Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

kacistvis oqros samkauli haramia

კაცისთვის ოქროს სამკაული ჰარამია

 
 
 



კითხვა: მამაკაცისთვის ოქროს ბეჭედის ტარება ცოდვაა?

პასუხი: ვადიდება ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს!

დიახ მამაკაცისთვის ოქროს ბეჭედის ტარება ჰარამია. ასევე ჰარამია სხვა სამკაულებისა და ნივთების გამოყენება, რაც ოქროსგან არის დამზადებული. ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) ამ უმმეთის მამაკაცებს ოქროს სამკაულების გამოყენება აუკრძალა.

აბუ მუსა ალ-აშ’არი (რ.ა.) გადმოგვცემს: ალლაჰის შუამავალმა  (ს.ა.ს.) ბრძანა:

„აბრეშუმის ქსოვილის ჩაცმა და ოქროს გამოყენება ჩემი უმმეთის მამაკაცებისთვის ჰარამია; ქალებისთვის კი ჰალალია.“ (მუსლიმ, ლიბას 2; ნესაი, ზინეთ 86; თირმიზი, ლიბას 1.)

სამწუხაროდ დღეს ხშირად გადავეყრებით ისეთ მუსლიმებს, რომლებიც ოქროს ბეჭედს, ძეწკვსა თუ სამაჯურს ატარებენ. ისინი ისლამს კარგად არ იცნობენ, არ იციან სუნნეთი და ჰალალ-ჰარამის საკითხებში ჩახედულნი არ არიან. ასეთ ხალხს ჩვენ ღვთის მორჩილებასა და ჰარამისგან შორს დგომას ვურჩევთ. ვისაც უკვე შეძენილი აქვთ ასეთი სამკაულები მათ ვურჩევთ ან გაყიდონ ან კიდევ თავიანთ ცოლებს აჩუქონ ეს სამკაულები და თავისთვის ვერცხლის სამკაულები შეიძინონ. როგორც ზემოთ მოყვანილ ჰადისში ვკითხულობთ, ოქროს სამკაულები ქალებისთვის ნებადართულია.

ოქროს ბეჭედი ჰარამია, თუნდაც რომ ეს იყოს ქორწინების ბეჭედი. ვისი ქორწინების ბეჭედიც ოქროსია მანე ეს ვერცხლით უნდა შეცვალოს. ვინც მომავალში აპირებს ცოლის შერთვას, მან წინასწარვე უნდა გაითვალისწინოს თავისი რჯულის კანონები და აუხსნას საცოლეს მხარეს, რომ მისთვის ოქროს ბეჭდის ნაცვლად ვერცხლის ბეჭედი შეიძინონ.

უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

07-04-2016 ბათუმი


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol