Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

shvilishvilze fitras micema

შვილიშვილზე ფითრა მიიცემა?

 
 
 

 

კითხვა: ბებიამ თავისი ფითრა შვილიშვილს, რომ მისცეს თუ შეიძლება?

პასუხი: ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს!

ფითრასა და ზექათის მოწყალების ან ქეფფარეთის[1] სავალდებულო მოწყალების მშობელზე, ბებია-ბაბუაზე, შვილებზე და შვილიშვილებზე მიცემა არ შეიძლება. ეს ჯაჭვი რამდენადაც ქვევით შვილიშვილების სახით ან ზევით ბებია-ბაბუების სახით წავა მდგომარეობა იგივეა. რადგანაც ბებია-ბაბუა და მშობლები ვალდებულნი არიან იზრუნონ თავიანთ შვილებზე და შვილიშვილებზე, გაჭირვების შემთხვევაში დაეხმარონ და უზრუნველყონ მათი მატერიალური საჭიროებებია; ასევე შვილები და შვილიშვუილებიც ვალდებულნი არიან იზრუნონ თავიანთ მშობლებზე და ბებია-ბაბუებზე, გაჭირვების შემთხვევაში დაეხმარონ და უზრუნველყონ მათი მატერიალური საჭიროებები. ასევე არ შეიძლება აღნიშნული სახეობის მოწყალების ცოლ-ქმარს შორის გადაცემა. ზემოთ ჩამოთვლილი ოჯახური თუ ნათესავური კავშირები საერთო ეკონომიურ ინტერესებს ჰბადებს. ასეთ წრეში აღნიშნული სავალდებულო მოწყალების გაცემა სხვა არაფერია თუ არა თანხის ერთი ჯიბიდან ამოღება და მეორე ჯიბეში ჩადება.

ფითრა, ზექათი და ქეფფარეთი უნდა მიეცეს ეკონომიურად ხელმოკლე პირებს, რომლებიც სავალდებულო მოწყალების გადამხდელთან აღნიშნული ხასიათის კავშირში არ იმყოფება.

უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

18.06.2017 ბათუმი

 



[1] ქეფფარეთი: მარხვისას დაშვებული შეცდომების, ფიცის გატეხის, ზიჰარის, ჰაჯობისას დაშვებული შეცდომების ან შემთხვევით კაცისკვლის შედეგად ჩადენილი ცოდვების საპატიებლად შარიათის მიერ ღვთისმსახურების ნიშნით დაწესებული მოქმედებები. წმინდა ყურანში სიტყვა „ქეფფარეთი“ ამ მნიშვნელობით ორ აიათშია მოხსენებული. (მაიდე, 5/89, 95.)

ა) რამადანის მთვარეში, ფარძი მარხვის დაცვისას, საპატიო მიზეზის გაერეშე შეგნებულად და საკუთარი ნებით მარხვის მომშლელს ქეფფაერთის სახით მონა/ტყვეს გამოსყიდვა და გათავისუფლება ევალება, თუ ამას ვერ შეძლებს მაშინ ორი თვე ზედიდ-ზედ უნდა იმარხოს, თუ ამასაც ვერ შეძლებს, მაშინ 60 ღარიბი დილითა და საღამოთი უნდა გამოკვებოს ან შესაბამისი თანხა უნდა მისცეს.

ბ) ზიჰარი, გულისხმობს იმ მდგომარეობას, როდესაც კაცი თავის ცოლს ან მისი ცოლის რომელიმე ორგანოს თავის დედას ან მის ორგანოს მიამსგავსებს, რომელიც მისთვის სამუდამოდ ჰარამია. ვინც ასე მოიქცევა მან ცოლთან კავშირის დამყარებამდე ქეფფაერთი უნდა გადაიხადოს.

გ) ჰაჯობისას ან იჰრამით შემოსილ მდგომარეობაში ჩაიდენს იმ დანაშაულს, რომელიც ამ მდგომარეობაში ცოდვად ითვლება, მაშინ ასეთ პიროვნებას დანაშაულის სიმძიმის მიხედვით ქეფფარეთი დაეკისრება.

დ) შეგნებულად დადებული ფიცის გატეხვის შემთხვევაში, ქეფფარეთის სახით 10 ღარიბის დილით და საღამოთი გამოკვება ან შემოსვაა საჭირო.

ე) ვისაც შემთხვევით კაცი შემოაკვდება, მან ერთი მონა/ტყვე უნდა გამოისყიდოს და გაათავისუფლოს. ვინც ამას ვერ შეძლებს, მან ორი თვე უწყვეტლივ უნდა იმარხოს. (ნისა, 4/92.)

 

Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol