Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

utavsafrod gadagebuli suratebi

წარსულში გადაღებულ უთავსაფრო სურათებს რა ვუყოთ?

 
 
 



კითხვა: მუსლიმ მანდილოსანს, რომელსაც ადრე გადაღებულ სურათებში თავსაფარი არ აფარია, ეს ცოდვად ჩაეთვლება?

პასუხი: ვადიდება ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს!

მუსლიმმა ქალმა თავსაფრის გარეშე გადაღებული სურათების ნახვის საშუალება უცხო პირებს არ უნდა მისცეს, რომლებთანაც თავსაფრის მოხდა ეკრძალება. ისლამის მიღებამდე, ან ისლამის მიმართ უგულისყუროდ ცხოვრების პერიოდში გადაღებული სურათების, რომლებიც სოციალური ქსელით ან სხვა გზით, სხვებისთვის ხელმისაწვდომი ხდება, ასეთი სურათების მიმართ პასუხისმგებლობების შესამსუბუქებლად შემდეგ ზომებს უნდა მივმართოთ:

Ø  უნდა მოინანიოთ,

Ø  უნდა ამოშალოთ სოციალური ქსელებიდან ან სხვა ვებ გვერდები, თქვენი სურათები.

Ø  ყველა ახლობელსა და მეგობარს უნდა თხოვოთ რომ, წაშალონ, გაანადგურონ ან დაგიბრუნოთ თქვენი უთავსაფრო სურათები, რომლებიც მათ გვერდზე, არქივში ან ალბომში იმყოფება.

Ø  ყოველგვარი ძალისხმევის მიუხედავად, თუ კი თქვენი უძლურობის გამო ვერ შეძლებთ ასეთი სურათების აღმოფხვრას, თქვენ სიტყვით, საქმითა და გულით უკმაყოფილებას უნდა ამჟღავნებდეთ ასეთი სურათების არსებობის გამო.

ამ ყველაფრის შემდეგ, რაც დარჩება თვენი ულამაზო წარსულიდან, რომელიც უკვე მრავალჯერ მოინანიეთ, ვიმედოვნებთ რომ უზენაესი ალლაჰი გაპატიებთ ან პასუხისმგებლობას შეგიმსუბუქებთ ასეთი ცოდვების მიმართ. რამეთუ ალლაჰი უსაზღვროდ მპატიებელია და იმაზე მეტს არ აკისრებს თავის მსახურებს, რაც მათ შეუძლიათ.

„არ დააკისრებს ალლაჰი არცერთ სულს იმის გარდა რაც მას შეუძლია.“ (ბაყარა, 2/286.)

„რომელნიც ამის შემდეგ მოინანიებენ და გამოსწორდებიან. რამეთუ ალლაჰი, უეჭველად, შემნდობია, მწყალობელია! (ნურ, 24/5.)

უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

30.05.2016 ბათუმი

 

 


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol