Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

mkurnalobis miznit marxvis moshla

მკურნალობის მიზნით მარხვის მოშლა?

 
 
 

კითხვა: სალამ ალეიქუმ! კუჭზე პრობლემების გამო ექიმს მივმართე, სადაც ზონდის გადაყლაპვა დამჭირდა, რათა კუჭის დათვალიერება მომხდარიყო. სახლში რომ მოვედი ცოტა წყალიც დავლიე. ვიცი მარხვა მოიშალა, თუმცა მაინტერესებს რამდენი დღე უნდა ვიმარხო ამისათვის?

პასუხი: ალეიქუმ სალამ!

ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს.

ზონდის გადაყლაპვიმთ რათქმაუნდა მარხვა მოიშლება. მარხვის მოშლის მიუხედავად საღამომდე თუ ჭამა-სმისგან თავი შეიკავეთ სწორედ მოქცეულხართ, რადგანაც ასეთი საქციელი რამადანის ამ მადლიანი დღეების და მომარხულე ხალხის მიმართ პატივისცემაა. რაც შეეხება ამ დღის ასანაზღაურებლად, თქვენ მხოლოდ ერთი დღის მარხვა გეკისრებათ. რადგანაც თქვენი ეს საქციელი მიზნად ისახავდა მკურნალობასა და მომავალში მოსალოდნელი უფრო დიდი პრობლემების თავიდან აცილებას. ცოდვის გამოსასყიდად დამატებითი დღეების მარხვა მხოლოდ იმ შემთხვევაშია სავალდებულო, როდესაც კაცი სიზარმაცის ან სხვა მსგავსი გაუმართლებელი მიზეზის გამო მოშლის მარხვას.

უზენაეს ალლაჰს შევთხოვ, მიიღოს თქვენი ღვთისმსახურება, დაგიბრუნოთ ჯანმრთელობა და გაგაძლიეროთ!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

25.06.2016 ბათუმი


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol