Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

baraqiani gameebis shesaxeb

გამორჩეული ღამეების შესახებ

 
 
 


კითხვა: სალამ ალეიქუმ!

ზოგიერთი სწავლულები ძვირფას ღამეებს, მაგალითად ბარათის, ყადირის, მირაჯის და ა.შ. ბიდათს უწოდებენ. ასეთ დროს როგორ უნდა გავიგოთ სიმართლე, როგორ უნდა მოვემსახუროთ ამ ღამეებს და რა ადგილი უჭირავთ ისლამში?

პასუხი: ალეიქუმ სალამ!

ვადიდებ ალლაჰს ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს.

უეჭველად, ისლამის რელიგიას აქვს ორი ძირითადი წყარო, რომლის მიხედვითაც ხდება სხვადასხვა საკითხების სტატუსის დადგენა. ეს ორი წყარო არის ალლაჰის წიგნი და მისი შუამავლის სუნნეთი. ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) ვედა ხუტბაში ასე დაგვიბარა:

„მე თქვენ ორ ამანათს გიტოვებთ, სწორ გზას არ აცდებით სანამ მათზე მტკიცედ იქნებით ჩაჭიდებულნი. ესენი ალლაჰის წიგნი ყურანი და მისი შუამავლის სუნნეთია.“

ამიტომ ასეთ საკითხებში სიმართლის დასადგენად უნდა მივმართოთ ალლაჰის წიგნსა და მისი შუამავლის სუნნეთს, ასევე პირველი ოთხი თაობის მუსლიმთა ცხოვრებასა და მათ ნაშრომებს. რაც ამ წყაროებშია მოხსენებული მას ვერავინ ვერ უარყოფს. თუ ვინმე ამ წყაროებში არსებულ რამეებს ბიდათს უწოდებს, გვეცოდნება რომ ბიდათს თვითონ ღაღადებს; ხოლო ამ წყაროებში არ არსებული რამეების ბიდათად გამოცხადება ჭეშმარიტების მეტი არაფერია, რასაც ჭეშმარიტების მოყვარული ნებისმიერი ადამიანი დაეთანხმება.

თქვენს მიერ ჩამოთვლითაგან როგორც წმინდა და ბარაქიანი ღამე ასეთი, მხოლოდ ყადირის ღამეა, რომელიც წმინდა ყურანითაა დადგენილი:

„ყადირის ღამე ათას მთვარეზე უფრო ხეირიანია.“ (ყადრ, 97/3.)

ასევე ისტორიულად მნიშვნელოვან თარიღს წარმოადგენს მირაჯის ღამეც, რომლის დროსაც ანგელოზმა წმინდა მუჰამმედ შუამავალი (ს.ა.ს.) მექქადან იერუსალიმში გადაიყვანა და შემდეგ იქედან ზეცად ამაღლდა, სადაც შუამავალსა და უზენაეს ალლაჰს  შორის დიალოგი შედგა. ამის შესახებ წმინდა ყურანში ვკითხულობთ:

„ყოვლად უნდაკლოა ის, ვინც თავისი მსახური  (მუჰამმედი) ღამით მესჯიდი ჰარამიდან მისჯიდი აყსაში გადაიყვანა, რომლის შემოგარენიც დავლოცეთ, რათა მისთვის ჩვენი სასწაულებიდან გვეჩვენებინა. ჭეშმარიტად, იგია ყოვლის მსმენელი და მხედველი.“ (ისრა, 17/1.)

ვფიცავ, მან იგი (ანგელოზი ჯიბრილი) კიდევ იხილა სხვა ჩამოსვლაზეც. სიდრეთი-მუნთეჰასთან[1], რომლის მახლობლადაც არის სამოთხე მევა.[2] მაშინ, როდესაც ჰმოსავდა სიდრას ის, რაც ჰმოსავდა. (შუამავლისმზერა არც გამრუდებულა და არც ზღვარს არ გადასულა. ვფიცავ, მან იხილა თავისი უფლის ერთ-ერთი უდიდესი სასწაულთაგანი.(ნეჯმ, 53/13-18.)

ეს მოვლენა უზენაესი ალლაჰის ერთ-ერთი უდიდეს სასწაულთაგანი იყო, რომელიც მუჰამმედ შუამავლის  (ს.ა.ს.) შუამავლობას ადასტურებდა. თუმცა მიუხედავად ამისა არც მუჰამმედ შუამავალს (ს.ა.ს.) და არც მის საჰაბეებს ეს ღამე რაიმე განსაკუთრებულობით არ აღუნიშნავთ და ამ ღამისთვის რაიმე განსაკუთრებული ღვთისმსახურებაც არ დაუწესებია.

რაც შეეხება ბარათის ღამეს, ამის შესახებ შუამავლის (ს.ა.ს.) საჰიჰ სუნნეთსა და მისი საჰაბეების ცხოვრებაში ხელჩასაჭიდს ვერაფერს ვერ ვპოულობთ. ვერც ოთხი მეზჰების სწავლულთა ნაშრომებში ვერ ვპოულობთ დადებით შეფასებებს. ამიტომ უნდა გადავხედოთ შუამავლისა (ს.ა.ს.) და მისი თანამედროვეების ცხოვრებას, თუ როგორ ემსახურებოდნენ ამ ღამეებს და ჩვენც იგივენაირად უნდა მოვემსახუროთ. რადგანაც ჩვენ იმათზე უკეთესს ვერაფერს ვერ მოვიმოქმედებთ.

უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის.

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

04.05.2016 ბათუმი

 



[1] სიდრეთი-მუნთეჰა, არშის მარჯვნივ მყოფი ხე, რომელიც მატერიალურ და მეტაფიზიკურ სამყაროთა გასაყარს წარმოადგენს. ეს არის ბოლო წერტილი, რომლის მიღმა გადაადგილების ნება ანგელოზებსაც კი არააქვთ.

[2] ეს არის სამოთხის ერთ-ერთი სახეობა, სადაც განკითხვის დღემდე ანგელოზები, შაჰიდებისა და ღვთისმოშიშთა სულები იმყოფებიან.


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol