Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

ramadanshi satana dabmulia

რამადანში სატანა დაბმულია?

 
 
 

 

  კითხვა: სალამ ალეიქუმ!

როგორც ერთ ერთ ჰადისშია გადმოცემული, რამადანის მთვარეში ეშმაკი დაბმულიაო, როგორ გავიგოთ ეს მდგომარეობა?

პასუხი: ვე ალეიქუმ სალამ ვე რაჰმეთულლაჰი ვე ბერექათუჰ!

ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს.

აბუ ჰურეირა (რ.ა.) გადმოგვცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) თქვა:

اِذَا جَاءَ رَمَضَانُ فُتِّحَتْ اَبْوَابُ الْجَنَّةِ وَ غُلِّقَتْ اَبْوَابُ النَّارِ وَ صُفِّدَتِ الشَّيَاطِينُ.

რამადანი რომ დადგება სამოთხის კარები გაიღება, ჯოჯოხეთის კარები ჩაიკეტება და სატანები ჯაჭვით დაებმებიან.“[1]

აღნიშნულ ჰადისს ისლამის სწავლულები შემდეგნაირად ნმარტავენ:

მუჰამმედ ბინ სალიჰ ალ-‘უსეიმინი:

„ამ ჰადისში უპურველეს ყოვლისა ღვთისმოსავის წახალისების მიზნით სამოთხის კარები იხსნება, რათა ნამაზი, მოწყალება, ზიქრი, ყურანის კითხვა და მსგავსი ღვთისმსახურებები გაახშიროს.

მეორე საკითხი არის ჯოჯოხეთის კარების დაკეტვა, რაც რამადანის მთვარეში ცოდვების ჩადენის შემცირების შედეგია.

მესამე საკითხი არის სატანების ჯაჭვით დაბმა. ანუ ამ დროს ყველაზე უფრო აქტიური სატანების დაბმა ხდება, რასაც სხვა გადმოცემიდან ვსწავლოთ. ყველაზე აქტიური სატანები ისინი, არიან ვინც ყველაზე მეტად მტრობს ადამიანს. დაბმაში იგულისხმება, მათი ხელების შეკვრა, რის გამოც სხვა დროებთან შედარებით რამადანის მთვარეში ისე თავისუფლად ვეღარ მოქმედებენ. რასაც ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) გვატყობინებს ყველაფერი ჭეშმარიტებაა. მან ეს გვამცნო, რათა უმმეთისთვის კეთილისკენ მოწოდების და ბოროტისგან მორიდების რჩევა-დარიგება ყოფილიყო.“[2]

იბნი ჰაჯერ ალ-ასყალანი:

„სატანები სხვა დროებთან შედარებით მუსლიმთა ცდუნების საქმეში უფრო შეზღუდულები არიან. ისინი ისე თავისუფლად ვერ ახერხებენ მუსლიმთა ცდუნებას, როგორც სხვა ხალხებთან მიმართებაშია. რადგანაც ისინი ხორციელი მოთხოვნილებებისა და ვნებების დამთრგუნავი ღვთისმსახურებებით თავს იცავენ, როგორიცაა მარხვა, ყურანის კითხვა, ალლაჰის ხსენება და სხვა.“[3]

პროფესორები მ. იაშარ ქანდემირი, ი. ლუთფი ჩაქანი და რაშით ქუჩუქი:

„სამოთხის კარის გახსნა ღვთიური წყალობის სიუხვეს ნიშნავს, რომელიც სხვა დროებთან შედარებით უფრო ფართოდ მოიცავს ადამიანის ცხოვრებას. ჯოჯოხეთის კარის ჩაკეტვა კი ამ მდგომარეობის ბუნებრივი შედეგია. ჯოჯოხეთის კარის ჩაკეტვა, ჯოჯოხეთისკენ წამაქეზებელი სატანების სამოქმედო არეალის დავიწროებასა და მათი ეფექტის შემცირებას ნიშნავს. ეს ყველაფერი კი რამადანის მთვარეში საზოგადოების მხრიდან ერთიანად  რელიგიური წესებით ცხოვრების უფრო გულმოდგინედ და მოწიწებით დაწყების მიზეზი და შედეგია.“[4]

უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

17.06.2017 ბათუმი



[1] ბუხარი, სავმ, 5/1899; მუსლიმ, სიამ, 1/1079.

[2] მუჰამმედ ბინ სალიჰ ალ-‘უსეიმინ, შერჰუ რიადუ’ს-სალიჰიინ, ტ. IV, გვ. 363, სტამბოლი, 2014.

[3] ფეთჰუ’ლ-ბარიი, ტ. IV, გვ. 402, სტამბოლი.

[4] რიადუ’ს-სალიჰინ, ფეიგამბერიმიზინ ჰაიათ ოლჩულერი, ტ. V, გვ. 484, სტამბოლი, 2008.


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol