასე უპასუხა:

ალლაჰის შუამავალმა (...) დასწყევლა ის ქალები ვინც კაცებს ემსგავსებიან.[7]

განმარტება:

როგორც ჰადისშია აღნიშნული მამაკაცს ეკრძალება ქალის სამოსელის, სამკაულის ან სხვა აქსესუარის გამოყენება. ასევე ქალსაც ეკრძალება მამაკაცის სამოსელის და სხვა აქსესუარის გამოყენება.

მამაკაცს ეკრძალება: ოქროს სამკაული, საყურე, აბრეშუმის ქსოვილი, ხელების შეღებვა, ქალებისთვის დამახასიათებელი სამოსელის ან ფეხსაცმელის ჩაცმა.

დედაკაცს ეკრძალება: მამაკაცებისთვის დამახასიათებელი სამოსელის ჩაცმა, როგორიცაა მაგალითად შარვალი, მამაკაცის ფეხსაცმელი და სხვა.

ჩვენ ალლაჰისთვის საყვარელი მსახურნი მაშინ ვიქნებით, როდესაც დავკმაყოფილდებით იმ ფორმითა და მოვალეობებით, რაც ალლაჰმა დაგვიდგინა. მათ მოვიწონებთ, შევიყვარებთ და შეცვლა-გადაკეთებას არ დავუწყებთ.

უზენაესი ალლაჰი თავის წმინდა წიგნში გვამცნობს, რომ მის მიერ გაჩენილისა და დადგენილის ცვლა სატანის ცდუნებაა:

وَلَأُضِلَّنَّهُمْ وَلَأُمَنِّيَنَّهُمْ وَلَآمُرَنَّهُمْ فَلَيُبَتِّكُنَّ آذَانَ الْأَنْعَامِ وَلَآمُرَنَّهُمْ فَلَيُغَيِّرُنَّ خَلْقَ اللَّهِ وَمَن يَتَّخِذِ الشَّيْطَانَ وَلِيًّا مِّن دُونِ اللَّهِ فَقَدْ خَسِرَ خُسْرَانًا مُّبِينًا

აუცილებლად გზას ავაცდენ მათ, ამქვეყნიური ოცნებებით გავართობ, ვუბრძანებ, რომ ყურები დააჭრან საქონელს და აუცილებლად ვუბრძანებ, რომ შეცვალონ ალლაჰის ქმნილება. ხოლო ვინც სატანას აიყვანს მეგობრად ნაცვლად ალლაჰისა, სწორედ რომ მან წააგო ცხადი წაგებით.[8]

უზენაესი ალლაჰი ყურანის მრავალ აიათში მის მიმართ რიდსა და მოკრძალებას გვირჩევს:

يَا أَيُّهَا النَّاسُ اتَّقُوا رَبَّكُمُ الَّذِي خَلَقَكُم مِّن نَّفْسٍ وَاحِدَةٍ وَخَلَقَ مِنْهَا زَوْجَهَا وَبَثَّ مِنْهُمَا رِجَالًا كَثِيرًا وَنِسَاءً

ადამიანნო! თქვენი გამჩენის რიდი იქონიეთ, რომელმაც გაგაჩინათ ერთი სულისგან, შემდეგ გააჩინა მისგან მისი მეუღლე და მათგან გაამრავლა ქალები და კაცები.[9]

დიდება შენდა ღმერთო უზენაესო! შეგვაგნებინე ბათილი, ბათილად და განგვარიდე მისგან. შეგვაგნებინე ჭეშმარიტი, ჭეშმარიტად და სულ ჭეშმარიტებბით გვატარე. ამინ!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

17 რამადანი 1434 25. 07 .2013



[1] სურა ზარიათ, 51/56- აიათი.

[2] სურა ნებე, 78/8- აიათი.

[3] სურა თინ, 95/4- აიათი.

[4] ბუხარი, ლიბას, 62, ჰუდუდ, 33; ებუ დავუდ, ედებ, 53 (4930); თირმიზი, ედებ, 34 (2785).

[5] ბუხარი, ლიბას, 61; ებუ დავუდ, ლიბას 28 (4097); თირმიზი, ედებ, 34 (2784); იბნი მაჯე, ნიქაჰ, 22 (1904); აჰმედ ბინ ჰანბელ, მუსნედ, I/254, 330, 339, 441.

[6] ბუხარი, ლიბას, 77/61; ებუ დავუდ, ლიბას 31, (4098); იბნი მაჯე, ნიქაჰ, 22 (1903); აჰმედ ბინ ჰანბელ, მუსნედ, II/435.

[7] ებუ დავუდ, ლიბას, 28 (4099).

[8] სურა ნისა, 4/119- აიათი.

 

[9] სურა ნისა, 4/1 აიათი.

 

Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol