Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

tvitmkvlelis namazi

თვითმკვლელის ნამაზი

 
 
 

კითხვა: სალამ ალეიქუმ!

შეიძლება თუ არა მიცვალებულის ნამაზი ვილოცოთ, რომელმაც თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე?

პასუხი: ვე ალეიქუმ სალამ ვე რაჰმეთულლაჰი ვე ბერექაათუჰ!

ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს!

თივითმკვლელობა ერთ-ერთ დიდ ცოდვას წარმოადგენს. უზენაესი ალლაჰი მაიედ სურას 32-ე აიათში ერთი უდანაშაულო სიცოცხლის მოსპობას მთელი კაცობრიობის განადგურების ცოდვას ადრის. მაგრამ თვითმკვლელობის ცოდვა ამაზე უფრო დიდია, რის გამოც მუჰამმედ შუამავალმა (ს.ა.ს.) თვითმკვლელის ნამაზის ლოცვაზე უარი განაცხადა და ისლამის სწავლულთა შორის განხილვის თემად იქცა ასეთი მიცვალებულის ნამაზის ლოცვა არ ლოცვის საკითხი.

თვითმკვლელის ნამაზის ლოცვასთან დაკავშირებით მუჰამმედ შუამავლის (ს.ა.ს.) უნაკლო სუნნეთში რამდენიმე ჰადისია გადმოცემული, რომელთა გადმოცემების თანახმად ასეთი მიცვალებულის ნამაზის ლოცვაზე შუამავალმა (ს.ა.ს.) უარი განაცხადა, თუმცა საჰაბეებისთვის მისი ნამაზის ლოცვა არ აუკრძალავს.

ჯაბირ ბინ სემურა (რ.ა.) გადმოგვცემს:

ერთი კაცი ავად იყო. ცოტახნის შემდეგ მისი სახლიდან კივილის ხმა მოისმა. ამის გამო ავადმყოფის მეზობელი შუამავალთან (ს.ა.ს.) მოვიდა:

-ალლაჰის შუამავალო! ესა და ეს კაცი მოკვდაო უთხრა. შუამავალმა (ს.ა.ს.) რა იციო ჰკითხა:

იმ კაცმა:

-მე მისი ცხედარი დავინახეო უთხრა. შუამავალმა (ს.ა.ს.):

-ის არ მომკვდარაო უთხრა. ამ კაცმა უკან გაბრუნდა და წავიდა. ცოტახნის შემდეგ მას მიცვალებულის სახლიდან ისევ კივილის ხმა შემოესმა. ეს კაცი კვლავ დაბრუნდა შუამავალთან:

-ალლაჰის შუამავალო! ის კაცი მართლაც მოკვდაო უთხრა. შუამავალმა (ს.ა.ს.):

ის არ მომკვდარაო უთხრა. ამ კაცმა კვლავ უკან გაბრუნდა, თუმცა მისი სახლიდან კვლავ ტირილის ხმა ისმოდა. ამ დროს სახლიდან გარდაცვლილის მეუღლე გამოვიდა და მეზობელს უთხრა წადი შუამავალს შეატყობინე, მან თავვი მოიკლაო. ამის გამგონე მეზობელმა:

ღმერთო დასწყევლე იგიო თქვა. შემდეგ მიცვალებულთან შევიდა და ნახა, რომ შუბის წვერით თავი მოუკლავს. მაშინვე შუამავალთან გაიქცა და მომხდარი უამბო. შუამავალმა (ს.ა.ს.) რა იციო ჰკითხა:

-საკუთარი თვალით ვნახე, რომ მას შუბის წვერით მოუკლავს თავიო უპასუხა. შუამავალმაც (ს.ა.ს.):

-შენ იგი ნამდვილად დაინახეო ჰკითხა. ამ კაცმა:

-დიახ დავინახეო უპასუხა. ამის შემდეგ შუამავალმა (ს.ა.ვ.):

თუ კი ასეა მაშინ მე არ ვილოცავ მის ნამაზსო ბრძანა. (მუსლიმ, ჯენაიზ 107; ნესაი, ჯენაიზ 68; თირმიზი, ჯენაიზ 69; იბნი მაჯე, ჯენაიზ 31; აჰმედ ბინ ჰანბელ, V – 78, 92, 94, 97. სუნენი აბუ დავუდის თურქული თარგმანი და განმარტება, 12/53-55.)

აღნიშნულ და სხვა ჰადისებზე დაყრდნობით ისლამის სწავლულთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ თვითმკვლელის ნამაზი არ ილოცება. თუმცა სწავლულთა დიდი უმრავლესობა გვასწავლის, რომ თვითმკვლელის ნამაზი უნდა შესრულდეს. რაც შეეხება შუამავლის მკაცრ დამოკიდებულებას, ეს მიზნად ისახავდა ხალხის დაშინებას და ცოდვის სიდიდეზე ყურადღების გამახვილებას. ასე რომ არ ყოფილიყო საჰაბეებსაც აუკრძალავდა თვითმკვლელის ნამაზის ლოცვას და დუმილს არ გამოხატავდა მაშინ, როდესაც ისინი თვითმკვლელის ნამაზს ლოცულობდნენ.

ერთი სიტყვით თვითმკვლელის ნამაზი ილოცება, თუმცა ასეთი მიცვალებულის ნამაზის ლოცვაზე თავი უნდა შეიკავონ მაღალი რანგის სასულიერო პირებმა, რომელთა დესწრება პატივის, ხოლო დაუსწრებლობა გაკიცხვის ნიშნად შეფასდება. ასეთები არიან: სწავლულები, მუფთები, იმამები და სხვა საზოგადოებაში საპატიო პირებად ცნობილი ადამიანები.

უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

19-01-2016 ბათუმი


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol