Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

marxvisas daviwyebit wama-sma

მომარხულემ დავიწყებით თუ ჭამა ან დალია

 
 
 

 

კითხვა: როგორ უნდა მოვიქცე თუ მარხვის დღეს დამავიწყდა და დავლიე რამდენიმე ყლუპი წყალი ან რამე მოვკბიჩე, შევწყვიტო მარხვა და სხვა დღეს ვიმარხულო?⁠⁠⁠⁠

პასუხი: ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს!

მომარხულეს თუ დაავიწყდება და რამეს შეჭამს ან დალევს, მან მარხვა არ უნდა შეწყვიტოს, გახსენებისთანავე უნდა შეწყვიტოს ჭამა-სმა, პირიდან გადმოაგდოს ლუკმა, პირი გამოივლოს და მარხვა გააგრძელოს. დავიწყების შედეგად მოსული უნებლიე შეცდომა მას არც ცოდვად ეთვლება, ეს არც მარხვას მოშლის და არც ამ დღის ანაზღაურებაა საჭირო. თემასთან დაკავშირებით ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ამბობს:

مَنْ نَسِيَ وَهُوَ صَائِمٌ فَأَكَلَ أَوْ شَرِبَ فَلْيُتِمَّ صَوْمَهُ فَإِنَّمَا أَطْعَمَهُ اللَّهُ وَسَقَاهُ.

„ვისაც მარხვისას დაავიწყდება და მიირთმევს ან დალევს, მან გააგრძელოს მარხვა, უეჭველად ალლაჰი აჭმევს და ასმევს მას.“ (მუსლიმ, სიამ, 33/1155; ბუხარი, სავმ, 26/1933.)

مَنْ أَفْطَرَ فِي شَهْرِ رَمَضَانَ نَاسِيًا فَلَا قَضَاءَ عَلَيْهِ وَلَا كَفَّارَةَ.

„ვინც რამადანის მთვარეში დავიწყებით მიირთვას რამე, მას არც იმ დღის მარხვით ანაზღაურება და არც შეცდომის გამოსასყიდი მოწყალების გაღება არ ესაჭიროება.“ (ჰაქიმ, 1569; იბნი ჰაზმ, 1990; იბნი ჰიბბან, 3521; დარეყუტნი, 2243. მუჰამმედ ნასირუდდინ ალ-ალბანი დასძენს რომ ეს ჰადისი ჰასენია. იხ. საჰიჰუ’ლ-ჯამი’, 6070.)

უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

29.05.2017 ბათუმი


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol