Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

urtiertoba aramuslim mamastan

როგორი ურთირთობა უნდა გვქონდეს არამუსლიმ მამასთან?

 
 
 

 

 

კითხვა: ასალამ ალეიქუმ!

მამაჩემი საერთოდ არ ლოცულობს და ლოცვაც კი არ იცის. მე ვეუბნები ილოცეო თუმცა ის მპასუხობს არასდროს არ ვილოცებო. მას ისლამის არ სჯერა. როგორი ურთიერთობა უნდა მქონდეს მამასთან? რომ დავშორდე ცოდვა იქნება?

პასუხი: ვე ალეიქუმ სალამ ვე რაჰმეთულლაჰი ვე ბერექაათუჰ!

ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს.

უპირველესად ღმერთს შევთხოვ, რომ თქვენს მამას სწორი რწმენა და ისლამის ჭეშმარიტების შეცნობა უწყალობას. ღვთის შეწევნითა და წყალობით მალე მიეღოს ისლამი და კარგ მუსლიმად ეცხოვროს ამ ქვეყანაზე.

რაც შეეხება არამუსლიმ მშობელთან ურთიერთობის საკითხს, ისლამი შენ ამას არ გიკრძალავს. მუსლიმი ყოველთვის ვალდებულია მშობელთან კარგი ურთიერთობა იქონიოს, დააფასოს და დიდი მოწიწება გამოიჩინოს მის მიმართ, თუნდაც რომ არ იყოს მუსლიმი. შენ როგორც მუსლიმი ყველა შენი საქმითა და საქციელით უნდა იყო კარგი მაგალითი. კარგად უნდა შეიმოსო ისლამის ზნეობითა და მორალით, უნდა იყო პატიოსანი, მართალი და სანდო. რაც შენთვის საუკეთესო საშუალება იქნება, რომ არამუსლიმებს გააცნო შენი რელიგის ჭეშმარიტება, სილამაზე და სისპეტაკე. თუ კი ასე მოიქცევი ამით დაიმსახურებ მის ნდობასა და სიყვარულს, რაც უსათუოდ დაგეხმარება ისლამისკენ მოწოდების საქმეში. ამასთანავე ეცადე უფრო უკეთ და სიღრმისეულად გაეცნო შენს რელიგიას, რათა ამომწურავი და საინტერესო იყოს შენი პასუხები და მოწოდებები. არავითარ შემთხვევაში არ იყო უხეში, გამკიცხავი და დამცინავი. გახსოვდეს, რომ ყველაფერი ერთი ხელის მოსმით არ შეიცვლება და ზოგჯერ იმაზე მეტი დრო და მოთმინებაა საჭირო, ვიდრე ჩვენ გვგონია. როგორც უზენაესი ალლაჰი ბრძანებს, სიბრძნითა და კეთილი შეგონებით მოუწოდე:

اُدْعُ إِلِى سَبِيلِ رَبِّكَ بِالْحِكْمَةِ وَالْمَوْعِظَةِ الْحَسَنَةِ

მოუწოდე შენი უფლის გზისკენ, სიბრძნითა და კეთილი შეგონებით.“ (ნაჰლ, 16/125.)

ღმერთმა ურჩია მუსას عليه السلام, რომ ენატკბილი ყოფილი ფარაონის მიმართ, როდესაც მას ღვთის რწმენისკენ მოუწოდებდა:

اذْهَبَا إِلَى فِرْعَوْنَ إِنَّهُ طَغَى ﴿٤٣﴾ فَقُولَا لَهُ قَوْلًا لَّيِّنًا لَّعَلَّهُ يَتَذَكَّرُ أَوْ يَخْشَى ﴿٤٤﴾

მიდით ფარაონთან, რათა ის უკვე ზღვარს გადავიდა და მას უთხარით რბილი სიტყვა, ეგების რჩევა მიიღოს ან შიში იქონიოს.“ (ტააჰაა, 20/43-44.)

ისლამი მშობლების მიმართ ყოველთვის სიკეთეს გვიბრძანებს, თუნდაც რომ არ იყვნენ მუსლიმები. ეს როგორც ყურანისა და სუნნეთის მოწოდება ასევე პირველთაობის მართლმორწმუნე მუსლიმთა პრაქტიკული გამოცდილების ნიმუშია.

أَسْمَاءُ ابْنَةُ أَبِي بَكْرٍ -رضي الله عنها- قَالَتْ: أَتَتْنِي أُمِّي رَاغِبَةً فِي عَهْدِ النَّبِيِّ فَسَأَلْتُ النَّبِيَّ : آصِلُهَا؟ قَالَ: ‏"‏نَعَمْ‏."‏‏‏ قَالَ ابْنُ عُيَيْنَةَ: فَأَنْزَلَ اللَّهُ تَعَالَى فِيهَا: ‏﴿‏لاَ يَنْهَاكُمُ اللَّهُ عَنِ الَّذِينَ لَمْ يُقَاتِلُوكُمْ فِي الدِّينِ﴾‏

აბუ ბექირის ქალიშვილი ასმა رضى الله عنهما გადმოგვცემს:

შუამავლისდორს დედაჩემი ჩემთან სანახავად მოვიდა. მე ალლაგჰის შუამავალსვკითხე: მასთან ურთიერთობა გავაგრძელო? მან მითხრა: დიახო.“

ჰადისის გადმომცემმა იბნიუეინემ თქვა: ამ ამბის შესახებ ჩამოევლინა შემდგი აიათი: ალლაჰი თქვენ არ გიკრძალავთ კეთილ და სამართლიან მოპყრობას მათ მიმართ, ვინც არ გებრძვით თქვენი რჯულის გამო[1] (ბუხარი, ედებ, 7/5978; მუსლიმ, ზექათ, 14/1003; აბუ დავუდ, ზექათ, 35/1668.)

რაც შეეხება მასთან დაშორებასა და განცალკევებით ცხოვრებას, ეს თქვენს შორის არსებული ურთიეროთობის შეფასების შემდეგ უნდა გადაწყვიტო. თუ შენ მასთან ერთად შეგიძლია იცხოვრო ისლამის წესების დაცვით, არ გიწევს აკრძალულების დარღვევა ან აუცილებელი ღვთისმსახურებების გაცდენა, მაშინ შენ უარი არ უნდა თქვა მასთან ერთად ცხოვრებაზე. პირიქით უფრო მეტი ყურადღება, სიახლოვე და მოთმინება უნდა გამოიჩინო, რათა ეგებ შენი დახმარებით მან ჭეშმარიტებას ეზიაროს. ხოლო მასთან ერთად ყოფნით შენ თუ ჰარამის ჩადენა და სავალდებულო ღვთისმსახურებების გაცდენა მოგიწევს, მაშინ უმჯობესია მისგან შორს იყო და ცხოვრობდე ისე, როგორც მუსლიმს შეეფერება. ალლაჰის შუამავალიამბობს:

لاَ طَاعَةَ فِي مَعْصِيَةٍ، إِنَّمَا الطَّاعَةُ فِي الْمَعْرُوفِ.

არავითარი მორჩილება უკეთურებაში; მორჩილება მხოლოდ სიკეთეშია.“ (ბუხარი, ახბარუ-აჰად, 1/7257; მუსლიმ, იმან, 8/1840; აბუ დავუდ, ჯიჰად, 96/2625; ნესაი, ბაიათ, 34/4204.)

ასევე ძალიან კარგი მაგალითია სა ბინ აბუ ვაყყასის رضى الله عنهما თავგადასავალიც:

عَنْ سَعْدِ بْنِ أَبِي وَقَّاصٍ -رضي الله عنه- ، قَالَ: حَلَفَتْ أُمُّ سَعْدٍ أَنْ لاَ تُكَلِّمَهُ أَبَدًا حَتَّى يَكْفُرَ بِدِينِهِ وَلاَ تَأْكُلَ وَلاَ تَشْرَبَ.‏ قَالَتْ زَعَمْتَ أَنَّ اللَّهَ وَصَّاكَ بِوَالِدَيْكَ وَأَنَا أُمُّكَ وَأَنَا آمُرُكَ بِهَذَا.‏ قَالَ مَكَثَتْ ثَلاَثًا حَتَّى غُشِيَ عَلَيْهَا مِنَ الْجَهْدِ فَقَامَ ابْنٌ لَهَا يُقَالُ لَهُ عُمَارَةُ فَسَقَاهَا فَجَعَلَتْ تَدْعُو عَلَى سَعْدٍ فَأَنْزَلَ اللَّهُ عَزَّ وَجَلَّ فِي الْقُرْآنِ هَذِهِ الآيَةَ:‏ ﴿وَوَصَّيْنَا الإِنْسَانَ بِوَالِدَيْهِ حُسْنًا‏‏ وَإِنْ جَاهَدَاكَ عَلَى أَنْ تُشْرِكَ بِي‏ مَا لَيْسَ لَكَ بِهِ عِلْمٌ فَلَا تُطِعْهُمَا﴾ وَفِيهَا ‏﴿وَصَاحِبْهُمَا فِي الدُّنْيَا مَعْرُوفًا‏﴾

სა ბინ აბუ ვაყყასის رضى الله عنه გადმოცემის თანახმად, როდესაც სადმა ისლამი მიიღო დედამისმა გაუჯავრდა და უთხრა რომ, ხმას აღარ გასცემდა და ჭამა-სმასაც შეწყვეტდა, თუ ის არ უარყოფდა თავის სარწმუნოებას. მან სადს უთხრა: შენ ამბობ, რომ ალლაჰმა მშობლების მიმართ კეთილი მოპყრობა დაგავალა, თუ მართლაც ასეა, მე შენი დედა ვარ და მე გიბრძანებ ამას.“ როგორც სადი ამბობს, დედამისმა სამი დღე იშიმშილა და იმდონემდე მივიდა, რომ გონიც კი დაკარგა. ამის შედეგ მისმა მეორე ვაჟიშვილმა - რომელსაც უმარე ერქვა სახელად - მივიდა და წყალი დაალევინა. ქალი როდესაც გონს მოეგო სადს წყევლა დაუწყო. ამ ამბის შესახებ უზენაესმა ალლაჰმა ჩამოავლინა შემდეგი აიათი: და ვუანდერძეთ ადამიანს სიკეთე მშობელთათვის. თუ კი ისინი დაგაძალებენ, რომ შემიზიარო მე ის რისი ცოდნაც შენ არ გაგაჩნია, მაშინ ნუ დაემორჩილები მათ.“[2] და მათშორის იყო შემდეგი აიათიც: ამქვეყნად საუკეთესო ფორმით იზრუნე მათზე[3] (მუსლიმ, ფედაილუ საჰაბე, 5/1748.)

მასთან დაშორებამ და ცალკე საცხოვრებლად გადასვლამ მასთან ურთიერთობის მთლიანი გაწყვეტა არ უნდა გამოიწვიოს. ეს მხოლოდ იმისთვისაა ნებადართული, რომ დაიცვა საკუთარი რწმენა და შევძლო იმ წესების დაცვით ცხოვრება, რაც მუსლიმს შეეფერება. ამიტომ მას იმდენად უნდა დაშორდე, რამდენადაც ეს ამ წესების დასაცავად იქნება საკმარისი. სხვა დანარჩენ სიტუაციებში უნდა გააგრძელო მისი მოკითხვა, მონახულება, მის მიმართ სიკეთე, მზრუნველობა და პატივისცემა.

უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის.

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

24.07.2017 ბათუმი

------

 

[1] მუმთეჰინა, 60/8.

[2] ‘ანქებუთ, 29/8.

 

[3] ლუყმან, 31/15.


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol