Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

Sebindebisas bavsvebi saxlshi sheiyvanet

შებინდებისას ბავშვები სახლში შეიყვანეთ ჰადისი

 
 
 



კითხვა: მშვიდობა თქვენდა! ასეთი რამ გამიგია: თითქოს ადისებში წერია, რომ შებინდებისას, როცა უკვე ბნელდება, ყველა სახლებში უნდა შევიდეს, ვინაიდან ამ დროს ბოროტი სულები აქტიურდებიან. მე გუშინ ღამე შებინდებისას გარეთ ვიყავი და ვლოცულობდი, ღამე ცუდი სიზმრები დამესიზმრა და ეს ნათქვამი გამახსენდა. არის ასეთი მითითება ადისებში?

პასუხი: სალამი!

ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს.

ასეთი ჰადისი ნამდვილად არსებობს, რომელიც მზის ჩასვლის შემდეგ ბავშვების სახლში შეყვანას და ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოებისთვის ზოგიერთი ზომების მიღებას გვირჩევს:

ჯაბირისგან (რ.ა.) გადმოცემის მიხედვით ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) ბრძანა:

„მზის ჩასვლისა და სიბნელის ჩამოწოლის ანუ შებინდებისას, ბავშვებს გარეთ ნუ გაუშვებთ. რადგანაც სატანები ამ დროს გამოდიან და მოქმედებას იწყებენ. ღამით ბავშვები სახლებში შეიყვანეთ და კარები ჩაკეტეთ. კარის ჩაკეტვისას ბისმილლაჰ (ალლაჰის სახელით) თქვით. რადგანაც სატანა დაკეტილ კარს ვერ გახსნის. წყლის ჭურჭელს თავი დაახურეთ და ალლაჰის სახელი ახსენეთ. საჭმელებს თავი დაახურეთ და ალლაჰის სახელი ახსენეთ. ასევე ცეცხლი და ლამპებიც ჩააქრეთ და ისე დაიძინეთ.“ (ბუხარი, ეშრიბე 22.)

ამ ჰადისის განხილვისას თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ შუამავლის დროს ქუჩები განათებული არ იყო, ჩვენთვის იოლი გასაგები იქნება, რომ ბავშვისთვის ასეთი გარემო საფრთხის შემცველია. ბავშვის უსაფრთხოებაზე ზრუნვა დღეს უფრო მეტ ყურადღებას მოითხოვს ვიდრე მაშინ, მიუხედავად იმისა რომ დღევანდელი ქუჩები განათებულია, ბავშვისთვის უფრო მეტი საფრთხის შემცველია ღამით ქუჩაში უმეთვალყუროდ ყოფნა. აღნიშნული გაფრთხილება ძირითადად ბავშვებზე ამახვილებს ყურადღებს. საჭიროების შემთხვევაში ღამით სახლიდან გასვლასა და ქუჩაში გადაადგილებას არც შუამავალი (ს.ა.ს.) და არც მისი საჰაბეები არ ერიდებოდნენ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეს ჰადისი ზრდასრულ ადამიანს ღამით სახლიდან გასვლას არ უკრძალავს. შუამავლის რჩევები ყოველთვის უნივერსალურია, რაც აქტუალობას დღესაც არ კარგავს. ალლაჰის სახელით კარის ჩაკეტვა, სურსათზე თავის დახურვა, ცეცხლის ჩაქრობა და ისე დაძინება კი, ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის უსაფრთხოების ზომების მიღებასა და უზენაეს ალლაჰზე მინდობას გვასწავლის. რადგანაც თავდაუხურავ სურსათში შესაძლებელია მწერები ან მღრღნელები მოხვდნენ, რაც ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. თანამედროვე ცხოვრებაში ამ ზომებს მივიღებთ თუ სურსას კარადაში ან მაცივარში შევინახავთ. ცეცხლის ჩაუქრობლად დაძინება ხანძრის საფრთხეს შეიცავს, რაც ადამიანის სიცოცხლეს ემუქრება. თანამედროვე ცხოვრებაში ამ ზომებს მივიღებთ თუ ღუმელს ან სხვა გამათბობელ საშუალებებს ჩაქრობით, რომლებიც ხანძრის, მოკლე ჩართვის ან გაზის გაჟონვის საფრთხეს შეიცავს.

რაც შეეხება თქვენს სიზმარს, სიზმარზე ვერაფერს გეტყვით თუ რას ნიშნავს ან რამ გამოიწვია.

უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

19.05.2016 ბათუმი



Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol