Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

tmis shegebva haramia tu ara

თმის შეღებვა ჰარამია?

 
 
 

 

კითხვა: სალამ ალეიქუმ ვე რაჰმეთულლაჰი ვე ბერექათუჰ!

თმის შეღებვა ჰარამია?

პასუხი: ვე ალეიქუმ სალამ ვე რაჰმეთულლაჰი ვე ბერექათუჰ!

ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს.

ზოგადად თმის შეღებვა ჰარამი არ არის, პირიქით თმის მოვლა, მისი ჯანმრთელობის, სისუფთავისა და სილამაზისთვის ზრუნვა კარგი და მოსაწონი საქციელია. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ თმის შეღებვა ჰარამში გადაიზარდოს. მაგალითად საღებავი თუმის თუ წყალგაუმტარ ფენად ეკვრის, რაც ბანაობის დროს თმის ღერის დასველებას ხელს შეუშლის, მაშინ ასეთი საღებავით თმის შეღებვა ჰარამი იქნება. თუ ქალი თმას შეიღებავს, რათა საქვეყნოდ გამოფინოს მისი თმის სილამაზე და ამით სხვები მოხიბლოს, ესეც ჰარამია. მაგრამ ისეთი საღებავით შეღებვა, რომელიც თმას წყალგაუმტარ ფენად არ ეკვრის და თმის ღერის დასველებას ხელს არ უშლის დასაშვებია.

უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

04.05.2016 ბათუმი


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol