Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

hijama marxvas moshlis

ჰიჯამა მარხვას მოშლის?

 
 
 

 

   კითხვა: ჰიჯამა მარხვას მოშლის? მოგეხსენებათ თემასთან დაკავშირებით დხვადასხვა ჰადისებია გადმოცემული, რაც სწავლულებში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, გთხოვთ გაგვარკვიოთ ამ თემასთან დაკავშირებით.

პასუხი: ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს!

ჰიჯამა ხალხური მედიცინის ერთ-ერთი უძველესი მეთოდია, რომელიც ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.), მოიწონა და გვირჩია. ჰიჯამას სარგებლიანობას ასევე ადასტურებს თანამედროვე მედიცინაც. ჰიჯამა, სპეციალური ვაკუმის ქილების მეშვეობით ადამიანის სხეულის სხვადასხვა ადგილებიდან კანქვეშ დაგროვილი ტოქსიკურის სისხლის გამოღებას ეწოდება.

მარხვის დროს ჰიჯამას გაკეთების შესახებ გადმოცემულია შემდეგი ჰადისები:

عَنِ ابْنِ عَبَّاسٍ ـ رضى الله عنهما ـ أَنَّ النَّبِيَّ احْتَجَمَ، وَهْوَ مُحْرِمٌ وَاحْتَجَمَ وَهْوَ صَائِمٌ‏.‏

იბნი ‘აბბასი (რ.ა.) გადმოგვცემს:

„ალლაჰჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) ჰიჯამა გაიკეთა მაშინ, როდესაც იჰრამში იყო და მაშინაც, როდესაც მარხულობდა.“ (ბუხარი, სავმ, 32/1938.)

عَنِ ابْنِ عَبَّاسٍ ـ رضى الله عنهما ـ قَالَ: احْتَجَمَ النَّبِيُّ وَهُوَ صَائِمٌ‏.‏

იბნი ‘აბბასი (რ.ა.) ამბობს:

„ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) ჰიჯამა გაიკეთა და ის მარხული იყო.“ (ბუხარი, სავმ, 32/1939.)

يَسْأَلُ أَنَسَ بْنَ مَالِكٍ ـ رضى الله عنه ـ أَكُنْتُمْ تَكْرَهُونَ الْحِجَامَةَ لِلصَّائِمِ قَالَ: لاَ‏.‏ إِلاَّ مِنْ أَجْلِ الضَّعْفِ‏.‏ 

ენეს ბინ მალიქს (რ.ა.) ჰკითხეს:

„თქვენ შუამავლის (ს.ა.ს.) დროს მარხულისთვის ჰიჯამას გაკეთებას მოუწონარ საქმედ მიიჩნევდით? მან უპასუხა: არა! გარდა იმისა თუ ჰიჯამა მარხულის დასუსტებას არ გამოიწვევდა.“ (ბუხარი, სავმ, 32/1940.)

ასევე აბუ დავუდის სუნენში გადმოცემულია განსხვავებული აზრის ჰადისი:

عَنْ شَدَّادِ بْنِ أَوْسٍ، أَنَّ رَسُولَ اللَّهِ قَالَ: ‏ أَفْطَرَ الْحَاجِمُ وَالْمَحْجُومُ.

„მარხვა მოშლილი აქვს, მას ვინც ჰიჯამას იკეთებს და იმას, ვინც სხვას უკეთებს.“ (აბუ დავუდ, სავმ, 28/2369. მუჰამმედ ნასირუდდინ ალ ალბანი მიიჩნევს, რომ ეს ჰადისი საჰიჰია.)

სწავლულთა უმრავლესობა მარხვის დროს ჰიჯამას გაკეთებას მარხვის მომშლელად არ მიიჩნევს. ისინი გადაწყვეტილებას იბნი ‘აბბასის (რ.ა.) ჰადისზე დაყრდნობით ღებულობენ. მათ მიაჩნიათ, რომ იბნი ‘აბბასის ჰადისი უფრო საჰიჰი ჰადისია - რომელიც ბუხარის კრებულშია გადმოცემული, ვიდრე შედდად ბინ ავსის (რ.ა.) გადმოცემული ჰადისი, - რომელიც აბუ დავუდის კრებულშია გადმოცემული და ჰიჯამას გაკეთების შემთხვევაში მარხვის მოშლას გვამცნობს. ისინი მიიჩნევენ, რომ შედდად ბინ ავსის ჰადისი მანსუჰია, ანუ შუამავლის მიერ ადრე მიღებული გადაწყვეტილება შემდეგ მიღებულმა გადაწყვეტილებამ გააუქმა, რადგანაც შედდად ბინ ავსი ამ ჰადისს, მექქას აღების შესახებ მოგონებებში იხსენებს, ხოლო იბნი აბბასის ჰადისი კი მის შემდეგაა გადმოცემული.

იმამი აჰმედ ბინ ჰანბელი, იბნი აბბასის ჰადისს არ მიიჩნევს საჰიჰად, რადგანაც იქ ნათქვამია, რომ „შუამავალმა ჰიჯამა გაიკეთა მაშინ, როდესაც იჰრამში იყო და მაშინაც, როდესაც მარხულობდა.“ თუმცა არცერთი გადმოცემა არ ამტკიცებს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) ან ჰაჯობაზე ან ‘უმრაზე იმარხულა. აღნიშნული იმამი და მისი სახელობის მეზჰების მიმდევარი სწავლულები მიიჩნევს, რომ ჰიჯამა მარხვას მოშლის. როგორც იბნი ჰაჯერ ალ ასყალანი „ფეთჰუ’ლ-ბარი“-ში წერს, იგივე აზრზე არიან ასევე ‘ალი ბინ აბუ ტალიბი (რ.ა.), ათა იბნი აბუ რებაჰა, ევზა’ი, ისჰაყ ბინ რაჰუეი, აბუ სევრი. ასევე შააფი’ი მეზჰებიდან, იბნი ჰუზეიმე, იბნუ’ლ-მუნზირი, აბუ’ლ-ვეიდ ან-ნისაბური და იბნი ჰიბბანი.

გთავაზომთ ოთხი მეზჰების შეხედულებების შინაარსს:

ჰანეფი: ჰიჯამა მარხვას არ მოშლის, რადგანაც ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ჰიჯამა გაიკეთა მაშინ, როდესაც იჰრამში იყო და მაშინაც, როდესაც მარხულობდა. პიროვნება თუ დარწმუნებულია, რომ ჰიჯამას გაკეთების შემთხვევაში მისი ორგანიზმი სისუსტეს განიცდის და მარხვა გაუჭირდება, ამ შემთხვევაში მისთვის მარხვისას ჰიჯამას გაკეთება მექრუჰია. ხოლო თუ დარწმუნებულია, რომ მისი ორგანიზმი ისე არ ისუსტებს, რომ მარხვა გაუჭირდეს, მაშინ მისთვის მარხვისას ჰიჯამას გაკეთება მექრუჰი არ არის.

შაფი’ი: ჰიჯამა მარხვას არ მოშლის, რადგანაც ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ჰიჯამა გაიკეთა მაშინ, როდესაც იჰრამში იყო და მაშინაც, როდესაც მარხულობდა. თუმცა თუ ამის გაკეთების აუცილებლობა არ არის, მაშინ მექრუჰია.

მალიქი: ჰიჯამა მარხვას არ მოშლის. თუ მარხული ადამიანი ავად არის და ეჭვობს, რომ თუ ჰიჯამას გაიკეთებს, ავადმყოფობა უფრო შეუტევს, მაშინ მისთვის ჰიჯამას გაკეთება მექრუჰია. ჯანმრთელი პიროვნებისთვის მარხვისას ჰიჯამას გაკეთება დასაშვებია.

ჰანბელი: ჰიჯამა მარხვას მოშლის, რადგანაც შედდად ბინ ევსის მიერ გადმოცემულ ჰადისში ნათქვამია, რომ მარხვა მოშლილი აქვს, მას ვინც ჰიჯამას იკეთებს და იმას, ვინც სხვას უკეთებს.

ჩვენც ვიზიარებთ სწავლულთა უმრავლესობის აზრს, რომლის თანახმადაც მარხვისას ჰიჯამას გაკეთებით მარხვა არ მოიშლება. რადგანაც ბუხარის საჰიჰ ჰადისთა კრებულში გადმოცემული ჰადისი უფრო საჰიჰია, ვიდრე აბუ დავუდის სუნენის ტიპის ჰადისთა კრებულში.

აქვე უნდა გავითვალისწინოთ რომ, ჰიჯამას დროს ადამიანის ორგანიზმიდან სისხლის გამოდინება ხდება, რამაც ორგანიზმის სისუსტე და საღამომდე უჭმელ-უსმელი გაძლების უნარის შესუსტება შეიძლება გამოიწვიოს. მარხულისთვის მექრუჰია ყველაფერი, რაც მას მარხვის დაცვას გაურთულებს. ამიტომ თუ რაიმე აუცილებლობა არ არის, ჰიჯამას იფტარის შემდეგ გაკეთება უფრო უკეთესია.

უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის.

თეოლოგი ნოდარ დავითაძე.

05.06.2017 ბათუმი

 

Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol