Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

tvalis wvetebi marxvas moshlis tu ara

თვალის წვეთები მარხვას მოშლის?

<
 
 
 


თვალის წვეთები მარხვას მოშლის?

კითხვა: მე ვმუშაობ მშენებლობაზე. სამუშაოს დროს თვალში მტვერი ჩამიცვივდა, როს გამოც ექიმთან მომიხდა წასვლა. ექიმმა გამომიწერა თვალის წვეთები, რომლის გამოყენების შემდეგ ყელში საშინლად ვგრძნობ წამლის გემოს. არ ვიცი ეს როგორ ხდება, თუმცა ისე ვგრძნობ, რომ თითქოს თვალიდან ყელში ჩამივიდა წამალი. მაინტერესებს ამით მარხვა მოიშლება თუ არა? ბევრმა მითხრა ეგ მარხვას მოშლისო, რისგამოც შევწყვიტე წამლის გამოყენება თუმცა ექიმი წამლების გაგრძელებას მირჩევს. თუ შეგიძლიათ რომ მირჩიოთ როგორ მოვიქცე?

პასუხი: ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს!

უზენაეს ალლაჰს შევთხოვ, რომ შვება მოგცეთ და მალე გაგათავისუფლოთ აღნიშნული პრობლემისგან.

კონკრეტულად ჰანეფი მეზჰებისა და ზოგადად სწავლულთა უმრავლესობის აზრით თვალში ჩაწვეთებულმა წამალმა ყელში გემოც რომ დაგიტოვოთ მარხვას არ მოშლის. რადგანაც თვალიდან პირის ღრუსთან დამაკავშირებელი პირდაპირი არხი არ არსებობს. ამგვარი რამ მხოლოდ გაწოვის გზით ხდება ხოლმე. სწავლულები ამ საკითხში არგუმენტად ღებულობენ ჰადისებს, რომლებშიც გადმოცემულია, თუ როგორ იკეთებდნენ მომარხულე საჰაბეები თვალში სურმას[1], რომელის გემოსაც ხანდახან ყელში გრძნობდნენ თუმცა შუამავალი ამის ნებას მაინც რთავდა.

გამოცდილი ოფთალმოლოგებისგან მიღებული ინფორმაციით თვალში ჩაწვეთებული წვეთები ძალიან მცირე რაოდენობისაა. ანუ 1 მილილიტრის 1/20, რაც 50 მიკროლიტრს შეადგენს. აქედან გარკვეული ნაწილი თვალის დახამხამებისას გარეთ იღვრება, გარკვეული ნაწილი თვალში გაიწოვება და ძალიან მცირე დოზით ყელამდე თუ მიაღწევს, რომელიც მუცლის ღრუმდე ვერ აღწევს. ამ ინფორმაციის ფონზე თვალში ჩაწვეთებულმა წვეთებმა ყელში გემოც რომ მოგცეს მარხვას არ მოშლის.

ამ ყველაფერთან ერთად გულის დასამშვიდებლად შეგიძლიათ გაითვალისწინოთ შემდეგი რჩევები:

1.                  ექიმს რომ გგაესაუბროთ და თუ შესაძლებელი იქნება, წამლების მოხმარების საათები დღის ნაცვლად ღამის საათებში რომ გადაიტანოთ.

2.                  ქუთუთოებისა და ცხვირის ძირის შეერთების ადგილებს მსუბუქად თუ დაადებთ თითებს დაახლოებით ერთი წუთის ხანგრძლივობით, თქვენ შეზღუდავთ წამლის ცხვირში გაწოვებას და ის მთლიანად თვალში გაიწოვება. ამგვარად ძალზედ პრაქტიკული ხერხით შეძლებთ პრობლემის მოგვარებას.

3.                  როდესაც ყელში შეიგრძნობთ წამლის გემოს ეცადეთ ამ დროს ნერწყვი არ გადაყლაპოთ და გარეთ გადმოფურთხეთ.

უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

18.06.2016 ბათუმი



[1] სურმა / საოლავი: ერთგვარი რბილი ქვის ფხვნილი, რომელიც შეიცავს ლითონს, გააჩნია სამკურნალო და კოსმეტიკური დანიშნულება. ძველად ხმარობდნენ წარბებისა და წამწმების შესაღებად.


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol