Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

samkaulebi romelzec allahis saxelia amotvifruli

სამკაულები, რომელზეც ალლაჰის სახელია ამოტვიფრული

 
 
 

 

კითხვა: ისეთი ბეჭდის ტარება თუ შეიძლება, რომელზეც ალლაჰის სახელია ამოტვიფრული?

პასუხი: ვადიდებ ალლაჰს, ვლპცავ და ვესალმები მის შუამავალს!

სამკაულებზე ალლაჰის სახელების ან წმინდა ყურანის აიათების ამოტვიფრა მოუწონარი საქმეა. ასევე არასასურველია ასეთი სამკაულების ტარებაც. ეს ყველაფერი არის სიწმინდეები, რომლებსაც ფაქიზად უნდა მოვექცეთ და სამკაულების, სამოსის თუ ინტერიერის გასალამაზებლად არ უნდა გამოვიყენოთ. ეს სიწმინდეები მხოლოდ ჩვენს გულებსა და მორალს უნდა ალამაზებდეს. ასეთი სიწმინდეების ასე უბრალო რამეებში გამოყენება ხელს უწყობს მათ გაუფასურებას და საზოგადოებაში უპატივცემულობის ჩამოყალიბებას. მაგალითად ასეთი ბეჭდით საპირფარეშოში შესვლა, მასზე ამოტვიფრული წმინდა ფრაზების მიმართ უპატივცემულობა და შეურაცხმყოფელობაა. თქვენ ყოველთვის ვერ შეძლებთ მის მოხსნას, რათა თავიდან აცილებული იქნას აღნიშნული სიწმინდეების უხამსო ადგილას მოხვედრა.

უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

11.12.2016 ბათუმი


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol