grzilze nemsis gaketeba marxbas moshlis
ღრძილზე ნემსის გაკეთება მარხვას მოშლის?

კითხვა: ანთებითი პროცესის დროს ღრძილებზე ნემსის გაკეთება მარხვას მოშლის?
პასუხი: ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს!
მარხვის დროს ნემსის გაკეთება მარხვას არ მშლის, თუნდაც რომ ნემსი ღრძილებზე გაიკეთოთ. მთავარია მკურნალობის პროცესში წამალი, წყალი ან სხვა რაიმე ნივთიერება არ გადაგეყლაპოთ. ნემსი თუ ვიტამინს ან მსგავსად ორგანიზმის მკვებავ და შიმშილის მიმართ გამძლეობის უნარის მატების ფუნქციას ატარებს, მაშინ ასეთი ნემსის გაკეთებით მარხვა მოიშლება. ნემსი თუ აღნიშნული ხასიათით არ ხასიათდება, მისი გაკეთება მარხვას არ მოშლის.
უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის!
თეოლოგი ნოდარ დავითაძე
29.05.2017 ბათუმი