Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

nemsis gaketeba marxvas armoshlis

ნემსის გაკეთება მარხვას მოშლის?

 
 
 

კითხვა: სელამ ალეიქუმ! ნემსის გაკეთება მარხვას მოშლის?

პასუხი: დიდება ალლაჰს, სალამი და ლოცვა მის შუამავალს.

მარხვის დროს ნემსის გაკეთება მარხვას არ მოშლის იმ შემთხვევაში თუ ეს ნემსი არ შეიცავს ვიტამინს ან მსგავსად ორგანიზმის მკვებავ ნივთიერებებს. მარხვის ძირითადი პრინციპია ჭამა-სმის დათმობაა. კუნთში ან ვენაში ნემსის მეშვეობით შემავალი წამალი პირდაპირ კუჭში არ ხვდება, რის გამოც პირის გზით მიღებულ წამალს ან სხვა ნივთიერებებს არ ჰგავს. აქედან გამომდინარე ეს ჭამა-სმად არ ითვლება. მიუხედავად იმისა, რომ ჭამა-სმად არ ითვლება და ადამიანის კუჭში პირდაპირი გზით არ ხვდება, აქ გასათვალისწინებელია შემდეგი გარემოება, რომ წამალს არ უნდა ახასიათებდეს ისეთი მახასიათებლები, როგორებიცაა ვიტამინი, ორგანიზმის გამოკვება, შიმშილისა და წყურვილის გრძნობების მოხსნა ან ნაწილობრივ შემსუბუქება. ან კიდევ ორგანიზმზე შიმშილისა და წყურვლის გრძნობებზე გამკლავების უნარის შემატება. მსგავსი ტიპის ნემსები მარხვას მოშლის, რადგანაც მარხვის ძირითადი პრინციპი ამ გრძნობების საღამომდე მოთმინებით ატანაა. ასეთ სიტუაციაში განზრახვა (ნიეთი) არანაირ როლს არ თამაშობს, გინდ შეგნებულად შიმშილისა და წყურვილის გრძნობების შესამსუბუქებლად გაიკეთოს ეს ნემსები, გინდა ექიმის დანიშნულებით მკურნალობის მიზნით, მარხვა მაინც მოიშლება.

ასეთ მდგომარეობაში მყოფმა ყოველმა მუსლიმმა თავის მკურნალ ექმითან აუცილებლად უნდა გაიაროს კონსულტაცია და ზუსტად უნდა დაადგინოს ამ კონკრეტულ ნემსებს მსგავსი მახასიათებლები ხომარ ახასიათებს. თუ ექიმის მიერ დანიშნულ ნემსებში მსგავსი ფუნქციები აღინიშნება, ასევე ექიმთან კონსულტაციის შედეგად თუ შესაძლებელი იქნება ნემსის გაკეთების საათები დღის ნაცვლად შეცვლილი უნდა იქნეს ღამის საათებით. თუ ესეც შეუძლებელია და ექიმის მიერ დანიშნული კურსი გადაუდებელ აუცლებლობას წარმოადგენს, (გადაუდებელ აუცილებლობად ითვლება სიცოცხლის ან ჯანმრთელობის გაუარესების საფრთხე.) მაშინ ასეთმა პიროვნებამ აღნიშნული კურსის დასრულებამდე მარხვა უნდა გატეხოს და შემდგომში დღეში დღე მარხვით უნდა აანაზღაუროს. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს:

„ვინც ავად იყოს ან მგზავრი, ის გამოთვლილი (დღეები) სხვა დღეებში (აანაზღაუროს). ალლაჰს იოლი სურს თქვენთვის და არ სურს სირთულე თქვენთვის." (ბაყარა, 2/185.)

ნემსი, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილი თვისებების მატარებელი არ არის მარხვას არ მოშლის.

უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

16-06-2015 ბათუმი


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol