Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

rogor unda moikces kalma romelmac fexmzimobis gamo ver imarxa

როგორ უნდა მოიქცეს ქალმა, რომელმაც ფეხმძიმობის გამო ვერ იმარხა?

 
 
 

 

კითხვა: ფეხმძიმობის გამო ქალმა ვერ იმარხულა, შემდეგ ძუძუს აწოვებს ორ წლამდე, როგორ უნდა მოიქცეს ამ შემთხვევაში? მას ევალება თუ არა ყოველი გაცდენილი დღისთვის თითო ფითრას გადახდა? თუ ამ ფითრას გადაიხდის გაცდენილი მარხვები მაინც უნდა აანაზღაუროს?

პასუხი: ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს!

ფეხმძიმობა და მეძუძურობა ქალისთვის საპატიო მიზეზად ითვლება, ასეთი საპატიო მიზეზის მქონე ქალებს შეუძლიათ რამადანში მარხვა შეაჩერონ. ფეხმძიმობა და მეძუძურობა დროებითი საპატიო მიზეზებია, ანუ გარკვეული დროის შემდეგ ყველაფერი ჩვეულ დინაბას დაუბრუნდება. ასეთი საპატიო მიზეზების დასრულების შემდეგ, მორწმუნე ვალდებულია მარხვით აანაზღაუროს ის დღეები, რომლებიც საპატიო მიზეზის გამო ვერ იმარხულა, თუნდაც რომ მას შემდეგ რამდენიმე წელი იყოს გასული. ამიტომ მან საპატიო მიზეზის გასვლის შემდეგ გაცდენილი დღეები უნდა იმარხულოს. ანაზღაურებისას მას შეუძლია ერთი თვე უწყვეტლივ ან დროგამოსვებით ნაწილ ნაწილ იმარხულოს.

რაც შეეხება ყოველ გაცდენილ დღეზე თითო ფითრას გადახდის საკითხს, ეს მხოლოდ მაშინ არის აუცილებელი, როდესაც საპატიო მიზეზი მუდმივია და მისი დასრულების შანსი ან იმედი აღარ არსებობს. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახდილი ფითრა მას ვერ იხსნის მარხვის ვალდებულებისგან.

უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის.

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

01.06.2017 ბათუმი


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol