asaki savaldebulo marxvistvis
მუსლიმს რა ასაკიდან ეკისრება მარხვის ვალდებულება?

კითხვა: გამარჯობა. მე ვარ თორმეტი წლის და ვმარხულობ. მეუბნებიან, რომ ჩემ ასაკშ მარხვა ცოდვააო და მაინტერესებს სიმართლეა თუ არა?
პასუხი: გმარაჯობა!
ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს!
მუსლიმს ღვთიმსახურების ვალდებულება, რომ დაეკისროს ამის საშუალო ასაკი 9 დან 15 წლამდე მერყეობს. ეს დამოკიდებულია მოზარდის სქესობრივად მოწიფულობის ასაკზე, რაც ინდივიდებისა და გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით ცვალებადია. სქესობრივი მოწიფულობის ასაკს გამოავლენს, ის ფიზიოლოგიური ცვლილებები, რომელსაც ადამიანის ორგანიზმი განიცდის ხოლმე. მაგალითად: შორისის არეში თმა, სპერმა, ხმიის დაბოხება, მკერდის ზრდა და მენსტრუაცია. ამ ფიზიოლოგიური ცვლილებების გამომჟღავნების შემდეგ ყოველი მუსლიმი ზრდასრულად ითვლება და მას არამარტო მარხვის არამედ სხვა დანარჩენი ღვთისმსახურებების პასუხისმგებლობა ეკისრება.
ადრეულ ასაკში მარხვა არავითარ შემთხვევაში ცოდვა არ არის. პირიქით მშობლები თავიდანვე უნდა აჩვევდნენ შვილებს და რამდენიმე დღის მარხვას ურჩევდნენ, რათა მომზადებულნი შევინენ იმ ასაკში, როდესაც მათ უკვე ამის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.
უზენაესმა ალლაჰმა დაგლოცოს, გაგაძლიეროს და მიიღოს შენი მარხვა!
თეოლოგი ნოდარ დავითაძე
17.06.2016 ბათუმი