Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

aramuslim natesavebtan urtiertoba

არამუსლიმ ნათესავებთან ურთიერთობა

 
 
 
 

კითხვა: ჩემი დედა და ძმა ქრისტიანები არიან, მე მუსლიმი ვარ ალჰამდულილლაჰ. შემიძლია თუ არა მათთან ურთიერთობის გაგრძელება, როდესაც მათ არ უნდათ რომ მე მუსლიმი ვიყო. ისლამი მწამს და გულით მჯერა, მიყვარს ჩემი შუამავაი და მადლობა ალლაჰს რომ მუსლიმი ვარ.

პასუხი: ვადიდებს ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს.

მშობლებსა და ნათესავებთან კეთილი ურთიერთობა, ტკბილი ენა და დადებითი განწყობა უნდა გამოვიჩინოთ, მაშინაც კი თუკი ისინი არ აღიარებენ ჩვენს რწმენას და უკმაყოფილონი არიან ჩვენი რწმენით. რადგანაც ისლამი ნგრევასა და ურთიერთობის წყვეტას კიარა, ურთიერთობას, სიახლოვესა და შენებას გვასწავლის. რათქმაუნდა ჩვენი კეთილი განწყობა და კარგი დამოკიდებულება მიმართულია მათ მიმართ, როგორც კარგი ადამიანი და არა მათი რწმენის მიმართ. ჩვენი არამუსლიმებთან ურთიერთობები მხოლოდ სოციალური ურთიერთობით უნდა შემოიფარგლოს და არ უნდა გადაიზარდოს რელიგიურში. უზენაესი ალლაჰი მათზე ასე თქმას გვიბრძანებს:

„თქვენი რჯული თქვენ და ჩემი რჯული მე.“ (ქაფირუნ, 109/6.)

სოციალური ურთიერთობის ფარგლებში ჩვენ მათთან ყოველთვის კეთილი და დადებითი ურთიერთობა უნდა გამოვიჩინით. მითუმეტეს მაშინ თუკი ეს პიროვნებები მშობლები და ნათესავები არიან, რადგანაც ნათესავური კავშირები პასუხისმგებლობას უფრო ამწვავებს და მათ მიმართ უფრო მეტი მოგვეთხოვება. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს:

„და ვუანდერძეთ ადამიანს მშობელთა სიკეთე. ატარა იგი დედამისმა დიდი სირთულით და შობა იგი დიდი სირთულით“ (აჰყაფ, 46/15)

აიათი ზოგადად მშობლთა მიმართ სიკეთეს გვავალებს და არ აკონკრეტებს რომ ეს მშობელი აუცილებლად მუსლიმი უნდა იყოს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მუსლიმი მშობლის პატივისმცემელი უნდა იყოს განურჩევლად მისი მრწამსისა. ამ აზრს ამყარებს ლუყმან სურას 15-ე აიათიც:

„და თუ დაგაძალებენ, რომ ჩემ მოზიარედ ცნო ის, რისი ცოდნაც არ გაგაჩნია, მაშინ მათ ნუ დაემორჩილები. ხოლო ამქვეყნად საუკეთესო ფორმით იზრუნე მათზე და გაჰყევი მათ გზას, ვინც ჩემსკენ მოილტვის.“ (ლუყმან, 31/15.)

არამუსლიმ ნათესვებთან კეთილი ურთიერთობის შესახებ სუნნეთიდან ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება, რომლებიც საუკეთესო მაგალითებადაა წარმოდგენილი. მაგალითად ალლაჰის შუამავალს (ს.ა.ს.) თავისი მუშრიქი ბიძას აბუ ტალიბის მიმართ ყოველთვის პატივისცემითა და დაფასებით გამოირჩევოდა, თუმცა უკმაყოფილო იყო მისი წარმართული რწმენით.

იმამი ბუხარი გადმოგვცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) ომარ ბინ ხატტაბს (რ.ა.) მისთვის სასურველ პოროვნებებზე საჩუქებლად ტანსაცმელი გაუგზავნა. ომარმა ეს ტანსაცმელი თავის ძმას აჩუქა, რომელიც ჯერ კიდევ მუშრიქი იყო და ისლამი არ ქონდა მიღებული. (ბუხარი, ედებ 9.)

აბუ ბექრის ქალიშვილი ესმა (რ.ა.) გადმოგვცემს:

„შუამავლის (ს.ა.ს.) დროს დედას მოვენატრე და ჩემს სანახავად მოვიდა. მე შუამავალს ვკითხე:

შუამავალო, დედაჩემი მივიღო და მას გავუმასპინძლდე? მან მითხრა:

რა თქმა უნდა მიიღე და გაუმასპინძლდიო.“ (ბუხარი, ედებ 7.)

თუკი მათი ჩვენდამი დამოკიდებულება გადადის შეურაცხყოფასა და აგრესიაში, მაშინ მათგან თავი შორს უნდა დავიჭიროთ და თავი ავარიდოთ მათთან ურთიერთობას, რათა თავიდან ავიცილოთ უსიამოვნებები.

უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

02.06.2016 ბათუმი


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol