Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

vedreba namazis shemdeg

ნამაზის შემდეგ საკითხავი ლოცვები  

اللَّهُمَّ رَبَّنَا وَرَبَّ كُلِّ شَيْءٍ أَنَا شَهِيدٌ أَنَّكَ أَنْتَ الرَّبُّ وَحْدَكَ لا شَرِيكَ لَكَ , اللَّهُمَّ رَبَّنَا وَرَبَّ كُلِّ شَيْءٍ أَنَا شَهِيدٌ أَنَّ مُحَمَّدًا عَبْدُكَ وَرَسُولُكَ , اللَّهُمَّ رَبَّنَا وَرَبَّ كُلِّ شَيْءٍ أَنَا شَهِيدٌ أَنَّ الْعِبَادَ كُلَّهُمْ إِخْوَةٌ , اللَّهُمَّ رَبَّنَا وَرَبَّ كُلِّ شَيْءٍ اجْعَلْنِي مُخْلِصًا لَكَ وَأَهْلِي فِي كُلِّ سَاعَةٍ فِي الدُّنْيَا وَالآخِرَةِ , ذَا الْجَلالِ وَالإِكْرَامِ , اسْمَعْ وَاسْتَجِبْ , اللَّهُ أَكْبَرُ الأَكْبَرُ , اللَّهُ نُورُ السَّمَاوَاتِ وَالأَرْضِ , اللَّهُ أَكْبَرُ الأَكْبَرُ حَسْبِيَ اللَّهُ وَنِعْمَ الْوَكِيلُ , اللَّهُ أَكْبَرُ الأَكْبَرُ

1ალლაჰ! უფლო ჩემო და უფალო ყოვლისაო, მოწმე ვარ, რომ შენ თანაზიარის არმქონე და ერთადერთი უფალი ხარ. ალლაჰ! უფლო ჩემო და უფალო ყოვლისაო, მოწმე ვარ, რომ მუჰამმედი შენი მსახური და შუამავალია. ალლაჰ! უფლო ჩემო და უფალო ყოვლისაო, მოწმე ვარ, რომ (შენი) მსახურნი ყველა ძმები არიან. ალლაჰ! უფლო ჩემო და უფალო ყოვლისაო, შენს მიმართ გულწრფელნი გვამყოფე მე და ჩემი ოჯახი ყოვლთვის ამქვეყანასაც და საიქიოშიც. დიადო და მოწყალეო! ისმინე და მიიღე (ჩემი ვედრება)! ალლაჰი დიდია, ალლაჰი უდიდესია. ალლაჰი შუქია ზეცისა და დედამიწის. ალლაჰი დიდია, ალლაჰი უდიდესია. ალლაჰი ჩემთვის საკმარისია ის რა კარგი მზრუნველია. ალლაჰი დიდია, ალლაჰი უდიდესია.[1]

 

2აბდულლაჰ ბინ ამრ ბინ ელ-აასისგან (..): ებუ ბექირ სიდდიყმა თქვა:

ალლაჰის შუამავალო! ისეთი ვედრება მასწავლეთ, რომელსაც ნამაზზე და სახლში ყოფნისასა აღვავლენ. ალლაჰის შუამავალმა (...) ასე უთხრა:

اَللَّهُمَّ إِنَّي ظَلَمْتُ نَفْسِي ظُلْمًا كَبِيرًا وَلَا يَغْفِرُ الذُّنُوبَ إِلَّا أَنْتَ فَاغْفِرْ لِي مَغْفِرَةً مِنْ عِنْدِكَ وَ ارْحَمْنِي إِنَّكَ أَنْتَ الْغَفُرُ الرَّحِيمُ.

ღმერთო! მე ნამდვილად დიდი უსამართლობა ჩავიდინე საკუთარი სულის წინაშე. შენს გარდა ცოდვების მპატიებელი არ არსებობს და მომიტევე მე შენი უსაზღვრო მოწყალებით და შემიბრალე მე. ჭეშმარიტად შენ მიმტევებელი და მოწყალე ხარ![2]



[1] იმამ ნესაი, ამელულ-იევმ ველ-ლეილე, გვ. 51 (.. 101); ებუ დავუდ, .. 1508, იბნუს-სუნნი, .. 112; ბეიჰაქი, ქითაბულ-ესმაა ვეს-სიფათ, გვ. 136. ისნადში მყოფი დავუდ ეთ-თაფავი სუსტი გადმომცემელია.

 

[2] იმამ ნესაი, ამელულ-იევმ ველ-ლეილე, გვ. 77 (.. 179); ეს ჰადისი საჰიჰია (სარწმუნო) და მას გადმოგვცემს იმამი აჰმედ ბინ ჰანბელი, ბუჰარი, მუსლიმი, თირმიზი და იბნი მაჯე.


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol