Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

rogor unda moveqcet islamis mowinaagmdege mshoblebs

როგორ უნდა მოვექცეთ მშობლებს, რომლებიც ისლამის წინააღმდეგნი არიან?

 
 
 

კითხვა: როგორ უნდა მოიქცეს მუსლიმი ახალგაზრდა, რომელსაც ისლამის წესებზე მიყოლისთვის ოჯახში პრობლემები აქვს?

პასუხი: დიდება ალლაჰს, რომელმაც გვიწყალობა ისლამის ჭეშმარიტი გზა და ბათილისა და ჭეშმარიტების გარჩევის უნარი მოგვცა; სალამი და ლოცვა მის შუამავალს, რომელიც მოევლინა სამყაროთა წყალობად და კაცობრიობა საუკეთესო მაგალითებით შეამკო!

მშობელთა მიმართ ყოველ მუსლიმს განსაკუთრებული ყურადღება ჰმართებთ. უზენაესი ალლაჰი მშობელთა მორჩილებას ერთადერთი ღმერთის რწმენასთან ერთად მოიხსენებს და დიდ პასუხისმგებლობებს გვაკისრებს:

„დაგიდგინათ თქვენმა გამჩენმა, რომ არ ეთაყვანოთ მის გარდა არავის და მშობელთა მიმართ სიკეთე. თუკი შენს გვერდით ერთი რომელიმე ან ორივე მიაღწევს ხანდაზმულობას და ნუ ეტყვი მათ “უჰ!” და ნუ გაუწყრებით, მათ (მხოლოდ) ტკბილი სიტყვა უთხარით. მათთვის მოწყალების ფრთები გაშალე და თქვი: ღმერთო! შეიწყალე ისინი, როგორც მე აღმზარდეს პატარაობისას“ (ისრა, 17/23.)

ალლაჰის შუამავალიც (ს.ა.ს.) დაახლოებით იგივეს ბრძანებს:

აბუ ბექრე (რ.ა.) ალლაჰის შუამავლის (ს.ა.ს.) შემდეგ სიტყვებს მოგვითხრობს:

„-გინდათ გამცნოთ თუ რომლებია დიდ ცოდვათაგან ყველაზე დიდები? მან ეს სამჯერ გაიმეორა. შემდეგ საჰაბებმა:

-დიახ ალლაჰის შუამავალო, გვითხარიო უთხრეს.

-ალლაჰის თანაზიარის ცნობა და მშობლების მიმართ სიურჩე.” (ბუხარი, ედებულ მუფრედ 7.)

ისლამი მშობელთა მიმართ ყოველთვის სიკეთესა და ლმობიერებას მოგვიწოდებს, თუნდაც რომ მშობელი არ იყოს ისლამის აღმსარებელი:

აბუ ბექრის ქალიშვილი ესმა (რ.ა.) გადმოგვცემს:

„შუამავლის (ს.ა.ს.) დროს დედას მოვენატრე და ჩემს სანახავად მოვიდა. მე შუამავალს ვკითხე:

შუამავალო, დედაჩემი მივიღო და მას გავუმასპინძლდე? მან მითხრა:

რა თქმა უნდა მიიღე და გაუმასპინძლდიო.

ჰადისის გადმომცემი დასძენს, რომ ამ ქალის შესახებ ალლაჰმა მუმთეჰინა სურას მერვე აიათი გამოგზავნა, სადაც იგი ბრძანებს: „ალლაჰი თქვენ არ გიკრძალავთ კეთილ და სამართლიან მოპყრობას მათ მიმართ, ვინც არ გებრძვით თქვენი რჯულის გამო და არ გამოუყრიხართ სამშობლოდან. ჭეშმარიტად ალლაჰს სამართლიანნი უყვარს.“ (ბუხარი, ედებ 7.)

 როდესაც საქმე გვაქვს ისეთ განსაკუთრებულ მდგომარეობასთან, როგორიცაა ისლამის ან მისი წესების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება ასეთი სიტუაციები ახალგაზრდებისთვის დიდი თავსატეხია ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ ისლამი დიდ ყურადღებას აქცევს მშობელთა მორჩილებასა და მათი გულის მოგებას, გაუმართლებელია ისეთ საკითხებში მშობლებზე ან სხვა ვინმეზე მორჩილება, როგორიცაა რჯულის უარყოფა, აკრძალული საქმეების კეთება და ისლამის ბრძანებების შესრულებაზე უარის თქმა. ასეთ შემთხვევაში უზენაესი ალლაჰი ბრძანებს:

„თუ დაგაძალებენ, რომ ჩემ მოზიარედ ცნო ის, რისი ცოდნაც არ გაგაჩნია, მაშინ მათ ნუ დაემორჩილები. ხოლო ამქვეყნად საუკეთესო ფორმით იზრუნე მათზე და გაჰყევი იმათ გზას, ვინც ჩემსკენ მოილტვის.“ (ლოყმან, 31/15.)

საჰაბები აღნიშნული აიათის ჩამოსვლის შესახებ საინტერესო ამბავს გადმოგვცემენ:

აბუ დავუდი სად ბინ აბუ ვაყყასისგან (რ.ა.) გადმოგვცემს: „თუ დაგაძალებენ, რომ ჩემ მოზიარედ ცნო ის, რისი ცოდნაც არ გაგაჩნია, მაშინ მათ ნუ დაემორჩილები. ხოლო ამქვეყნად საუკეთესო ფორმით იზრუნე მათზე...“ აიათი ჩემ შესახებ ჩამოვიდა. მე დედის მიმართ კარგი ქცევით გამორჩეული ვინმე ვიყავი. როდესაც ისლამი მივიღე დედამ მითხრა: „ეს ახლად გამოგონილი რჯულიც რა ყოფილა? ან უნდა მიატოვო იგი ან არა და სიკვდილამდე ვიშიმშილებ და ხალხი შეგარცხვენს, რომ დედის სიკვდილზე თვალი დახუჭე და მის სიცოცხლეს არ გაუფრთხილდიო.“ მე ვუთხარი: „დედა, ნუ იზამ ამას, რადგან მე ჩემს რჯულს არავითარ შემთხვევაში არ მივატოვებ - მეთქი.“ ჩემი ასე თქმის მიუხედავად მან ერთი დღე და ერთი ღამე მაინც უჭმელ-უსმელად გაატარა. როდესაც დილა გათენდა დედაჩემი შიმშილისგან საკმაოდ ღონემიხდილი იყო. მე მივუახლოვდი და ვუთხარი: „დედა, ათასი სიცოცხლე რომ გქონდეს და ყველა თითო თითო რომ ამოგხდეს, მე ჩემს რჯულს მაინც არ მივატოვებ - მეთქი.“ როდესაც მან მიხვდა, რომ სერიოზულად ვეუბნებოდი და გადაწყვეტილება მტკიცედ მქონდა მიღებული, შიმშილი დაარღვია. აი სწორედ ამ ამბის შემდეგ ჩამოვიდა ეს აიათი.

ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ბრძანებს:

„ალლაჰზე სიურჩეში, არავითარი მორჩილება არიქნება ქმნილებების მიმართ.“ (თირმიზი.)

მათ მიმართ სიკეთესა და ლმობიერებაში არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვიკოჭლოთ. ყოველთვის კარგი ქცევითა და სამაგალითო ზნეობით უნდა ვაჩვენოთ ისლამის სიდიადე, რომელიც კარგი მორალისა და სიკეთის ერთადერთი წყაროა. შეიძლება ისინი გვიკრძალავდნენ ისლამის წესებით ცხოვრებას, თუმცა ამან უხეში და უარყოფითი დამოკიდებულება არ უნდა გამოიწვიოს ჩვენში. ტკბილი ენით უნდა ავუხსნათ, რომ ჩვენ მხოლოდ უზენაესი ალლაჰის კმაყოფილება დავისახეთ მიზნად და მისი შუამავლის მაგალითით ვმოქმედებთ. შუაავალი ის ადამიანია, რომელიც სამყაროთა წყალობად მოევლინა და მასზე მიბაძვა ყველასათვის მომგებიანია. ტკბილი ენით უნდა ავუხსნათ, რომ ისინი გვიყვარს და ვაფასებთ, თუმცა ღმერთი უფრო დიდ პატივის ცემას იმსახურებს, რის გამოც ღვთის ბრძანებებზე უარის თქმა არ შეგვიძლია.

ასეთ სიტუაციაში მშობლების მიმართ მორჩილება და მათი გულის მოგება შეიძლება მხოლოდ მუბაჰი[1] და ნაფილე ღვთისმსახურებების[2] დათმობით. ასეთ მდგომარეობაში მშობლების გულის მოგება და მათი წყენისგან თავის შორს დაჭერა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნაფილე და მუბაჰი საქმეების კეთება. რადგანაც მშობელთა გულის მოგება ღვთის მიერ დავალებული აუცილებლობაა; ხოლო ნაფილე და მუბაჰი საქმეები ნებაყოფილებითია.

„აბდულლაჰ ბინ ამრი (რ.ა.) გადმოგვცემს: ერთი კაცი ალლაჰის შუამავალთან (ს.ა.ს.) მოვიდა და უთხრა, რომ მე ჯიჰადში მივდივარო. შუამავალმა (ს.ა.ს.) მას ჰკითხა:

- შენ დედ-მამა თუ გყავს?

-დიახ მყავსო, უპასუხა.

-მაშინ უკან მიბრუნდი და ჯერ მათი გულის მოგების გზაზე იბრძოლეო, უთხრა.“ (ბუხარი, ედებ 3.)

ალლაჰმა უკეთესად იცის!

            თეოლოგი ნოდარ დავითაძე

26-01-2016 ბათუმ



[1] ისეთი საქმე, რომელიც არც ცოდვაა და არც მადლი.

[2] დამატებითი ნებაყოფილებითი ღვთისმსახურებები, რომელთა შემსრულებლები დიდ მადლს მოიგებენ, ხოლო შეუსრულებლობა ცოდვად არ ჩაეთვლებათ.


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol