Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

alkoholis semcveli sunamoebi

ალკოჰოლის შემცველი სუნამოების გამოყენება თუ შეიძლება?

<
 
 
 


კითხვა: სალამ ალეიქუმ!

ალკოჰოლური ნივთიერების შემცველი სუნამოს გამოყენება მიღებულია?

პასუხი: ალეიქუმ სალამ!

ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს!

ალკოჰოლური ნივთიერების შემცველი სუნამოების სტატუსი დამოკიდებულია ისლამის სწავლულთა იმ მიდგომებზე, რომლის მიხედვითაც ეს ნივთიერებები ნაჯის ანუ ბინძურად ან ტაჰირ ანუ სუფთად მიიჩნევენ თუ არა.

უზენაესი ალლაჰი წმინდა ყურანში ბრძანებს:

„ჭეშმარიტად, ღვინო, ყუმარი, კერპები და (სამკითხაოდ განკუთვნილი) ისრები  სატანის ბინძურ საქმეთაგანია, განერიდეთ (რათა) იქნებ გადარჩეთ (ჯოჯოხეთისაგან).“ (მაიდე, 5/90.)

აღნიშნული აიათზე დაყრდნობით ისლამის სწავლულები რამდენიმე განსხვავებულ აზრს აფიქსირებენ. ისლამის სწავლულები ერთხმად თანხმდებიან იმ აზრზე, რომ ალკოჰოლი და ნებისმიერი მსგავსი მათრობელა ნივთიერება ჰარამია და მისი კვების დანიშნულებით გამოყენება დიდი ცოდვაა. ოღონდ განსხვავებულ პასუხებს სცემენ კითხვას: ალკოჰოლური ნივთიერება სუფთაა თუ არა, ანუ სამოსელზე ან სალოცავ ადგილზე დაღვრის ან ხელზე გადავლების შემთხვევაში დაუბანელად ან გაურეცხავად ნამაზის შესრულება დასაშვებია თუ არა და ეს ხომარ არღვევს ნამაზის ფარძებიდან ერთ-ერთს, რომელიც ჯესეთისგან ანუ სიბინძურისგან განწმენდას მოითხოვს?

ზემოთ მოყვანილ აიათში ნათქვამია, რომ ღვინო ყუმარი და კერპები სატანის ბინძურ საქმეთაგანია. აქედან გამომდინარე შაფი მეზჰების სწავლულების აზრით, ნებისმიერი ალკოჰოლური ნივთიერება ბინძურია და მისი სხეულზე ან სამოსზე მოხვედრის შემთხვევაში დაბანა ან გარეცხვა აუცილებელია.

ჰანეფი მეზჰების სწავლულთა აზრით ღვინო უშუალოდ ბინძური ნივთიერებაა და მისი სხეულზე ან სამოსელზე მოხვედრის შემთხვევაში დაბანას ან გარეცხვას საჭიროებს. ხოლო ღვინის გარდა სხვა სპირტისა და ალკოჰოლის შემცველი ნივთიერებები სუფთაა და მისი სხეულზე ან სამოსელზე მოხვედრის შემთხვევაში დაბანის ან გარეცხვის აუცილებლობას არ წარმოადგენს, ასეთ მდგომარეობაში ნამაზის ლოცვა შესაძლებელია.

ღმერთს მადლობა ჩვენ ვიმყოფებით თანამედროვე ტექნოლოგიებით გენვითარებულ და გლობალურ ეპოქაში, რამაც სავსებით აღმოფხვრა ისეთი სუნამოების მიუწვდომლობის პრობლემა, რომლებიც ალკოჰოლს არ შეიცავს და მხოლოდ ეთერზეთებითაა დამზადებული. ჩემი მოკრძალებული რჩევა იქნება თუ ამ ტიპის სუნამოებს გამოვიყენებთ და მოვერიდებით ალკოჰოლნარევ სუნამოებს. თუმცა როგორც ზემოთ განვმარტეთ ჰანეფი მეზჰების მიხედვით დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. თუმცა ვინც მოერიდება ის ამის ჯილდოს აუცილებლად მიიღებს თავისი გამჩენისგან. იგივე სტატუსს ექვემდებარება მედიცინაში დეზინფექციისა და სტერილიზაციის მიზნით გამოყენებადი ეთანოლის სპირტიც.

აქვე მინდა შენიშვნის სახით ყურადღება გავამახვილო ფრიად მნიშვნელოვან საკითხზე, რომელსაც ჩვენი დროის მუსლიმი მანდილოსნები ნაკლებ ყურადღებას აქცევენ. ისლამის წესების თანახმად ქალმა სუნამო მხოლოდ სახლში თავის ქმათან უნდა გამოიყენოს და მხოლოდ მისი ყურადღება უნდა მიიქციოს.

ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ბრძანებს:

„ყოველი თვალი უცხო ქალზე შეხედვით მრუშობს. ასევე ქალი, როდესაც სასიამოვნო სუნამოს წაისმევს და მამაკაცებთან ჩაივლის, ისიც იგივენაირად მრუშობს.“ (თირმიზი, ედებ 35, ჰ.ნ. 2786; დარიმი, ისთიზან 27.)

„ქალი, რომელიც სუნამოს წაისმევს, ჩვენთან ერთად ღამის ნამაზის სალოცავად მეჩეთში არ მოვიდეს.“ (მუსლიმ, სალათ 143, ჰ.ნ. 444; აბუ დავუდ, თეჰეჯჯუდ 7, ჰ.ნ. 4175; ნესაი, ზინეთ 37, ჰ.ნ. 8,154.)

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

06-08-2015 ბათუმი


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol