Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

telyinis dros muslimuri saxeli

თელყინის დროს მუსლიმური სახელი აუცილებელი არ არის

 
 
 



კითხვა: მე ქრისტიანი ვიყავი, დიდიხანია უკვე რაც მივიღე ისლამი, ალჰამდულილლაჰ მუსლიმი ვარ. მყავს მუსლიმი ქმარი და შვილები. როგორც ვიცი და მასწავლეს თელყინის დროს დედის სახელის მოხსენება ხდება ხლომე და ჩემს შემთხვევაში დედის სახელის გამოყენება? გთხოვთ მიპასუხოთ მე 18 წელია მუსლიმი ვარ ღმერთს მადლობა.

პასუხი: დიდება ალლაჰს, რომელმაც ისლამის სწორ გზაზე დაგაყენათ და ამ ჭეშმარიტებას გაზიარათ. ჩვენთვის ასეთი ამბების მოსმენა ძალიან სასიხარულო და სასიამოვნოა.

რაც შეეხება თელყინის დროს დედის სახელის მოხსენებას, ამაში საპრობლემო არაფერია. თელყინი ნიშნავს შეხსენებას, შეგონებას და გულისხმობს მომაკვდავ ადამიანზე რწმენის დამამოწმებელი სიტყვების ანუ „არ არსებობს თაყვანსაცემი ღვთაება გარდა ალლაჰისა და მუჰამმედი მისი მსახური და შუამავალია“ სიტყვების შეხსენებას. ამ დროს მომაკვდავ პიროვნებას თავისი დედის სახელით მიმართავენ, მაგალითად აიშას ასულო მარიამ დაამოწმე, რომ არ არსებობს ღვთაება გარდა ალლაჰისა; ან აიშას ვაჟიშვილო მუჰამმედ და მსგავსად. ამ დროს დედის ან თვითონ მომაკვდავის სახელი არაბული იქნება, ქართული თუ სხვა რომელიმე ეთნოსისთვის დამახასიათებელი სახელი, ამას დიდი მნიშვნელობა არააქვს. ისლამი სახელზე უფრო პიროვნების სულიერებასა და ზნეობას აქცევს ყურადღებას. ისლამის სწავლების თანახმად მოუწანარ სახელებად მხოლოდ ის სახელები მიიჩნევა, რომლებიც ცუდი მნიშვნელობის მატარებელია ან კერპებისა და სხვადასხვა ცრუ რწმენების უკვდავყოფას ემსახურება.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ზოგიერთი სწავლულები სუსტ და ნაკლებად სანდო ჰადისებზე დაყრდნობით მიცვალებულის დაკრძალვის შემდეგ თელყინის დაძახებას მუსთეჰაბად მიიჩნევენ. თუმცა სწავლულთა უმრავლესობის აზრით ასეთი რამე ისლამის შარიათის მიერ დავალებული საქმე არ არის. რამე თუ მიცვალებულს ამქვეყანასთან კავშირი გაწყვეტილი აქვს, მას უკვე ცოცხლების აღარ ესმის, მისი სული უკვე ჩაბარდა უფალს და მიწის ზემოდან ჩაძახებული რწმენის დამამოწმებელი სიტყვები მას ვერფერს ვეღარ არგებს.

უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

02.06.2016 ბათუმი


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol