52 bidatia tu sunneti
52 ბიდათია თუ სუნნეთი?

კითხვა: მაინტერესებს მიცვალებულზე ორმოცდათორმეტის კითხვა რამდენად მიღებულია ისლამში?
პასუხი: ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს!
სამწუხაროდ ქართველ და თურქ მუსლიმებში გავრცელებულია მსგავსი ცრუ რიტუალი, რომელიც არც ყურანს და არც სუნნეთს არ ეფუძნება. ამ რიტუალის შესახებ ვერც ოთხი მეზჰების იმამთა ნაშრომებში ვერ ვპოულობთ ხელჩასაჭიდს. ამბობენ 52-ე ღამეს ძვალი და ხორცი ერთმანეთს შორდება და ამ დროს სხვადასხვა ლოცვების კითხვით მიცვალებულს ვეხმარებითო. საკვირველია ეს რომელმა ოპოფსისტმა დაასკვნა. ეს ფაქტორი გარემოსა და გეოგრაფიის მიხედვით ცვალებადია. მაგალითად ზაფხულის ცეხელ და ზამთრის ცივ დღეებში გვამი ერთნაირად არ იხრწნება. ეს პროცესები განსხვავებულად მოქმედებს გეოგრაფიული მდებარეობისა და მიწის ტენიანობის მიხედვით. ხანდახან ცხედარი წლების განმავლობაში უხრწნელი რჩება. ასეთი რამე ისლამს არ დაუდგენია. ეს არის ბიდათი, რომელსაც არ უნდა ვასრულებდეთ.
ალლაჰმა უკეთესად იცის!
თეოლოგი ნოდარ დავითაძე
31-10-2015 ბათუმი