Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

marxvis dros sazgvargaret myofi

მარხვის დროს საზღვარგარეთ მყოფმა როგორ უნდა მოიქცეს?

 
 
 



კითხვა: მოგესალმები. მოგეხსენებათ თურქეთში როგორი დატვირთვა გვაქვს, იქ ნამდვილად ვერ ვმარხულობ. აქ რომ გადმოვდივარ ვანაზღაურებ. რას მირჩევთ როგორ მოვიქცე? რომ არ წავიდე კარგი იქნება მაგრამ სხვა გამოსავალი არ მაქვს.

პასუხი: სალამი.

ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს!

თქვენი იქ ყოფნის ხანგრძლივობა თუ არ აღემატება 15 დღეს, მაშინ თქვენ მგზავრად ითვლებით, რაც იმას ნიშნავს რომ შეგიძლიათ ისარგებლოთ მარხვის შეჩერების ნებართვით. შინ დაბრუნების შემდეგ კი გაცდენილ დღეებს მარხვით აანაზღაურებთ. როდესაც თქვენ განზრახული გაქვთ 15 დღეზე მეტი ხნით დარჩენა, ამ შემთხვევაში მგზავრის სტატუსით მხოლოდ დანიშნულ ადგილზე ჩასვლამდე ისარგებლებთ. დანიშნულ ადგილზე მისვლის თანავე მგზავრის სტატუსი შეგიჩერდებათ. თუ თქვენ სახლიდან წავლისას 15 დღის განმავლობაში უკან დაბრუნება გაქვთ გადაწყვეტილი, თუმცა გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო მოგიწევთ გადაჭარბება და ყოველ დღეს ელით საქმის მოგვარებასა და უკან დაბრუნებას, ასეთ სიტუაციაში ერთი თვე და უფრო მეტიც რომ დარჩეთ მაინც მგზავრის სტატუსში იმყოფებით.

ასე რომ თქვენი გადასაწყვეტია, რამადანის მთვარეში მხოლოდ 15 დღით წახვალთ სამუშაოდ, მძიმე სამუშაოსთან ერთად თან იმარხავთ თუ მოძებნით ისეთ სამუშაოს სადაც ორივეს ერთდროულად შესრულებას შეძლებთ. უზენაესი ალლაჰი მორწმუნეთა დამხმარეა მუდამ.

وَمَن يَتَّقِ اللَّهَ يَجْعَل لَّهُ مَخْرَجًا

ვისაც ალლაჰის შიში აქვს, ალლაჰი მას აუცილებლად გაუხსნუს გამოსავალს.(ტალაყ, 65/2.)

უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

18.06.2016 ბათუმი


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol