Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

ramadanshi rogor unda moikcnen fexmdzimeebma

რამადანში როგორ უნდა მოიქცნენ ფეხმძიმე ქალებმა?

 
 
 



კითხვა: შუადღე მშვიდობისა. წმინდა რამადანის მთვარე ახლოვდება, ღმერთმა ყველას მშვიდობით მოგვასწორს. მიუხედავად იმისა, რომ მარხვის დიდი სურვილი მაქვს, ორსულობის გამო ვშიშობ რომ ვერ შევძლებ ამ მოვალეობის შესრულებას. შეგიძლიათ მირჩიოთ როგორ მოვიქცე? უნდა ვიმარხო თუ შესაძლებელია მისი სხვა დროს ანაზღაურება?

პასუხი: მოგესალმებით.

ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს!

ფეხმძიმე ქალი, რომელიც შიშობს რომ მარხვის დაცვის შემთხვევაში საკუთარ ან ნაყოფის ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის, ის იგივე მდგომარეობაში იმყოფება, როგორც ავადმყოფი და მას მარხვის ვალდებულება მოხსნილი აქვს. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს:

ვინც ავად იყოს ან მგზავრი, ის გამოთვლილი (დღეები) სხვა დღეებში (აანაზღაუროს).“ (ბაყარა, 2/185.)

აუცილებლად მიმართეთ თქვენს ექიმს და მსათანაც გაიარეთ კონსულტაცია, რადგანაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებში სამედიცინო დასკვნებს ისლამი დიდ ანგარიშს უწევს.

რაც შეეხება გამოტოვებული მარხვის ანაზღაურებას, რომელიც ფეხმძიმობის ან მსგავსი მძიმე პერიოდის დროს ვერ იმარხეთ, ასეთი მძიმე მდგომარეობიდან გათავისუფლების შემდეგ წელიწადის ნებისმიერ დროს მარხვით უნდა აანაზღაუროთ.

უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის.

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

02.06.2016 ბათუმი


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol