Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

mshoblis daumorchilebloba yvela shemtxvevashi codvaa

მშობლების დაუმორჩილებლობა ყველა შემთხვევაში ცოდვაა?

 
 
 

 

კითხვა: მშობლების დაუმორჩილებლობა ყველაფრის მიუხედავად ისჯება? მე თვითონ ქრისტიანულ ოჯახში დავიბადე და გავიზარდე, მიუხედავად მშობლების დიდი წინააღმდეგობისა ისლამი მივიღე და ალჰამდულილლაჰ მუსლიმი ვარ.

პასუხი: ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს!

ისლამი შვილებს მშობელთა მიმართ დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს. მათ მიმართ სულ მცირე უარყოფითი განწყობის ნიშნად „უჰ“ ან მსგავსი წამოძახილით შეპასუხებასაც კი გვიკრძალავს. შვილის მშობლის მიმართ დამოკიდებულებებს შემდეგი აიათები განსაზღვრავს:

„დაგიდგინათ თქვენმა გამჩენმა, რომ არ ეთაყვანოთ მის გარდა არავის და მშობელთა სიკეთე. თუკი შენს გვერდით ერთი რომელიმე ან ორივე მიაღწევს ხანდაზმულობას და ნუ ეტყვი მათ „უჰ!“ და ნუ გაუწყრებით, მათ (მხოლოდ) ტკბილი სიტყვა უთხარით. მათთვის მოწყალების ფრთები გაშალე და თქვი: ღმერთო! ისე შეიწყალე ისინი, როგორც მე აღმზარდეს პატარაობისას.“ (ისრა, 17/23-24.)

„და ვუანდერძეთ ადამიანს მშობელთა სიკეთე. ატარა იგი დედამისმა დიდი სირთულით და შობა იგი დიდი სირთულით.“ (აჰყაფ, 46/15)

და ვუანდერძეთ ადამიანს მშობლები მისი. ატარა იგი დედამისმა სირთულითა და გაჭირვებით. (დედამისისგან) განშორება ორი წელი გრძელდება; რათა მმადლობდე მე და შენს მშობლებს, (ბოლოს კი) ჩემთანაა მოსაქციელი. და თუ დაგაძალებენ, რომ ჩემ მოზიარედ ცნო ის, რისი ცოდნაც არ გაგაჩნია, მაშინ მათ ნუ დაემორჩილები. ხოლო ამქვეყნად საუკეთესო ფორმით იზრუნე მათზე და გაჰყევი მათ გზას, ვინც ჩემსკენ მოილტვის. შემდეგ კი ჩემთანაა თქვენი მოსაქციელი და მე გაცნობებთ იმას, რასაც აკეთებდით. (ლუყმან, 31/14-15.)

„და ვუანდერძეთ ადამიანს სიკეთე მშობელთათვის. თუ კი ისინი დაგაძალებენ, რომ შემიზიარო მე ის რისი ცოდნაც შენ არ გაგაჩნია, მაშინ ნუ დაემორჩილები მათ. (ბოლოს) ჩემთანაა მოსაქციელი და (მაშინ) გამცნობთ (ყველაფერს) რასაც (ამ ქვეყნად) აკეთებდით თქვენ.“ (ანქებუთ, 29/8.)

მოცემული აიათები ზოგადად მშობლების მიმართ სიკეთეს გვიბრძანებს და არ განასხვავებს მორწმუნესა და ურწმუნოს. იგივე აიათები ასევე გამორიცხავს ისეთ საკითხებში მორჩილებას, რაც არის ღვთის თანამოზიარეს აღიარება ან საერთოდ რჯულის უარყოფა. ისლამის წესების თანახმად რაც აკძალულია იმის ჩადენაში ან რაც სავალდებულოა იმის შეუსრულებლობაში პიროვნებებზე მორჩილება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ბრძანებს:

„არავითარი მორჩილება გამჩენის სიურჩეში ქმნილებების მიმართ.“ (ბუხარი (9/109, 4044, 6711, 6816) მუსლიმ (იმარეთ 39)

ამ ყველაფრის გათვალისწინებით შეგვიძლია მოკლედ ვთქვათ, რომ მუსლიმი ვალდებულია მშობელთა მიმართ სიკეთე და მორჩილება გამოიჩინოს, მიუხედავად იმისა მშობელი მუსლიმია თუ არა და მათ მიმართ სიურჩე ცოდვად ითვლება. გამონაკლისი მხოლოდ აკრძალული რამეების ჩადენაში ან სავალდებულო რამეების შეუსრულებლობაში დაუმორჩილებლობაა. ასეთი სიურჩე ცოდვად არ ითვლება.

უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის.

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

17.12.2016 ბათუმი

 

Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol