Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

romel dges unda daviwrat frchxilebi

რომელ დღეს უნდა დავიჭრათ ფრჩხილები?

 
 
 



კითხვა: ხალხში გავრცელებული რწმენის მიხედვით, ფრჩხილების დაჭრას დღეებს ურჩევენ და ზოგიერთ დღეს ფრჩხილის მოჭრას არასწორე საქციელად მიიჩნევენ, ასევე გამიგონია, რომ ღამით ფრჩხილების დაჭრა არ შეიძლებაო, ეს ყველაფერი სიმართლეს რამდენად შეესაბამება?

პასუხი: ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს!

ფრჩხილი, თითების ბოლოებზე მუდმივად მზარდი რქოვანი ფირფიტაა, რომელიც მოვლასა და ჰიგიენას საჭიროებს. ადამიანის ხელები, კონკრეტულად კი თითები ყველაზე პრაქტიკული ორგანოებია, რომლებიც ყველაზე ხშირად მივმართავთ ამა თუ იმ საქმის შესრულებისას. ადამიანის ორგანოებს შორის ხელის თითები პირველი ადგილი უჭირავს, რომელსაც ხშირი შეხება აქვს დაჭუჭყიანებულ გარესამყაროსთან და ასევე ერთადერთი ორგანოა, რომელსაც ხშირი შეხება აქვს პირთან და თვალთან. ასეთ სიტუაციაში დაუჭრელი ფრჩხილები მიკრობების გადატანის საუკეთესო საშუალებაა. ფრჩხილების დაჭრა ადამიანური ბუნების ნაწილია, რასაც გვასწავლის მუჰამმედ შუამავალი (ს.ა.ს.):

„ხუთი რამ ადამიანური ბუნების ნაწილია: წინადაცვეთა, კალთების გაწმენდა, ფრჩხილების მოჭრა, ულვაშების დამოკლება, იღლიების გაწმენდა.“ (ბუხარი და მუსლიმი.)

ვინაიდან მოუჭრელი ფრჩხილი ბაქტერიებისა და მიკრობების ბუდეს წარმოადგენს და დღის განმავლობაში მრავალჯერ გვიხდება თითების პირთან მიტანა, ვალდებულნი ვართ დაუყოვნებლივ დავიჭრათ ფრჩხილები და ხელის ჰიგიენა დავიცვათ. ისლამის შარიათში არანაირი არგუმენტი არ არსებობს, რომელიც ამა თუ იმ დღეს ფრჩხილის მოჭრას კრძალავდეს. განურჩევლად დღისა და დროის მონაკვეთისა ფრჩხილი, როგორც მიკრობის ბუდე უმალვე მოცილებას საჭიროებს.

ისლამის შარიათში ფრჩხილის, თმის და წვერის მოჭრა მხოლოდ ჰაჯობისა და უმრას რიტუალის დროს იჰრამში ყოფნისას არის აკრძალული, სხვა ნებისმიერ დღეს, დღისით თუ ღამით ფრჩხილის მოჭრა შეიძლება.

უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

14.05.2016 ბათუმი


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol