Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

qorwineba islamis mixedvit

მამაკაცმა როგორ უნდა ითხოვოს ქალის ხელი?

 
 
 

კითხვა: ისლამის წესების დაცვით, მამაკაცმა როგორ უნდა ითხოვოს ქალის ხელი, ისე რომ ჰარამი არ ჩაიდინოს?

პასუხი: ვადიდებ ალლას, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს!

 ქორწინება ისლამის მიერ მოწოდებული აუცილებლობაა. ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ერთ ერთ ჰადისში ბრძანებს:

„ქორწინება ჩემი სუნნეთია, ვინც ჩემი სუნნეთით არ მოქმედებს, ის ჩემგან არ არის.“ (იბნი მაჯე, ჰ.ნ. 1846; ალბანი, საჰისჰულ ჯამი, 6/39.)

ზრდასრული ყოველი მუსლიმი ვალდებულია ადრე თუ გვიან ოჯახი შექმნას, შვილები გააჩინოს და მომავალზე იზრუნოს. ყველა ზრდასრული გოგონა იქნება თუ ვაჟი ფიქრობს და ილტვის კარგი თანამეწყვილის შეძენაზე და ბედნიერი ოჯახის შექმნაზე, რაც სავსებით ბუნებრივი და სასურველი მოვლენაა. თუცა ყველა ბუნებრივ გრძნობასა და მოთხოვნილებას გააჩნია  თავისი ნორმები და მარეგულირებელი წესები, რომელსაც ისლამის შემთხვევაში შარიათი ეწოდება.

ისლამი მორწმუნეებს დაქორწინების, ოჯახის შექმნის, გამრავლებისა და ჰარმონიისკენ მოუწოდებს; ამასთანავე კრძალავს გარყვნილობას, უზნეობასა და უსირცხვილობას. ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ბრძანებს:

„ქალს ოთხი რამისთვის ირჩევენ: სილამაზე, სიმდიდრე, გვარიშვილობა და რწმენა. ვინც მეოთხეს აირჩევს ის მოიგებს.“  (ბუხარი, IX. 110; მუსლიმ, X. 51-52 (ნანავის განმარტებით); თირმიზი, III. 396; აბუ დავუდ, II. 296; ნესაი, VI. 65, 68; იბნი მაცე, I. 597; მუსტედრექ, II. 161; დარეყუტნი, II. 417)

ისლამი მორწმუნე ახალგაზრდებს, რომლებსაც დაქორწინება გადაუწყვეტიათ, ნებას რთავს თავიანთი მომავალი მეწყვილეს შესახებ სხვადასხვა ინფორმაციების მოძიებაზე, საჭიროების შემთხვევაში შეხვედრაზე და გასაუბრებაზე. ეს ის პროცესია, რაც ხელს უწყობს ერთმანეთის გაცნობას, ხასიათების შეჯერებასა და ვუზუალურობაში შთაბეჭდილებების ჩამოყალიბებას.

მუღირებ ბინ შუ’ბე (რ.ა.) გადმოგვცემს, რომ თვითონ ცოლის შერთვა დააპირა და ამის შესახებ ალლაჰის შუამავალს (ს.ა.ს.) უამბო. შუამავალმა მას ასე უთხრა:

„ქალი, რომლის შერთვასაც აპირებ აუცილებლად ნახე, რადგანაც ნახვა აუცილებელი წინა პირობაა იმისათვის, რომ თქვენს შორის ურთიერთ გაგება და სიყვარული დამკვიდრდეს.“ (ბუხარი; ნიქაჰ 36; მუსლიმი, ნიქაჰ 12; თირმიზი, ნიქაჰ 5, (1087)

ოღონდ ამ ყველაფერს ახალგაზრდები არ უნდა აკეთებდნენ მალულად და ყველასგან დამოუკიდებლად, როგორც დღევანდელ ჩვენს რეალობაში ხდება სამწუხაროდ. ინტერნეტის, ტელეფონის ან პირდაპირი შეხვედრის გზით. მხარეების ურთიერთ გაცნობასა და ხასიათების შეჯერებას აუცილელად თან უნდა ახლდეს მესამე პირი გოგოს მეურვეთაგან. ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ბრძანებს:

„კაცი უცხო ქალთან ისე ვერ განმარტოვდება, რომ მათთან მესამედ სატანა არ იყოსო.“ (თირმიზი; ალბანი, საჰიჰუ’ლ-ჯამი’, ჰ.ნ. 2165.)

შეხვედრა არც ისე ღია და საჯარო გარემოში არ უნდა მოხდეს, რაც შემდგომ მითქმა მოთქმისა და ჭორაობის საბაბი გახდება. ბიჭმა პირველ ეტაპზე თვითონ უნდა შეათვალიეროს გოგო, ისე რომ გოგოს მხარემ ეს არ იცოდეს. ეს იმისათვის, რომ თუ ბიჭი არ მოიწონებს, გოგომ და მისი ოჯახის წევრებმა დამცირებულად არ იგრძნონ თავი.

ძირითადად გავრცელებული ტრადიციის მიხედვით ბიჭის მხარე წამოაყენებს ხოლმე ხელის თხოვნისა და წორწინების წინადადებას. თუმცა მსგავსი წინადადების წამოყენება გოგოს მხარესაც შეუძლია.

აქვე მინდა დავესესხო თურქ თეოლოგს თალჰა იღითს და მისი სტატიიდან მოვიყვანო, რამდენიმე მუხლი, რომელიც კარგად გადმოგვცემს ასეთი შეხვედრების ზნეობრივ ჩარჩოებს:

1.      შეხვედრა სერიოზულად ოჯახის შექმნას უნდა ისახავდეს მიზნად.

2.                  გოგო ჩვეულებრივი, ყოველდღიური სამოსით უნდა იყოს შემოსილი. ზომიერება ყველა საქმეში აუცილებელი ნორმაა. არც ისლამში მიუღებელ ღია ჩასაცმელში უნდა გამოეწყოს და არც ისეთი ძალიან განიერი ჩასაცმელი არ უნდა ეცვას, რომელიც მთლიანად დაფარავს მის რეალურ გარეგნობას.

3.                  უნდა მოვერიდოთ ორი პიროვნების განმარტოვებას. ამისათვის მათთან მესამე პიროვნება უნდა იმყოფებოდეს, რომელთანაც ორივე თავისუფლად შეძლებენ საუბარს.

4.                  შეხვედრისას ბიჭს შეუძლია საფარველის გარეშე შეხედოს სახეზე, ხელებზე და ფეხებზე.

5.                  საუბარი ერთმანეთის ხასიათის გამოვლინებასა და მომავალში შეხმატკბილებული ოჯახის შექმნის შესაძლებლობის დადგენას უნდა ისახავდეს მიზნად. ერთმანეთის ხასიათის, ჩვევების, დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ ინფორმაციის გაცვლა აუცილებელია.

6.                  შეხვედრა ზემოთ ჩამოთვლილი ხასიათის გამოსავლენად საკმარისი დროით უნდა განისაზღვროს.  არ უნდა იყოს უსასრულოდ ხანგრძლივი და მრავალჯერადი, რაც საქმის სერიოზულობას გააქარწყლებს.

7.                  მხარეები საუბრისას გულწრფელები უნდა იყვნენ. მხოლოდ დადებითი მხარეების წინა პლანზე წამოწევა და უარყოფითების დამალვა არა ეთიკურია. განსაკუთრებით თუ რომელიმე მხარეს გადატანილი აქვს სერიოზული დაავადებები. მხარეებმა არ უნდა დაუმალონ ერთმანეთს თუ წარსულში ქორწინება ან ნიშნობა ქონდათ.[1]

ამ ყველაფრის შემდეგ მხარეები თუ შეთანხმდებიან მას თან მოყვება ნიშნობა, მეჰირი, ნიქაჰი და ქორწილი.

ალლაჰმა უკეთესად იცის!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

22.01.2016 ბათუმი

 



 [1] Talha Yiğit / Elifelif,  Evlilik Görüşmesi ve Adabı.


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol