Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

arsebobs tu ara jado

არსებობს თუ არა ჯადო?

 
 
 

კითხვა: სელამ ალეიქუმ!

ერთმა მეათე კლასელმა გოგონამ ჯიბეში ბულავკები და ბევრი ძაფები უნახავს. შიშობს ნუსხა არ იყოს. არსებობს თუ არა ნუსხა და თუ არსებობს ეს გოგო მონუსხულად ითვლება?

პასუხი: ალეიქუმ სალამ!

ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს.

ნუსხა ანუ ჯადო არსებობს, ყურანში ამის შესახებ რამდენიმე აიათია. გარდა ამისა მუჰამმედ შუამავალი (ს.ა.ს.) იუდეველებმა მონუსხეს, რის შემდეგადაც უზენაესმა ალლაჰმა ფელაყისა და ნასის სურეები ჩამოავლინა. უზენაესი ამ სურეებით ცხოვრებაში მოსალოდნელი ყოველგვარი სიავეებისგან მასზე თავშეფარებას გვასწავლის. ამ სიავეთაგან ერთ-ერთი ჯადოა. მაგალითად ფელაყ სურას 4-ე აიათში ვკითხულობთ:

وَمِن شَرِّ النَّفَّاثَاتِ فِي الْعُقَدِ

„ნასკვებზე მბერავის სიავისაგან ალლაჰს შევეფარები.“ (ფელაყ, 113/4.) გრძნეული როდესაც ჯადოს აკეთებს, ის ამისთვის სხვადასხვა ნივთებს ნასკვავს რაღაც ლოცვებს უკითხავს და უბერასვს. ამ აიათშიც სწორედ ესაა ნაგულისხმევი. ეს აიათი ჯადოს რეალობას ადასტურებს და მისგან ალლაჰზე თავშეფარებას გვასწავლის.

ანგელოზმა შუამავალს ჯადოს სამყოფელი ამცნო, ის ერთ-ერთ ორმოში იყო ჩაგდებული, რომელიც საჰაბეებმა ამოიღეს. სავარცხალზე დახვეული თმებითა და მამალი ხურმის ყვავილით იყო გაკეთებული. ორომოდან ამოღების შემდეგ ნუსხა დაშალეს და თან ამ ორ სურას კითხულობდნენ. ნუსხის განადგურებასთან ერთად შუამავალმა (ს.ა.ს.) შვება იგრძნო.

როგორც ზემოთ აღვნიშნე ნუსხა რეალურად არსებობს და მისი გაკეთება დიდი ცოდვაა, იმდენად დიდი ცოდვაა რომ ამის გამკეთებელი მუსლიმად არ ითვლება. ისლამი აღიარებს ჯადოს რეალობას, კრძალავს მის გაკეთებას და გვასწავლის მონუსხვილთა მკურნალობის ხერხებს, რომელიც ძირითადად ყურანის კითხვით, ღმერთზე ვედრებითა და მასზე მინდობით ხორციელდება.

არსებობს მონუსხვილთა ნუსხითვე მკურნალობის ხერხიც, რომელსაც ისლამი კრძალავს. მორწმუნემ ამ ხერხს არ უნდა მიმართოს. ნუსხა ქუფრია, ასე რომ ქუფრში შვების ძიებაც ქუფრია. როდესაც ალლაჰის შუამავალს (ს.ა.ს.) ჰკითხეს ნუსხით ნუსხის გაბათილების ანუ მონუსხულის ისევ ნუსხით მკურნალობაზე მან ასე უპასუხა:

„ეს სატანის საქმეა.“ (აბუ დავუდი და აჰმედ ბინ ჰანბელი.)

ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ასევე ბრძანებს:

„ალლაჰს ყველა ავადმყოფობის შვება აქვს გაჩენილი. ანუ ყველა ავადმყოფობას ჰალალის ჩარჩოებში თავისი განკურნების ხერხები გააჩნია.“ (ბუხარი.)

ამიტომაც სამკურნალოდ უნდა მივიდეთ ისეთ პიროვნებებთან ვინც ყურანისა და სუნნეთის შესაბამისად ასრულებს ამ ყველაფერს და მასში შირქსა და ქუფრს არ ურევს. ძირითადი კრიტერიუმები ასეთია: მკურნალობის პროცესში არ უნდა იყოს ჩართული ალლაჰის გარდა სხვაზე ვედრება, ალლაჰის გარდა სხვის სახელებზე ფიცი, ალლაჰის გარდა სხვა არსებებზე სისხლიანი ან უსისხლო შესაწირის შეწირვა. სასურველია შელოცვები იკითხებოდეს ყურანიდან, ან სუნნეთიდან, შესაძლებელია სხვა ლოცვებით შელოცვაც, ოღონდ გასაგებ ენაზე უნდა იკითხებოდეს, რომ გავარჩიოთ შირქსა და ქუფრს ხომარ შეიცავს. ამიტომ წინასწარ უნდა ვკითხოთ ასეთ პიროვნებას თუ რა მეთოდებით მკურნალობს და გაუგებარ ენაზე არ უნდა ბუტბუტებდეს. შელოცვებით მკურნალობის მეთოდი ძველ არაბებში საკმაოდ გავრცელებული მედიცინა იყო, ამათგან ზოგი შირქსა და ქუფრს შეიცავდა, ზოგი არა. ამიტომაც შუამავალმა თავის მიმდევრებს უთხრა:

„თქვენი შელოცვები მე წარმომიდგინეთ. შირქსა და ქუფრს თუ არ შეიცავს მასში საპრობლემო არაფერიაო.“ (მუსლიმი.)

მონუსხულის მკურნალობის ჰალალი მეთოდია წმინდა ყურანის კითხვა, ღმერთზე ვედრება და მასზე მინდობა. ასეთ დროს რეკომენდირებულია შემდეგი სურეები და აიათები: სურა ფათიჰა, ბაყარა სურას პირველი 5 აიათი, აიათულ ქურსი, ამენე რასული, არაფ სურას 117-119, ტაჰა სურას 65-69, იუნუს სურას 79-82 აიათები, იხლასი, ფელაყი და ნას სურეები. შესაძლებელია ამ აიათების წყალზე კითხვა და ნაწილის დალევა ნაწილით კი ტანის დაბანა.

მონუსხულზე ან უჟმურიანზე ყურანის კითხვით მკურნალობა უზენაესი ალლაჰის წყალობაა და ყველას შეუძლია თავისთვის იკითხოს ან სხვას უკითხოს, მის წასაკითხად განსაკუთრებული პიროვნებები არ არსებობს. ყველა მუსლიმს შეუძლია მისით სარგებლობა, მორწმუნე რაც უფრო ისლამის წესებით ცხოვრობს და ჰარამებისგან სორსაა მისი ლოცვა ღვთის წინაშე მით უფრო მიღებული იქნება. კითხვის დროს უნდა გვახსოვდეს, რომ შვებისა და განკურნების მომცემი უზენაესი ალლაჰია, ყველაფერი მისი ნებით ხდება, შველაც მას უნდა შევთხოვოთ, მასზე უნდა ვიყოთ მინდობილნი და ღრმად უნდა გვწამდეს, რომ ყურანი ყველა სნეულების მკურნალია. ეს უნდა სწამდეს თვითონ მონუსხულსაც და მასაც ვინც უკითხავს. ეჭვით ან გამოცდის მიზნით კითხვა უსარგებლოა. ასევე იგივე აიათების კითხვით შესაძლებელია ნუსხისა და სხვა სიავეებისგან წინასწარი თავდაცვა. მაგალითად დაწოლის წინ აიეთულ ქურსის, იხლასის, ფელეყისა და ნასის სურეების კითხვა და სხვა.

რაც შეეხება თქვენს მიერ ნახსენებ გოგონას, რომელმაც ჯიბეში ბულავკები და ძაფები იპოვა, ერთი შეხედვით ეს ნუსხას ჰგავს თუმცა დანამდვილებით ვერაფერს გეტყვით. ყველაფერი კარგად გაარკვიოს სხვა მიზნით ხომარ შეიძლება მოხვედრილიყო ეს ნივთები მის ჯიბეში და თუ გამორიცხულია, მაშინ დიდი ალბათობით ნუსხაა. აბდესი აიღოს, ღმერთს მიენდოს და დახმარება სთხოვოს, შემდეგ ფელეყი და ნას სურეების კითხვით ამ ძაფების ყველა კვანძი გახსნას, ასევე ბულავკებსაც ნუ დატოვებს ჩაკეტილ მდგომარეობაში და ცეცხლში დაწვას ან წყალში გადაყაროს. ამგვარად ალლაჰის ნებითა და შეწევნით ჯადო განადგურდება და თავს დააღწევს მისი სიავისაგან. კვანძების ამოხსნა და მათი განადგურება სხვამაც რომ გააკეთოს ესეც შეიძლება, თვითონ მონუსხულის გაკეთება აუცილებელი არ არის.

უალლაჰმა უკეთესად იცის ეს ყველაფერი. გისურვებთ ჯანმრთელობას. ღმერთო შენ დაგვიფარე ყოველი ბოროტისაგან, ავი თვალისა და ავი ხელისაგან და ნუ მისცემ ბოროტს ჩვენი ვნების ნებას. ამინ!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

05-10-2015 ბათუმი


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol