malamo an kremi marxvas moshlis
მალამო ან კრემი მარხვას მოშლის?

კითხვა: სალამი. მარხვის დროს კანზე სამკურნალო მალამოს წასმა შეიძლება თუ არა?
პასუხი: მოგესალმებით.
ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს!
მარხვის დროს თავისა და მუცლის არეში ღრმა ჭრილობაზე მალამოს ან სხვა საშუალებების წასმა მარხვას მოშლის, რადგანაც ეს ხელს უწყობს უცხო ნივთიერებების მუცელში მოხვედრას. დაუზიანებელ კანზე, ნაკაწრზე ან ზედაპირულ ჭრილობაზე მალამოს, კრემის ან სუნამოს წასმა მარხვას არ ავნებს.
უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის!
თეოლოგი ნოდარ დავითაძე
22.06.2016 ბათუმი