Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

teimumis shesaxeb

ონკანში წყალი თუ არ მოდის თეიმუმის გაკეთება შეიძლება?

 
 
 



კითხვა: სალამ ალეიქუმ ვე რაჰმეთულლაჰი ვე ბერექათუჰ!

ჩემს ბინაში წყალი გაითიშა, თან ნამაზის დრო იყო მოსული და იქვე მტვერით აბდესი ავიღე (თეიმუმი). რამდენად სწორად მოვიქეცი? რამდენადაც ვიცი ეს შეიძლება.

პასუხი: ვე ალეიქუმ სალამ ვე რაჰმეთულლაჰი ვე ბერექათუჰ!

ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს.

თეიმუმის აუცილებლობა, რომ წარმოიქმნას ამისათვის ზოგიერთი პირობებია საჭირო. მაგალითად ქვეითად მოსიარულესათვის მინიმუმ სამი კილომეტრის რადიუსში არ უნდა იშოვებოდეს წყალი. ეს არის მანძილ, რომლის დაფარვის შემდეგაც ნამაზის დრო გასული იქნება. ანუ წყალთან მისვლამდე თუ კონკრეტული ნამაზის შესრულებისათვის დადგენილი დრო ამოიწურება. მაგალითად სწრაფად გადაადგილების სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობის შესაძლებლობის დროს, ეს მანძილი შესაბამისად გაიზრდება. ან კიდევ წყლის ხელმიუწვდომლობისა და აბდესისთვის არახელსაყრელობის დროს. მაგალითად თუ ყინვაა და ცივი წყალი ადამიანის ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანს მიაყენებს, ან ჭიდან წყლის ამოსაღები საშუალება არ მოიპივება, ან კიდევ წყალთან მიახლოების შემთხვევაში ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე სერიოზულ საფრთხეში ვარდება. მხოლოდ ამ შემთხვევებში შეიძლება თეიმუმის გაკეთება.

თქვენს შემთხვევაში ბინაში წყალის გათიშვა დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, რადგანაც საკმარისია ეზოში ჩახვიდე და მარკეტიდან რამდენიმე თეთრად შეიძინო ერთი ბოთლი წყალი, რითაც სრული აბდესის აღების საშუალება გექნება. ასეთ სიტუაციაში თეიმუმი მიუღებელია, რაც უაბდესოდ ლოცვას ნიშნავს. ასეთი თეიმუმით ნალოცი ნამაზი ხელმეორედ ლოცვით უნდა აანაზღაუროთ.

უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

04.05.2016 ბათუმი

 

Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol