Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

vedrebisas xelebis magla aweva

ლოცვის დროს ხელებს რატომ აღვაპყრობთ მაღლა?

 
 
 



კითხვა: მუსლიმები როდესაც ღმერთს ვევედრებით ხელებს ცისკენ რატომ აღვაპყრობთ?

პასუხი: ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს!

ვედრების დროს ხელების მაღლა აღმართვა მუჰამმედ შუამავლის (ს.ა.ს.) სუნნეთია და იგი ვედრების ასრულების საბაბთა შორის ერთ-ერთია. ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ბრძანებს:

إِنَّ رَبَّكُمْ حَيِيٌّ كَرِيمٌ، يَسْتَحِي مِنْ عَبْدِهِ إِذَا رَفَعَ إِلَيْهِ يَدَيْهِ أَنْ يَرُدَّهُمَا صِفَرً

„ჭეშმარიტად, თქვენი ღმერთი უხვმოწყალეა, როდესაც მსახური მისკენ ხელებს აღაპყრობს, ის ამ ხელების უშედეგოდ მიბრუნებას რიდობს.“ (აბუ დავუდ, 1488; თირმიზი, 3556; იბნი მაჯე, 3865. ჰაქიმი დასძენს, რომ ეს ჰადისი საჰიჰია.)

ეჰლი სუნნეთის მრწამსის თანახმად უზენაესი ალლაჰი მაღლაა არშის ზემოთ, შესაბამისად ლოცვისა თუ ვედრების დროს ხელებს მაღლა აღვაპყრობთ და ღმერთს მივმართავთ. თემასთან დაკავშირებით ფრიად საინტერესო და სასარგებლო განმარტებას ვკითხულობთ იმამ აბუ ჰანიფას (რჰ.ა.) ერთ-ერთ წიგნში სახელად „ფიყჰუ’ლ-აბსატში:“

„იმამმა აბუ ჰანიფამ თქვა:

ვინც იტყვის - ჩემი გამჩენი ზეცაშია თუ სადაა არ ვიციო - ის ქაფირი გახდება. ასევე ვინც ამბობს - ალლაჰი არშზეა თუმცა არში ზეცაშია თუ დედამიწაზეა არ ვიციო - ისიც იგივენაირია.

ალლაჰზე ვედრების დროს ზევით მივმართავთ, ქვევით არა. რადგანაც ქვევით მყოფს რუბუბიეთისა და ულუჰიეთის თვისებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ჰადისებშიც ასეა გადმოცემული: „ერთმა კაცმა ალლაჰის შუამავალთან (ს.ა.ს.) შავკანიანი მონა ქალი მოიყვანა. ჩემზე მორწმუნე მონის გათავისუფლება ვაჯიბია და ეს ქალი რომ გავათავისუფლო საკმარისი თუ იქნებაო იკითხა. ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) ამ ქალს შენ მორწმუნე ხარო ჰკითხა. ქალმა დიახო უპასუხა. შუამავალმა (ს.ა.ს.) ალლაჰი სადააო ჰკითხ. ქალმა საჩვენებელი თითით ზეცისკენ მიუთითა. ამის შემდეგ ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) ამ კაცს ასე უთხრა: გაათავისუფლე, რადგანაც ის მორწმუნეა.“ (ჰადისს გადმოგვცემს მუსლიმი, მესაჯიდ 33; აბუ დავუდ, სალათ 167.)

უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

20.12.2016 ბათუმი


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol