Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

zaglze sexeba abdess moslis tu ara

ძაღლზე შეხება აბდესს მოშლის?

 
 
 

კითხვა: ეს-სელამუ ალეიქუმ ვე ჰმეთულლაჰი ვე ბერექაათუჰ!

გავიგე რო რომელიაც მეჰების მიმდევრებს ზაღლზე ხელის გადასმა არ შეულიათ, ანუ ჰარამია და თუ გადაუსვეს აბდესი მოშლილი აქვთ. თუ გაქვთ ამ თემაზე ინფორმაცია და ჰადისები ან აიათები და თუ შეგიძლიათ ამიხსნათ თუ რომელი მეჰების მიმდევრებს ეხება ეს და რატო? წინასწარ დიდი მადლობა.

პასუხი: ვე ალეიქუმ სალამ ვე რაჰმეთულლაჰი ვე ბერექათუჰ!

ძაღლზე შეხება ან მასზე მოფერება აბდესს არ შლის. თუმცა ძაღლის ნერწყვი და ოფლი სიბინძურედ ითვლება, რომელსაც აუცილებლად გარეცხვა ესაჭიროება. ასევე სიბინძურის გადამტანია ძაღლის სველი ბეწვიც. თუმცა აბდესი ამ შემთხვევებშიც არ იშლება, მხოლოდ ჩასაცმელის გარეცხვა და ხელის დაბანაა საჭირო. მშრალ ძაღლზე შიშველი ხელით შეხების შემთხვევაში ხელის დაბანა საკმარისია, ხოლო მშრალი ძაღლი სამოსზე თუ შეგვეხო ეს არაფერს არ საჭიროებს, თუმცა მორიდება უკეთესია. ძაღლის შესახებ მეზჰებების შეხედულებები ასეთია:

ჰანეფი მეზჰების სწავლულთა აზრით: ძაღლმა სამოსზე რომ შეგეხოს ამით ნამაზის ლოცვა შეიძლება. თუმცა ძაღლის ნერწყვი და ოფლი ბინძურია. ჰანეფი მეზჰების მიხედვით ძაღლი თვითონ ბინძური არ არის, ამიტომაც მისი მცველად, მწყემსად ან მონადირედ გამოყენება ნებადართულია. თუ ჭურჭელში ტუჩი ჩაყო, იქედან რამე შეჭამა ან ალოკა ამ ჭურჭელს შვიდჯერ გარეცხვა ესაჭიროება. ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ბრძანებს:

„ძაღლმა თქვენი ჭურჭლიდან რამე რომ დალიოს შვიდჯერ გარეცხეთ იგი.“ (მუსლიმი და აჰმედი.)

„ჭურჭელი, რომელშიც ძაღლმა ტუჩი ჩაყო, შვიდჯერ გარეცხვით გასუფთავდება, რომელიც პირველად მიწით უნდა გაირეცხოს.“ (ბუხარი; მუსლიმი; აჰმედ ბინ ჰანბელი.)

მალიქი მეზჰების სწავლულთა აზრით: ძაღლი სუფთად ითვლება.

შაფი და ჰანბელი მეზჰების სწავლულთა აზრით: ძაღლის, ღორისა და მათგან ნამრავლის ნარჩენები და ოფლი ბინძურია. ამათგან დაბინძურებული ნივთები შვიდჯერ გარეცხვას საჭიროებს, მათგან ერთხელ მიწით უნდა გაირეცხოს.

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

14-10-2015 ბათუმი


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol