Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

tyuilze fici

ტყუილზე ფიცი

 
 
 



კითხვა: სელამ ალეიქუმ!

ერთმა ყურანზე ხელი დაადო და ტყუილზე დაიფიცა. ეხლა ნანობს და რა უნდა გააკეთოს? როდესაც ვინმე დაგაფიცებს ეს ფიცად ითვლება? მაგალითად ღმერთს გაფიცებ, დედას გაფიცებ და მსგავსი. ასეთი ფიცის შესრულებით ვალდებულნი ვართ თუ არა?

პასუხი: ალეიქუმ სალამ!

ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს.

ფიცი და ზოგადად დადებული სიტყვა მორწმუნე მუსლიმის ცხოვრებაში დიდ პასუხისმგებლობას წარმოადგენს. სწორად დადებული ფიცი დაცვასა და აღსრულებას საჭიროებს, რასაც უზენაესი ალლაჰი გვავალებს თავის წიგნში:

„არ გატეხოთ ფიცი, მისი განმტკიცების შემდეგ, უეჭველად, (თქვენ ამით) ალლაჰი დაიდგინეთ თავდებად. ჭეშმარიტად, ალლაჰმა უწყის, რასაც ჩადიხართ.“ (ნაჰლ, 16/91.)

ვიდრე პირველი კითხვის პასუხზე გადავიდოდე აქვე პატარა შენიშვნის გაკეთება მინდა, რაც ყურანზე ხელის დადებით დაფიცებას ეხება. მორწმუნე მუსლიმს მხოლოდ ერთი საფიცარი გააჩნია და ისიც მისი გამჩენი ღმერთია. უზენაესი ალლაჰის გარდა სხვა რამეზე დაფიცება დაუშვებელია. ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ბრძანებს: „ვინც დაიფიცებს მან მხოლოდ ალლაჰის სახელით დაიფიცოს ან გაჩუმდეს.“ (მუსლიმ, 3/1267.) სამწუხაროდ მუსლიმ საზოგადოებაში ყურანზე ხელის დადებით დაფიცება საკმაოდ გავრცელებული რამეა, თუმცა ეს ისლამში მოუწონარი ქმედებაა. მაგრამ მიუხედავად მოუწონრობისა თუკი ვინმე ყურანზე დაიფიცებს, ასეთი ფიცი მას ფიცად ჩაეთვლება და პასუხისმგებლობა ეკისრება და შესრულებით ვალდებულია. ან თუ გატეხავს „ქეფფარეთი“ ანუ გამოსასყიდი მოწყალება უნდა გასცეს.

რაც შეეხება ტყუილზე ფიცი ეს დიდი ცოდვაა და იმქვეყნიური დიდი სასჯელის გამომწვევია, რომელსაც გამოსასყიდიც კი ვერ გადაფარავს. ასეთ ფიცს ისლამის ლიტერატურაში „ღამუსი“ ეწოდება. მაგალითად კაცი თუ იფიცება ისეთ საქმეზე, რაც თვითონ ჩაიდინა და მე ეს არ ჩამიდენიაო; ან ისეთ რამეზე იფიცება, რაც მას არ გაუკეთებია და მე გავაკეთეო ამბობს.

ტყუილზე ფიცი დიდი ცოდვაა, რასაც „ქეფფარეთი“ ანუ გამოსასყიდი მოწყალებაც არააქვს. ქეფფარეთი ზოგიერთი ცოდვების დასაფარად გაღებული მოწყალებაა. ტყუილზე ფიცი კი იმდენად დიდია, რომ მას ქეფფარეთიც არ გააჩნია. ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ბრძანებს: „დიდი ცოდვებია: ალლაჰზე თანაზიარის დადგენა, მშობელთა მიმართ სიურჩე, კაცის კვლა და ღამუსი ფიცი.“ (ბუხარი, 1403.) თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასეთ სიტუაციაში მყოფმა ადამიანმა ყველაფრის იმედი უნდა დაკარგოს და ხელი ჩაიქნიოს. მან იმის იმედით უნდა მოინანიოს და ღვთისგან პატიება ითხოვოს, რომ უზენაესი ალლაჰი მოწყალეთა მოწყალეა და მისი უპატიებელი ცოდვა არ არსებობს, თუკი მსახური გულწრფელად მოინანიებს და მტკიცედ გადაწყვეტს, რომ იგივე ცოდვა აღარასოდეს აღარ გაიმეოროს. ასევე ამ ფიცის შედეგად ვინმეს უფლებები თუ შელახა, მაგალითად ამ ფიცის შედეგად ვინმეს ქონება უსამართლოდ თუ მიითვისა, ან ისეთი უფლებები მოიპოვა, რაც სხვას ერგებოდა, ან მისი დანაშაულისთვის სხვა თუ დაისაჯა. იმ პიროვნებებს უნდა აუნაზღაუროს თავიანთი უფლებები, ვინც მისი ფიცით დაზარალდნენ და პატიება სთხოვოს. ამასთანავე ასეთმა ადამიანმა ბევრი სიკეთე უნდა აკეთოს და მოწყალება უნდა გაიღოს, რათა კეთილმა სძლიოს ბოროტსა. ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ბრძანებს: „თუკი შეცდები და ბოროტს ჩაიდენ, მაშინვე კეთილის ქმნას შეუდექი, რათა კეთილმა წაშალოს ბოროტი.“ (თირმიზი, ბირრ 55.)

რაც შეეხება თქვენს მეორე კითხვას: როდესაც ვინმე დაგაფიცებს ეს ფიცად ითვლება თუ არა? გეტყვით, რომ ეს ფიცში არ შედის. ასეთი სიტყვებით პასუხისმგებლობა არავის არ დაეკისრება. ფიცი რომ ფიცად ჩაითვალოს ამას პიროვნება თვითონ უნდა ამოწმებდეს საღი გონებითა და თავისუფალი ნებით.

უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

31.03.2016 ბათუმი


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol