Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

juma sagamos yuranis kitxva

ჯუმა საღამოს ყურანის კითხვა

 
 
 



კითხვა: სალამ ალეიქუმ!

მაინტერესებს რამდენად მისაღებია ყოველ ჯუმა  ღამეს  ოჯახში შეკრება და ყურანის კითხვა, კონკრეტულად იასინის კითხვა? ეს წესი ჩვენს ოჯახებში ტრადიციადაა ქცეული. აუცილებლად ჯუმა ღამეს შეკრება და კითხვა?

პასუხი: ვე ალეიქუმ სალამ ვე რაჰმეთულლაჰი ვე ბერექათუჰ!

ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს.

 

ყურანი წიგნია, რომელიც სამყაროთა გამჩენისგანაა ჩამოვლინებული და მასში სიცოცხლეს ვპოულობთ. ისაა ჩვენი ცხოვრების გზამკვლევი, სულების მკურნალი და ზნეობის ამმაღლებელი. საღამოობით ოჯახის წევრების ერთად შეკრება, ყურანის კითხვა, მისი მნიშვნელობის განხილვა და გამომდინარე თემებზე მსჯელობა რათქმაუნდა კარგი საქმეა. ღვთის წერილის კითხვაზე უკეთესი რა იქნება? არავითარ შემთხვევაში წინ არ აღუდგეთ ასეთ ტრადიციასა და ჩვევას. გახსოვდეს, რომ იმ ოჯახებში სადაც ასეთი ტრადიცია არ არის იქ ოჯახის ყველა წევრი სერიალებისა და მსგავსი სატელევიზიო პროგრამების საყურებლად იკრიბებიან და დროს უქმად ფლანგავენ.

თქვენ ალბათ შიშობთ რომ ეს ბიდათია. ზოგადად ყურანის კითხვა არავითარ შემთხვევაში არ არის ბიდათი, მის წასაკითხად ყოველი ინდივიდი თუ ოჯახი თავისუფალია, როცა მოესურვება მაშინ წაიკითხავს. მაგრამ ყურანის წასაკითხად მხოლოდ ჯუმა ღამის გამოყოფა და იმის მტკიცება, რომ ყურანი მხოლოდ ამ ღამეს უნდა ვიკითხოთ ან ამ ღამეს წაკითხული ყურანი სხვა ღამეებთან შედარებით უფრო მადლიანიაო არასწორია, რადგანაც შარიათში მსგავსი დაკონკრეტება არ მოგვეპოვება. ასევე იმის მტკიცებაც არასწორი იქნება, რომ, მხოლოდ იასინის სურა უნდა ვიკითხოთო. მუსლიმი ყურანის ყველა სურას უნდა კითხულობდეს და მის ბრძანებებს ცხოვრებაში უნდა ატარებდეს. ეცადეთ სხვა დღეებშიც იგივენაირად შეიკრიბოთ და ყურანის სხვა სურეებიც იკითხოთ, განიხილოთ მათი მნიშვნელობები და დაფიქრდეთ თუ რას გეუბნებათ ამა თუ იმ სურას ესა თუ ის აიათი და მისი ბრძანებები როგორ გაატაროთ პირად ცხოვრებაში. თუ შეძლებთ ყოველ ღამე მოაწყვეთ ასეთი შეკრება, რაც ანგელოზების ლოცვასა და უზენაესი ალლაჰის წყალობას შეგმატებთ.

ალლაჰმა უკეთესად იცის!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

15.10.2016 ბათუმი


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol