Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

tatus gaketeba codvaa

რატომაა ტატუს გაკეთება ჰარამი?

 
 
 

 

კითხვა: ტატუს გაკეთება რატომაა ცოდვა და რა არგუმენტები არსებობს ამის შესახებ?

პასუხი: ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს!

ტატუ არის სხეულზე გამოსახულებების გამოყვანა, რომელიც კანქვეშ ნემსით, საღებავის შეყვანით ხდება ხოლმე. ტატუ ჯერ კიდევ ქვის ხანიდან მოყოლებული მსოფლიოს მრავალ ხალხში იყო გავრცელებული. პირველყოფილ ხალხში ტატუირება წარმოადგენდა რელიგიურ და მითოლოგიური წარმოდგენების ანარეკლს, განსაზღვრავდა პიროვნების სოციალურ სტატუსს თავის სოციალურ ჯგუფში, ასევე დაკავშირებული იყო ტოტემისტურ წარმოდგენებთან, ფართოდ გამოყენებოდა ინიციაციის ცერემონიის დროს.

როდესაც უზენაესმა ალლაჰმა სატანა დაწყევლა და გამოაგდო, სატანამ ფიცი დადო, რომ ყოველთვის შეეცდებოდა ადამიანების ცდუნებას, მათ ყოველთვის ჩასჩურჩულებდა ღვთის ურჩობას და ღვთის ქმნილებების შეცვლას. ეს ამბავი წმინდა ყურანში ასეა გადმოცემული:

ალლაჰმა დასწყევლა იგი (სატანა). მან უთხრა: აუცილებლად დავიყოლიებ ნაწილს შენს მსახურთაგან. აუცილებლად გზას ავაცდენ მათ, ამქვეყნიური ოცნებებით გავართობ, ვუბრძანებ, რომ ყურები დააჭრან საქონელს და აუცილებლად ვუბრძანებ, რომ შეცვალონ ალლაჰის ქმნილება. ხოლო ვინც სატანას აიყვანს მეგობრად ნაცვლად ალლაჰისა სწორედ რომ მან წააგო ცხადი წაგებით. (ნისა, 4/18-19.)

ამ დღიდან ეშმაკი სხვადასხვა ხერხით ცდილობს ადამიანის ღვთისმორჩილებიდან გამოყვანას. ამ ხერხებიდან ერთ-ერთი იმ ლამაზი ფორმის შეცვლა და დამახინჯებაა რაც უზენაესმა ალლაჰმა გააჩინა. ადამიანი სწორედ რომ უკადრისობს ღვთის მიერ გაჩენილ სუფთა კანს და მას საკუთარ ჭკუაზე უწყებს მოხატვა-შელამაზებას.

ტატუ ძირითადად შემდეგი მიზეზების გამო იკძალება:

1.                  სატანისეულია, ანუ სატანისგანაა ნაკარნახევი, რითაც სატანა თავისი ფიცის შესრულებას ცდილობს.

2.                  ადამიანი ქვეცნობიერად უკადრისობს ღვთის მიერ გაჩენილ ლამაზ და სუფთა კანს. არა და ყველა მორწმუნე ვალდებულია მოიწონოს ის, რაც ღვთისთვისაა მიღებული და სძულდეს ის, რაც ღვთისთვის მიუღებელია.

3.                  ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) სწყევლის ყველას, ვინც ტატუ გაიკეთა ან სხვას გაუკეთა.

აბუ ჰურეირა (..) გადმოგვცემს: ალაჰის შუამავალმა (...) ბრძანა:

ალლაჰმა დასწყევლოს ის, ვინც პარიკს იკეთებს ან სხვას აკეთებინებს და ის ვინც ტატუ იკეთებს ან სხვას აკეთებინებს. (ბუხარი, ლიბას 68, ტიბბ 36; მუსლიმ, ლიბას 119, .. 2124; ნესაი, ზინეთ, 25, (8, 148)

აბდულლაჰ ბინ ომარი (..) გადმოგვცემს: ალლაჰის შუამავალმა (...) ბრძანა:

ალლაჰმა დასწყევლოს ქალები, რომლებიც ტატუ იკეთებს ან სხვას აკეთებინებს. (ბუხარი, 594; მუსლიმი, 2124/119.)

აბდულლაჰ ბინ აბბასი (..) გადმოგვცემს: ალლაჰის შუამავალმა ბრძანა:

დაწყევლილია ის, ვინც პარიკს იკეთებს ან სხვას აკეთებინებს, ვინც წარბებს იწვრილებს ან სხვას აწვრილებინებს, ვინც ტატუ იკეთებს ან სხვას აკეთებინებს. (აბუ დავუდ, თარაჯჯულ 5 (4170)

4.                  როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ტატუ სხვადასხვა წარმართული რწმენებისა და მათი რიტუალების ატრიბუტს წარმოადგენს. ისლამი ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგიაა, რომელსაც არანაირი კავშირი არ გააჩნია წარმართობასთან. იგი კრძალავს ყველა ტრადიციასა და ძველებურ გადმონაშთს, რაც კი წარმართულ რწმენას უკავშირდება. ამიტომაც მიუღებელია მუსლიმი წარმართებს ჰბაძავდეს და მათი რიტუალების აღმასრულებელი იყოს.

5.                  ტატუ ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგია, სხვადასხვა ინფექციური დაავადებები და კანის დაზიანება.

წარმატების მომცემი და სწორ გზაზე დამდგენი უზენაესი ალლაჰია, რომელსაც ვადიდებთ და ვეთაყვანებით. სალამი და ლოცვა მის შუამავალს.

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

30-08-2015 ბათუმი


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol