Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

nietis enit warmotkma

ნიეთის ენით წარმოთქმა

 
 
 



კითხვა: ნამაზის წინ ნიეთის ენით წარმოთქმა აუცილებელია?

პასუხი: ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს!

ნიეთი ლექსიკონური მნიშვნელობით განზრახვას ნიშნავს. შარიათის მიხედვით ნიეთი ალლაჰთან დაახლოების მიზნით რომელიმე ღვთისმსახურების შესასრულებლად გადაწყვეტილების მიღებაა.[1] ნამაზის წინ ნიეთი ანუ ნამაზის შესასრულებლად განზრახ, გააზრებულად და შეგნებულად დადგომა ფარძია. მეზჰებთა სწავლულები ერთხმად თანხმდებიან, რომ ნიეთის ადგილი გულია. ანუ მორწმუნემ გულით უნდა განიზრახოს ამა თუ იმ ღვთისმსახურების შესრულება. ოთხივე მეზჰების სწავლულები აღიარებენ, რომ ნიეთიე ენით წარმოთქმა - მე განვიზრახე ღმერთის ხათრისთვის ამა და ამ ღვთისმსახურების შესრულება - აუცილებელი არ არის. ნიეთის ენით წარმოთქმას ზოგიერთი შემდგომ პერიოდის სწავლულები მენდუბად ან მუსთეჰაბად აფასებენ იმ შემთხვევაში თუ პიროვნება გულიდან ვერ იშორებს ეჭვებს - ვაი თუ არასწორედ განივხატე ნიეთიო.[2]

ნიეთის ენით წარმოთქმის შესახებ იბნი ყაიიმ ალ-ჯევზი (რჰ.ა.) „ზადუ’ლ-მეადში“ ფრიად საინტერესო და სასარგებლო განმარტებას აკეთებს:

„ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ნამაზის დაწყებისას - „ალლაჰი აქბარ“ - ამბობდა. ამაზე წინ არაფერს არ ამბობდა, ანუ ნიეთს ენით არ წარმოთქვამდა. ის - ალლაჰის ხათრით ამა და ამ ნამაზის ოთხმუხლიანი ფარძის სალოცავად ყიბლისკენ ვდგები და ჩემი მიმდევრების იმამი ვხდებიო - ან - მივყე მზად მყოფ იმამსო - არ ამბობდა. არც ასე ამბობდა: „დროის ნამაზს ვასრულებ“, „გავლილ ნამაზს ვასრულებ“, „დროის ფარძს ვლოცულობო.“ ამ ბიდათი შესახებ შუამავლისგან (ს.ა.ს.) არც საჰიჰის, არც სუსტის, არც მუსნადის და არც მურსელის სახით არავის არ გადმოუცია რამე. მისი საჰაბეებისგანაც კი რომელიმე მათგანის მსგავსი ერთი სიტყვაც არ არის გადმოცემული. ეს არც თაბიინს და არც ოთხ იმამს (აბუ ჰანიფე, მალიქ, შააფიი, აჰმედ ბინ ჰანბელ) არ მოუწონიათ. მხოლოდ იმამი შააფიის (რჰ.ა.) - „ნამაზი, მარხვის მსგავსი არ არის. მას ზიქრის გარეშე ვერავინ დაიწყებს.“ - სიტყვებმა შემდგომი პერიოდის სწავლულები[3] შეცდომაში შეიყვანა და იფიქრეს, რომ ნამაზის წინ ზიქრი ნიეთის წარმოთქმა იყო. თუმცა იმამი შააფიი (რჰ.ა.) ზიქრში ნამაზის საწყის თაქბირს გულისხმობდა. როგორ შეიძლება იმამ შააფიის მუსთეჰაბად ჩაეთვალა ისეთი რამე, რაც ალლაჰის შუამავალს (ს.ა.ს.) არცერთ ნამაზზე არ გაუკეთებია ან მუსთეჰაბად ჩაეთვალა ის, რასაც არ ასრულებდნენ მის ხალიფეები და საჰაბეები?! ამ თემასთან დაკავშირებით მათი დამოკიდებულება და მოქმედება ცხადია. თუ ვინმე მათგან მსგავსი საქციელის დამადასტურებელ არგუმენტს მოიყვანს, ჩვენ მას დავეთანხმებით და დიდი სიამოვნებით მივიღებთ. მათ გზაზე უფრო უკეთესი გზა არ არსებობს. შარიათის დამდგენი მუჰამმედის (ს.ა.ს.) სწავლებების გარდა სხვა რამ სუნნეთი ვერ იქნება.

ის ნამაზის დაწყებისას „ალლაჰუ აქბარის“ გარდა სხვა არაფერს ამბობდა. მისი ჩვევა ასეთი იყო. არც არაფერია გადმოცემული, რომ მას ამის გარდა სხვა რამ ეთქვას.“[4]

როგორც ვხედავთ ნიეთი გულით უნდა შესრულდეს და არა ენით. ვინც გულითაც განიზრახავს და ენით იგივეს გაიმეორებს, მისი ნიეთი ნიეთად ჩაითვლება, თუმცა უმჯობესი მხოლოდ გულით კმარებაა, რადგან შუამავალი და მისი საჰაბეები ასე იქცეოდნენ. თუ გული ერთს განიზრახავს და ენა მეორეს ამბობს, ამ შემთხვევაში მთავარი ის არის თუ რა განიზრახა გულმა, ენით წარმოთქმულს ყურადღება არ მიექცევა, რადგანაც ნიეთის ადგილი გულია და ენას გადამწყვეტი როლი არ მიუძღვის.

უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

02.11.2016 ბათუმი

 



[1] Prof. Dr. Vehbe Zuhaylî, İslam Fıkıh Ansiklopedisi, C. I, s. 480.

[2] ვესვესეს შემთხვევაში ნიეთის ენით წარმოთქმის მენდუბობაზე ან მუსთეჰაბობაზე იხ. Prof. Dr. Vehbe Zuhaylî, İslam Fıkıh Ansiklopedisi, C. I, s. 482-486; Abdurrahman el-Cezerî, Dört Mezhebin Fıkıh Kitabı, C. I, s. 185-186.

[3] იმამი შააფიი (რჰ.ა.) ამბობს: ნიეთი ნამაზის ფარძია. მისი ადგილი გულია. მეზჰების სწავლულთაგან ერთ-ერთმა - „ენით წარმოთქმის გარეშე ნიეთი სრულყოფილი არ არისო“ - თქვა, რაშიც შეცდა. ამ სიტყვას არანაირი ღირებულება არ გააჩნია. იხ. Seyfüddin Ebu Bekr Muhammed b. Ahmed eş-Şâsî el-Kaffâl (V. 507/1113); Hılyet’ul Ulemâ fî Ma’rifeti Mezâhibi’l-Fukahâ, C. II, s. 70 Ammân, 1980. იმამი ნავავი (რჰ.ა.) ამბობს: სწავლული, რომელიც ამ საკითხში შეცდა, ეს იყო მავერდი. იხ. el-Mecmû, C. III, s. 243.

[4] İbn Kayyım el-Cevziyye, ZÂDU’L-MEÂD, C. I, s. 187-188.


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol