Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

manikurit namazis locva

შეიძლება თუ არა მანიკურით ნამაზის ლოცვა?  

 

კითხვა: ისლამი ფრჩხილებზე მანიკურით ნამაზის ლოცვას ნებას რთავს?


პასუხი: დიდება ალლაჰს!


ქალს შეუძლია სილამაზისთვის ფრჩხილებზე მანიკური წაისვას და ამ მდგომარეობაში ნამაზი შეასრულოს. აბდესის აღების შემდეგ წასმული მანიკური ნამაზისთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენს. თუმცა ფრჩხილის ლაქა თუ წყალგაუმტარია, ანუ ფრჩხილზე ცალკეულ ფენას წარმოქმნის და წყლის ფრჩხილზე მიღწევას აბრკოლებს, მაშინ მის მოუცილებლად აღებული დიდი და პატარა აბდესი ბათილია. ასეთ მდგომარეობაში როგორც აბდესია ბათილი ასევე ნალოცი ნამაზიც ბათილია.


ისლამის მეცნიერების კვლევისა და ფეთვას კომისიის სწავლულები ასე ამბობენ:


„ფრჩხილზე წასმული ლაქა თუ წყალგაუმტარი ნივთიერებაა, მაშინ მის მოუცილებლად აღებული აბდესი ბათილია. თუ ინას მსგავსი ნივთიერებაა, რომელიც ფრჩხილს მხოლოდ ფერს უცვლის, ცალკეულ ფენას არ წარმოქმნის და ფრჩხილის დასველებას არ აბრკოლებს, ასეთ მდგომარეობაში აღებული აბდესი მიღებულია.“ (ისლამის მეცნიერების კვლევისა და ფეთვას კომისია, ტ. 5; გვ. 218)


ალლაჰმა უკეთესად იცის.


 

წყარო: Islam Q&A

 

 

 

Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol