Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

mezobluri urtiertobebi

მეზობლურ ურთიერთობებში ჩვენი ვალდებულებები

 

დიდება ალლაჰს, რომელმაც მოგვცა ნება, რომ ასეთი ლამაზი დღე გვეხილა და მისი უნაკლო რწმენის შესახებ გვესაუბრა. ალლაჰის ლოცვა და სალამი მის შუამავალს, მის მეგობრებს, მის ოჯახის წევრებს და მთლიანად მის მიმდევრებს.

რამოდენიმე სიტყვით შევეცდები ვისაუბრო სოციალური ურთიერთობის ყველაზე გავრცელებულ ფორმისა და ყველაზე საფრთხილო თემის მეზობლობის შესახებ. მეზობლობა ეს იმ ტიპის სოციალური ურთიერთობის ფორმაა, რომ მეზობლის გარეშე ადამიანი ვერ ცხოვრობს ვეც ბარში და ვერც მთაში, ვერც ქალაქში და ვერც სოფელში. ადამიანს შეიძლება ძმა არ ჰყავდეს მაგრამ ის მაინც შეძლებს ცხოვრებას, მაგრამ თუ მას არ ეყოლება მეზობელი, ძალიან გაუჭირდება ცხოვრება.

ამ მიზნით გადავწყვიტე დღეს თქვენთან ამ თემაზე მესაუბრა, ოღონდ არა იმ გადმოსახედიდან, რასაც ტრადიცია და ადათ-წესები გვასწავლის, არამედ იმის შესახებ, თუ რას გვავალებს ისლამი. რა თქმა უნდა ქართველებს ძალიან კარგი ტრადიციები გვაქვს და არავის ჩამოუვარდებით მეზობლის თანადგომასა თუ სტუმართმოყვარეობაში, მაგრამ ჩვენ თუ ამ საკითხს შევხედავთ ისლამის გადმოსახედიდან, ჩვენ გვექმნება საშუალება ეს ლამაზი წესები და ჩვევები ღვთისმსახურებად ვაქციოთ. დიახ, ღვთისმსახურებად. თუ კი ჩვენ ამ ყველაფერს ღვთის სიყვარულით შევასრულებთ, ჩვენს მიერ გაღებული ყოველი კეთილი საქმე ღვთისმსახურებად ჩაგვეთვლება. თუ კი სამაგიეროს მხოლოდ ღვთისგან, მისი მადლისა და მისი კმაყოფილების სახით ველით, ყოველი საქმე ღვთის მსახურებაა. თუნდაც ეს კეთილი საქმე მეზობელთან მხიარული და მომღიმარი სახით შეხვედრა და მისალმება იყოს.

უზენაესმა ალლაჰმა ჩვენ დაგვყო ტომებად, ერებად და გვარებად, რათა გაგვეცნო ერთმანეთი და შეხმატკბილებულად გვეცხოვრა ამ ქვეყნად. რომელიმე ერი ან გვარი სხვაზე არაფრით უპირატესი არაა. ღვთის წინაშე ყველა ერთნი ვართ. ღვთის წინაშე უპირატესობა მხოლოდ რწმენითაა. ვინც უფრო მეტად მორწმუნე და მორჩილია ალლაჰს ის უფრო მეტად უყვარს მას. ალლაჰმა ჩვენი გულები ჩვენზე უკეთ იცის. ამის შესახებ ალლაჰი წმინდა ყურანში ასე ბრძანებს:

يَا أَيُّهَا النَّاسُ إِنَّا خَلَقْنَاكُم مِّن ذَكَرٍ وَأُنثَىٰ وَجَعَلْنَاكُمْ شُعُوبًا وَقَبَائِلَ لِتَعَارَفُوا ۚ إِنَّ أَكْرَمَكُمْ عِندَ اللَّهِ أَتْقَاكُمْ ۚ إِنَّ اللَّهَ عَلِيمٌ خَبِيرٌ

ჰოი ხალხნო! ჭეშმარიტად ჩვენ გაგაჩინეთ ერთი კაცისა და ერთი ქალისაგან და ერთმანეთი რომ გაგეცნოთ ტომებად და ოჯახებად გქმენით. უეჭველად, თქვენგან ალლაჰის წინაშე ყველაზე უფრო მეტი ჯილდოს მქონე, თქვენში ყველაზე უფრო ღვთისმოშიშია. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმცოდნე ბრძენია.“[1]

ღვიძლი ძმისა და ნათესავის მიმართ სიყვარული, მასთან კარგი ურთიერთობა ეს ყველასთვის ჩვეულებრივი რამეა, ეს ხომ ყველას ბუნებრივად თან ახასიათებს. როდესაც უცხო გვარის წარმომადგენელს მიიღებ ისე როგორც ძმას და მასთან შეხმატკბილებულად ცხოვრობ, ეს უკვე სულ სხვა რამეა.

عن عائشة رَضِيَ اللَّهُ عَنْها قالت: قالَ رَسولُ اللَّهِ صَلّى اللهُ عَلَيْهِ وَ سَلَّمَ: مَا زَالَ جِبْرِيلُ يُوصِينِى بِالْجَارِ حَتّى ظَنَنْتُ أنَّهُ سَيُوَرِّثْهُ.

წმინდააიშა (რ.ა.) გადმოგვცემს: ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) თქვა:

ჯიბრილ ანგელოზმა მეზობლის შესახებ იმდენი მელაპარაკა, რომ ვიფიქრე მეზობელი მოზობლის მემკვიდრედ უნდა აქციოსო.“[2]

უზენაესი ალლაჰი ასე ბრძანებს:

وَاعْبُدُوا اللَّهَ وَلَا تُشْرِكُوا بِهِ شَيْئًا ۖ وَبِالْوَالِدَيْنِ إِحْسَانًا وَبِذِي الْقُرْبَىٰ وَالْيَتَامَىٰ وَالْمَسَاكِينِ وَالْجَارِ ذِي الْقُرْبَىٰ وَالْجَارِ الْجُنُبِ وَالصَّاحِبِ بِالْجَنبِ وَابْنِ السَّبِيلِ وَمَا مَلَكَتْ أَيْمَانُكُمْ ۗ إِنَّ اللَّهَ لَا يُحِبُّ مَن كَانَ مُخْتَالًا فَخُورًا

თაყვანი ეცით ალლაჰს და ნუ შეუზიარებთ მას ნურაფერს. იყავით კეთილნი მშობელთა, ახლობელთა, ობოლთა, ღატაკთა, ახლო მეზობელთა, შორე მეზობელთა, გვერდში მდგომ მეგობართა, მგზავრთა და მათ მიმართ ვისაც ფლობს თქვენი მარჯვენა. ჭეშმარიტად ალლაჰს არ უყვარს ამაყი და ამპარტავანი.“[3]

აიათის პირველი ბრძანება ალლაჰისადმი თაყვანისცემაა, შემდეგ კი თანმიმდევრობით მშობლებისადმი კეთილი მოპყრობა ნათესავისადმი, ობლისადმი, ახლო და შორე მეზობლისადმი სიკეთეა. ჩვენი საუბრის თემიდან გამომდინარე ცოტა ამ უკანასკნელზე მინდა შევყოვნდე და რამოდენიმე სიტყვა ვთქვა. რას ნიშნავს შორე და ახლო მეზობელი? ისლამის სწავლულთა ერთი ნაწილი ამბობს რომ ახლო მეზობელი მუსლიმი მეზობელია ხოლო შორე მეზობელი არამუსლიმია. თუმცა ალლაჰი ორივეს მიმართ სიკეთეს გვიბრძანებსაიათში ნახსენებ შორე და ახლო მეზობელი არც პირდაპირი მნიშვნელობისგანაა შორს, რადგანაც სხვდასახვა ჰადისები ამაზე მოწმობს:

عن عائشة رَضِيَ اللَّهُ عَنْها قالت: قُلْتُ يَا رسولَ اللَّهِ: إنَّ لِي جَارَيْنِ فَإلَى أيِّهِمَا أُهْدِي. قالَ: إلى أقْرَبِهِمَا مِنْكَ بَاباً.

მორწმუნეთა დედააიშა (რ.ა.) გადმოგვცემს: „ერთ დღეს ალლაჰის შუამავალს (ს.ა.ს.) ვკითხე: მე ორი მეზობელი მყავს და საჩუქარი რომელს ვაჩუქოო? მან მიპასუხა: რომლის კარიც შენთან უფრო ახლოსააო.“[4]

როგორც ვალდებულებები ნათესაურ კავშირში ყველაზე ახლოდან ანუ მშობლისგან იწყება ასევე მეზობლურ ურთიერთობებშიც ვალდებულებები ყველაზე ახლოდან იწყება. ალბათ ზოგიერთ ჩვენგანს გვიჩნდება კითხვა რომ ყველაზე ახლოდან დაწყებული სადამდე ვრცელდება ჩვენი მეზობლური ვალდებულებებიო, რაც სავსებით ბუნებრივია. ამ კითხვაზე კვლავ მორწმუნეთა დედააიშა (რ.ა.) გვპასუხობს, რომ ყოველი ოთხი მხრიდან ორმოცი სახლი მეზობლად ითვლება. რადგან შუამავლისგან (ს.ა.ს.) გადმოცემულია სიტყვები:

اَلَا اِنَّ اَرْبَعينَ دَارًا جَارٌ

იცოდეთ რომ ორმოცი სახლი მეზობლად ითვლება.“

ამის შესახებალი (რ.ა.) ასე ამბობს: „ვისაც ჩვენი ხმა ესმის ისინი ყველა მეზობელია.“

მეზობელი მათ მიმართ ვალდებულებების მიხედვით სამ კატეკორიად შეიძლება დავყოთ. ამას ტაბერანი ჯაბირისგან (რ.ა.) გადმოგვცემს:

სამი სახის მეზობელი არსებობს: 1) მეზობელი რომლის მიმართაც ერთი სახის ვალდებულება გვეკისრება. ეს მუშრიქი მეზობელია. 2) მეზობელი რომლის მიმართაც ორი სახის ვალდებულება გვეკისრება. ეს მუსლიმი მეზობელია. 3) მეზობელი რომლის მიმართაც სამი სახის ვალდებულება გვეკისრება. ეს ისეთი მეზობელია, რომელიც მუსლიმია და თანაც ნათესავია.“

მუშრიქი (ურწმუნო, არამუსლიმი) მეზობლის წინაშე მეზობლური ვალდებულებები გვაკისრია, მუსლიმი მეზობლის წინაშე თან მეზობლური და თანაც მუსლიმის მიმართ არსებული ვალდებულებები გვაკისრია. ხოლო მეზობელი რომელიც მუსლიმია და თანაც ნათესავია, მის წინაშე მეზობლური, ნათესაური და სულიერი ვალდებულებეი გვაკისრია.

წმინდა წიგნითა და შუამავლის სუნნეთით მეზობლურ ურთიერთობას, რომ დიდი მნშვნელობა ენიჭება და დიდი სიფრთხილე გვმართებს ეს უკვე ვიცით. მოდით ახლა თითო თითო განვიხილოთ ის ვალდებულება-უფლებები რასაც ისლამი გვაკისრებს მეზობლის წინაშე:

1)      მეზობელი ჩვენგან უსაფრთხოდ უნდა გრძნობდეს თავს.

عن أبي هريرة رَضِيَ اللَّهُ عَنْه قال: قال رسُولُ اللَّهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ:لَا يَدْخُلُ الجَنّةَ مَنْ لَمْ يَأمَنُ جَارُهُ بَوَائِقَهُ.

ებუ ჰურეირა (რ.ა.) გადმოგვცემს ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) ასე თქვა:

სამოთხეში ვერ შევა ის ვისი მეზობელიც მისგან უსაფრთხოდ არ გრძნობს თავს.“[5]

სხვა გადმოცემის მიხედვით შუამავალმა (ს.ა.ს.) სამჯერ დაიფიცა: ალლაჰს ვფიცავარ მურწმუნე ვერ იქნება! ალლაჰს ვფიცავარ მურწმუნე ვერ იქნება! ალლაჰს ვფიცავარ მურწმუნე ვერ იქნება! როდესაც კითხეს თუ ვის გულისხმობდა მან უპასუხა: „ის ვისი მეზობელიც მისგან უსაფრთხოდ არ გრძნობს თავს.“

2) კეთილი ურთიერთობა უნდა ვიქონიოთ მასთან.

قال رسُولُ اللَّهِ صّلَّى اللهُ عَلَيْهِ وَ سَلَّمَ: مَنْ كَانَ يُؤمِنُ بِاللَّهِ وَالْيوْمِ الْآخِرِ فَلْيُكْرِمْ ضَيْفَهُ، وَمَنْ كَانَ يُؤمِنُ بِاللَّهِ وَالْيَوْمِ الْآخِرِ فَلْيُحْسِنْ إلى جَارِهِ، وَمَنْ كَانَ يُؤْمِنُ بِاللَّهِ وَالْيَوْمِ الْآخِرِ فَلْيَقُلْ خَيْراً أوْ لِيَسْكُتْ.

ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) თქვა: „ვისაც სწამს ალლაჰი და დღე უკანასკნელი, მან სტუმარს პატივი სცეს. ვისაც სწამს ალლაჰი და დღე უკანასკნელი, მან მეზობელს კეთილად მოექცეს. ვისაც სწამს ალლაჰი და დღე უკანასკნელი, მან ან კეთილი თქვას ან გაჩუმდეს.“[6]

ასევე შუამავალი (ს.ა.ს.) ერთ სხვა ჰადისში ასე ამბობს:

ალლაჰის წინაშე ყველაზე კარგი მეგობარი ისაა, ვინც ყველაზე კარგია მეგობრისათვის. ალლაჰის წინაშე ყველაზე კარგი მეზობელი ისაა ვინც ყველაზე კარგია მეზობლისათვის.“[7]

მუაზ ბინ ჯებელმა (რ.ა.) ალლაჰის შუამავალს (ს.ა.ს.) ჰკითხა თუ რა ვალდებულებები ეკისრა მეზობლის მიმართ. ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) მას ათი ვალდებულება ჩამოუთვალა:

3) მეზობელი გასაჭირის დროს შენგან ფულის სესხებას თუ ელის, შეძლებისდაგვარად უნდა ასესხო,

4) როდესაც დახმარებას გთხოვს, უნდა დაეხმარო,

5)  თუ კი ავად გახდება უნდა მოინახულო,

6) შეუძლოდ თუ შეიქმნება საქმე უნდა მოუგვარო,

7) თუ კი დაღარიბდება უნდა დაეხმარო,

8) სასიხარულო და კარგი ამბის გაგების შემთხვევაში უნდა მიულოცო,

9) თუ კი უბედურებას გადაეყრება უნდა მიუსამძიმრო,

10) თუ კი გარდაიცვლება მის ჯანაზაზე უნდა მიხვიდე,

11) მისი ნებართვის გარეშე მის სახლზე უფრო მაღალი სახლი არ უნდა აიშენო, რომელიც მისგან ნიავსა და მზეს დააბრკოლებს,

12) სახლში გაკეთებული საჭმლის სუნით არ უნდა შეაწუხო ან მასაც უნდა უწილადო. ერთი გადმოცემის მიხედვით ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) ებუ ზერ ალ-ღიფარის (რ.ა.) უთხრა: „ებუ ზერ! როდესაც საჭმელს გააკეთე წყალი მეტი უყავ და მეზობელს ნუ დაივიწყებ[8]

13) როდესაც ბაზარში ხილს იყიდი მეზობელსაც უნდა უწილადო, თუ ამას ვერ ახერხებ, მაშინ სახლში ისე უნდა შეიტანო რომ სხვამ არ დაინახოს. როდესაც ბავშვს მიცემ, ხილით ხელში გარეთ არ უნდა გაუშვა რომ მეზობლის ბავშვმა არ დაინახოს, ან იმასაც უნდა გაუგზავნო.

14) მეზობლის მიერ მოტანილი საჩუქარი რაოდენ პატარა არ უნდა იყოს მცირედ არ უნდა მივიჩნიოთ და მისი საჩუქარი უნდა მივიღოთ.

عن أبي هريرةَ رَضِيَ اللَّهُ عَنْه قال: قالَ رسُولُ اللَّهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَ سَلَّمَ: لَا تَحْقِرَنَّ جَاَرَةٌ لِجَارَتِهَا وَلَوْ فِرْسِنَ شَاةٍ.

ებუ ჰურეირა (რ.ა.) გადმოგვცემს ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) თქვა:

არცერთმა მეზობელმა ქალმა მეზობელი ქალისგან არაფერი მცირედ არ მიიჩნიოს, თუნდაც ეს იყოს ცხვრის ფეხი.“[9]

15) რაც საკუთარი თავისთვის გვსურს იგივე უნდა ვუსურვოთ მეზობელსაც.

ენესი (რ.ა.) გადმოგვცემს ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) თქვა:

ვფიცავ ალლაჰს, რომელსაც ხელთ უპყრია ჩემი სიცოცხლე, ვერავინ ვერ იქნება სრული მორწმუნე თუ იგივეს არ უსურვებს მეზობელს რაც საკუთარი თავისთვის სურს.“[10]

16) როდესაც მეზობელს შია და წყურია ჩვენ სახლში არხეინად ვერ წამოვწვებით.

იბნიაბბასის (რ.ა.) გადმოცემის მიხედვით ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) თქვა:

ვისაც მეზობელი მშიერი ყავს და თვითონ მაძღარს ძინავს ის ჩვენგან არ არის.“[11]

17) მეზობელი როდესაც სახლს იშენებს, ყველანაირად ხელი უნდა შევუწყოთ და მისთვის არაფერი არ უნდა დავიშუროთ. თუნდაც რომ საჭიროების შემთხვევაში მისი სახლიდან ჩვენი სახლის კედელზე ჭერის გადება ან ხარაჩოს მოწყობა ესაჭიროებოდეს.

عن أبي هريرة رَضِيَ اللَّهُ عَنْه قال: قال رسَولُ اللَّهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَ سَلَّمَ: لَا يَمْنَعْ أحَدُكُمْ جَارَهُ أنْ يَغْرِزَ خَشَبَةً في جِدَارِهِ

ებუ ჰურეირა (რ.ა.) გადმოგვცემს ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) თქვა:

რომელიმე თქვენგანმა მეზობელს საკუთარ კედელზე ჭერის გადება არ მოუშალოს.“[12]

18) ხანდახან შეიძლება მეზობელთან მცირე უთანხმოებაც მოგვიხდეს. ეს სოციალურ თანაცხოვრებაში ჩვეულებრივი რამეა, კამათი და უთანხმოება ხომ სახლში ძმებს შორისაც ხდება. თუმცა მორწმუნე მუსლიმანს არასოდეს ავიწყდება რომ ეს ქვეყანა გამოცდაა და მეზობლური ურთიერთობის ამ მონაკვეთშიც გამოცდაზე იმყოფება. მის ნებისყოფასა და რწმენაზეა დამოკიდებული თუ რამდენად წარმატებულად ჩააბარებს ამ გამოცდას. როგორც ყოველი გამოცდის ჩასაბარებლად შესაბამისი მზადყოფნაა აუცილებელი, ასევე ამ მორალურ გამოცდასაც აქვს თავისი სამზადისი, რაც ნამაზის, მარხვის, მოწყალების, კეთილის მოწოდებისა და ბოროტის აკრძალვის სახით გვხვდება შუამავალის უნაკლო სუნნეთში. ამის შესახებ ჰუზეიფე ბინ იემანი (რ.ა.) გადმოგვცემს:

عَنْ حُذَيْفَةَ ابْنُ الْيَمَانِ رَضِيَ اللهُ عَنْهُ، قَالَ سَمِعْتُ رَسُولُ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَ سَلَّمَ يَقُولُ: فِتْنَةُ الرَّجُلِ فِي أَهْلِهِ، وَ مَالِهِ، وَ نَفْسِهِ، وَ وَلَدِهِ، وَ جَارِهِ، يَكْفُرُهَا الصِّيَامُ وَ الصَّلَاةُ وَ الصَّدَقَةُ وَ الْأَمْرِ بِالْمَعْرُوفِ وَ النَّهْيِ عَنِ الْمُنْكَرِ.

გავიგონე ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ამბობდა: ადამიანის ოჯახის წევრებით, ქონებით, საკუთარი სულით, შვილით და მეზობლით გამოცდას მხოლოდ მარხვა, ნამაზი, მოწყალება, კეთილის მოწოდება და ბოროტის აკრძალვა გამოისყიდის.“[13]

აბუ ჰურეირა (რ.ა.) გადმოგვცემს: ერთი კაცი შუამავალთან (ს.ა.ს.) მოვიდა და მეზობელს უჩივოდა. შუამავალმა მას უთხრა: „წადი და მოითმინე.“ ამ კაცმა შუამავალთან (ს.ა.ს.) იგივე საჩივარით ორ-სამჯერ მოვიდა. შუამავალმა ამ ჯერად მას სახლიდან ბარგის გარეთ გამოყრა ურჩია. ამ კაცმა წავიდა და ასეც მოიქცა. გამვლელები ამ კაცს ბარგის ეზოსი გამოყრის მიზეზს ეკითხებოდნენ, ეს კაცი ყველას უხსნიდა მომხდარს. ამ ჯერად ხალხმა ამ უხეირო მეზობლის ლანძღვა დაიწყეს. მდგომარეობით შეწუხებულმა მეზობელმა ვეღარ გაუძლო და ბოდიშის მოხდით ხვეწნა დაუწყო ბარგი სახლში შეიტანე და აწი ჩემგან უსიამოვნო საქციელს ვეღარ დაინახავო.“[14]

19) მეზობელი თუნდაც რომ არამუსლიმი იყოს მის მიმართ სიკეთითა და პატივისცემით მაინც ვალდებულნი ვართ.

عن عمرو بن شعيب عن أبيه عن جده قال: ذُبِحَتْ شَاةٌ بْنِ عُمَرَ رَضِيَ اللَّهُ عَنْهما فقَالَ اَهْلِهِ: هَلْ أهْدَيْتُمْ مِنْهَا لِجَارِنَا الْيَهُودِيِّ؟ قَالُوا: لَا. قالَ: ابْعَثُوا لَهُ مِنْهَا، فإنِّي سَمِعْتُ رَسولَ اللَّهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَ سَلَّمَ يَقُولُ: مَا زَالَ جِبْرِيلُ يُوصِينِى بِالْجَارِ حَتّى ظَنَنْتُ أنَّهُ سَيُوَرِّثْهُ.

ამრ ბინ შუაიბი თავისი მამისგან ისიც ბაბუასგან (რ.ა.) გადმოგვცემს:

იბნი ომერის სახლში ცხვარი დაკლეს. ომერმა ოჯახის წევრებს კითხხა, ხორცი ებრაელ მეზობელს მიუტანეთ თუ არაო. როდესაც მას უპასუხეს არ მიგვიტანიაო. ომერმა მასაც გაუგზავნეთო უბრძანა და თან დასძინა:

მე შუამავლისგან (ს.ა.ს.) გავიგონე ამბობდა: ჯიბრილ ანგელოზმა მეზობლის შესახებ იმდენი მელაპარაკა, რომ ვიფიქრე მეზობელი მოზობლის მემკვიდრედ უნდა აქციოსო[15]

ასევე მუჯაჰიდი ამბობს: აბდულლაჰ ბინ ამრ ბინ ალ-ასთან ერთად ვიჯექით. ამ დროს აბდულლაჰ ბინ ალ-ასის მსახური ცხვარს ატყავებდა. აბდულლაჰმა მსახურს შესძახა: „საქმეს, რომ მორჩები ხორცის დარიგება ებრაელი მეზობლისგან დაიწყე.“ იქ მყოფთაგან ერთმა: „რბრაელიო? ალლაჰმა გამოგასწოროს და ჭკუა მოგცესო„ თქვა. ამაზე აბდულლაჰმა ასე უთხრა: მე ალლაჰის შუამავლის (ს.ა.ს.) მეზობლის შესახებ რჩევა მოვისმინე, ისე ლაპარაკობდა გვეგონა მეზობელს მეზობლის მემკვიდრედ დაადგენდა.“[16]

დიახ არამუსლიმ მეზობელს კეთილად უნდა მოვექცეთ ეს ყველაზე სამართლიანი საქმეა. სამართლიანნი კი ალლაჰს უყვარს. ამის შესახებ ალლაჰი ყურანში ასე ბრძანებს:

لَّا يَنْهَاكُمُ اللَّهُ عَنِ الَّذِينَ لَمْ يُقَاتِلُوكُمْ فِي الدِّينِ وَلَمْ يُخْرِجُوكُم مِّن دِيَارِكُمْ أَن تَبَرُّوهُمْ وَتُقْسِطُوا إِلَيْهِمْ ۚ إِنَّ اللَّهَ يُحِبُّ الْمُقْسِطِينَ

ალლაჰი თქვენ არ გიკრძალავთ კეთილ და სამართლიან მოპყრობას მათ მიმართ, ვინც არ გებრძვით თქვენი რჯულის გამო და არ გამოუყრიხართ სამშობლოდან. ჭეშმარიტად ალლაჰს სამართლიანნი უყვარს.“[17]

20) მეზობლის ნამუსზე შეხება დიდი ცოდვაა:

აბდულლაჰ ბინ მესუდი (რ.ა.) გადმოგვცემს: ალლაჰის შუამავალს (ს.ა.ს.) ვკითხრ თუ რომელი იყო ყველაზე დიდი ცოდვა ალლაჰის წინაშე, მან ასე მიპასუხა:

„ალლაჰზე თანაზიარის გაჩენა, რომელმაც შენ გაგაჩინა.“ ეს მართლაც ძალიან დიდიაო ვუთხარი. შემდეგ რომელია? „ბავშვის მოკვლა, იმის შიშით, რომ საკვებში შეგეზიარებაო„ მითხრა. შემდეგ რომელია? „მეზობლის ქალთან მრუშობაო“ მიპასუხა.[18]

როგორც ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ბრძანებს არცერთი სიკეთე მცირედ არ უნდა მივიჩნიოთ თუნდაც ეს მეგობართან მომღიმარი და მხიარული სახით შეხვედრა იყოსო. ასევე ვერცერთ უხამს საქციელს ვერ მივიჩნევთ მცირედ. რადგან ჩვენ არ ვიცით თუ რომელი ქმედება იქნება ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მატარებელი.

ებუ ჰურეირასგან (რ.ა.) გადმოცემის მიხედვით ალლაჰის შუამავალს (ს.ა.ს.) ჰკითხეს:

-ალლაჰის შუამავალო! ესა და ეს ქალი ღამეს ღვთის მსახურებაში ატარებს დღეს კი მარხვაში, მშრომელია და მოწყალებასაც გასცემს, თუმცა ენით მეზობელს აწუხებს. ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) უპასუხა:

-მას არანაირი სიკეთე არ გააჩნია, ის ჯოჯოხეთის მკვიდრია. საჰაბეებმა კვლავ ჰკითხეს:

-ესა და ეს ქალი მხოლოდ ფარძ ნამაზებს ასრულებს, გამოუხდელ ყველს მოწყალებად გასცემს და არავის არ აწუხებს. ამაზე შუამავალმა (ს.ა.ს.) უპასუხა:

-ეს ქალი სამოთხის მკვიდრია.“[19]

ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ერთ ჰადისში კიდე ასე ბრძანებს:

განკითხვის დღეს რამდენი მეზობელი მოვა, რომელბიც საკუთარ მეზობელს ჩაავლებს კისერში ხელს და იტყვის: ღმერთო! ამ კაცმა კარი ცხვირ წინ მომიხურა და ჩემთვის მცირეოდენი სიკეთე დაიშურაო.“[20]

ალლაჰი იყოს ჩვენი მფარველი, სიკეთე და ბედნიერება გვეთესოს მუდამ. უეჭველად ამ ქვეყნად კეთილის მთესველნი იმ ქვეყნადაც კეთილს მოიმკიან.

 

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

 



[1] სურა ჰუჯურათ, 49/13- აიათი.

[2] ბუხარი, ედებ 28; მუსლიმ, ბირრ 140, (2624); ებუ დავუდ, ედებ 132, (5151); თირმიზი, ბირრ 28, (1943).

[3] სურა ნისა, 4/36- აიათი.

[4] ბუხარი, ედებ 32, შუფ 3, ჰიბე 16; ებუ დავუდ, ედებ 132, (5155).

[5] ბუხარი, ედებ 29; მუსლიმ, მან 73, (46).

[6] ბუხარი, ედებ 31, 85, ნიქაჰ 80, რიყაყ 23; მუსლიმ, იმან 74, (47); ებუ დავუდ, ედებ 132, (5154).

[7] თირმიზი, . III, .. 2009.

[8] მუსლიმ, . VIII, .. 2625/142.

[9] ბუხარი, ედებ 30, ჰიბე 1; მუსლიმ, ზექატ 90, (1030); ტირმიზი, ველა 6, (2131).

[10] მუსლიმ, . I, .. 45/72.

[11] ბუხარი, ედებუ-მუფრედ, . I, .. 112.

[12] ბუხარი, მეზალიმ 20; მუსლიმ, მუსაყათ 36, (1609); მუვატტა, აყდე 32 (2, 745); ებუ დავუდ, აყდიე 1, (3634); თირმიზი, აჰქამ 18, (1353).

[13] ფთჰულ ბაარი, 2/8, მევაყითი სალათ, 252; მუსლიმ, 1/128, იმან, 144.

[14] აბუ დავუდ, 5153; ალ-ალბანი ამბობს, რომ ეს ჰადისი ჰასენ საჰიჰიაო.

[15] ებუ დავუდ, ედებ 132, (5152); თირმიზი, ბირრ 28, (1944).

[16] აბუ დავუდ, ედებ 132; თირმიზი, ბირრ 28.

[17] სურა მემთეჰინე, 60/8- აიათი.

[18] ბუხარი, 4477; მუსლიმი, 86, აჰმედ ბინ ჰანბელ, 4091; თირმიზი, 3182; ნესაი, 4113; აბუ დავუდ, 2310.

[19] ბუხარი, ედებუ-მუფრედ, . I, .. 119.

[20] ბუხარი, ედებუ-მუფრედ, . I, .. 111.


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol