Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

islamshi rasobrivi dayofa daushvebelia

ისლამში რასობრივი დაყოფა დაშვებულია?

 
 
 

 

კითხვა: გამარჯობათ! ერთი მეტად მნიშვნელოვანი კითხვა მაქვს. ელჰამდულილლაჰ მუსლიმანი ვარ. მაინტერესებს ისლამში რასობრივი დაყოფა დაშვებულია თუ არა? საქართველოში დაბადებული ადამიანი, რომლის წინაპრები აზერბაიჯანელები იყვნენ, მასთან თანაცხოვრების უფლება მაქვს? თუ უარი უნდა ვთქვა, რადგან ხალხის სალაპარაკო არ გახდეს?

პასუხი: გაგიმარჯოთ!

ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს!

ისლამში რასობრივი დაყოფა, წინაპართა წარმომავლობით თავის ქება და ამ გზით სხვათა მიმართ უპირატესობის შეგრძნება კატეგორიულად აკრძალულია. ამ საქმის პირველ წამომწყები სატანა იყო, რომელმაც იუკადრისა ადამის წარმომავლობა და უარი განაცხადა მის წინაშე ქედის მოხრაზე. მან ასე უთხრა უზენაესს:

„შენი მე ცეცხლისგან გამაჩინე, ის კი ტალახისგან გააჩინეო“ (არაფ, 7.12.)

მას შემდეგ ვინც თავისი წარმომავლობით თავს იქებს და ეს უპირატესობად მიაჩნია სხვათა მიმართ სატანის მიერ წამოწყებული საქმის გამაგრძელებელია. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს:

"ჰოი ხალხნო! ჭეშმარიტად ჩვენ ერთი კაცისა და ერთი ქალისაგან გაგაჩინეთ და ერთმანეთი რომ გაგეცნოთ ტომებად და ოჯახებად გქმენით. უეჭველად თქვენგან ალლაჰის წინაშე ყველაზე უფრო მეტი ჯილდოს მქონე, თქვენში ყველაზე უფრო ღვთისმოშიშია. ჭეშმარიტად ალლაჰი ყოვლისმცოდნე ბრძენია.(ჰუჯურათ, 49/13.)

როგორც აიათშია ნაბრძანები ჩვენ ერთი კაცისა და ერთი ქალის შთამომავლები ვართ, რომლებიც დროთა განმავლობაში ერებად და ტომებად დაიყვნენ. უზენაესი ალლაჰი ამ აიათით ერთმანეთის გაცნობას და ერთმანეთთან დაახლოებას გვირჩევს, რათა ჩვენ იმთავითვე ერთი დედ-მამის შვილები ვართ. უპირატესობა მხოლოდ ღვთისმოშიშობითა და სათნოებით გამოირჩევა. ალლაჰი ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ადამიანობით გვაფასებს და არა წარმომავლობით. ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ერთ-ერთ ჰადისში ბრძანებს:

„ალლაჰი თქვენს გარეგნობებს არ უყურებს, თუმცა ის თქვენს გულებსა და საქმეებს უყურებს.“ (მუსლიმ, ბირრ 33; იბნი მაჯე, ზუჰდ 9; აჰმედ ბინ ჰანბელი, 2.285, 539.)

ალლაჰის შუამავალმა გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე წარმოთქმულ ხუტბაზე შემდეგი სიტყვები დაგვიტოვა ანდერძად:

„თქვენი გამჩენიც ერთია და თქვენი მამებიც ერთია. ყველანი ადამის შვილები ხართ, ადამი კი მიწისგანაა გაჩენილი. არაბს სხვა ერების წინაშე ან სხვა ერებს არაბთა წინაშე არანაირი უპირატესობა არ გააჩნიათ; თეთრკანიანს შავკანიანის წინაშე ან შავკანიანს თეთრკანიანის წინაშე არანაირი უპირატესობა არ გააჩნია. უპირატესობა მხოლოდ ღვთისმოშიშობაშია. ალლაჰის წინაშე ყველაზე ძვირფასი ისაა, ვინც ყველაზე უფრო ღვთის მოშიშია.“

ეს სიტყვები „ვედა ხუტბას“ ანუ გამოსამშვიდოებებელი ქადაგების სახელითაა ცნობილი, რომელიც სოციალური ურთიერთობების მარეგულირებელ ყველაზე სამართლიან მუხლებს მოიცავს.

ხალხის მითქმა-მოთქმას ყურს ნუ მიუგდებ. მთავარია ღმეთთან იყავი მართალი. ხალხი მრავალია და ყველას თავისებური შეხედულებები გააჩნია. შეუძლებელია ერთმა კაცმა მრავალი ადამიანის გული მოიგოს და ყველას კმაყოფილება დაიმსახუროს. ალლაჰი ერთია და მისი კმაყოფილების დამსახურებას ყველას შეუძლია, ვინც მოისურვებს.

ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ბრძანებს:

„ქალს ოთხი რამისთვის ირთავენ: სიმდიდრე, სილამაზე, გვარიშვილობა და რწმენა. თქვენ რწმენა აირჩიეთ.“ (ბუხარი, ნიქაჰ 15; აბუ დავუდ, ნიქაჰ 2; იბნი მაჯე, ნიქაჰ 6.)

 შუამავალი (ს.ა.ს.) გვირჩევს, ქორწინებისას ყურადღება რწმენაზე გავამახვილოთ. მეც იგივეს გირჩევთ, რომ ეროვნებაზე კიარა რწმენაზე გაამახვილეთ ყურადღება და თუ თვლით, რომ ის პიროვნება თქვენი სადარია ნუ დაგაბრკოლებთ ხალხის მითქმა-მოთქმები და იცხოვრეთ ბედნიერად.

ღმერთო შეგვაგნებინე მართალი მართალად და ნუ აგვაშორებ სიმართლეს; ღმერთო შეგვაგნებინე ბოროტი ბოროტად და შორს გვამყოფე მისგენ!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

04-09-2015 ბათუმი 


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol