wamlis daleva marxvas moshlis
წამლის დალევა მარხვას მოშლის?

კითხვა: სალამ ალეიქუმ ვე რაჰმეთულლაჰი ვე ბერექაათუჰ!
ავადმყოფმა მარხულ მდგომარეობაში წამალი უწყლოდ რომ დალიოს შეიძლება? როგორც მე ვიცი ავადმყოფს შეუძლია არ იმარხოს და ფითრა გადაიხადოს. ერთმა ავადმყოფმა, რომელსაც უჭმელობა არანაირ პრობლემას არ უქმნის, თუმცა კონკრეტულ წამალს თუ არ დალევს იმ შემთხვევაში ცუდად ხდება, კითხვით მიმართა ერთ-ერთ სწავლულს თუ როგორ მოქცეულიყო, მან კი უპასუხა, რომ შეგიძლია მხოლოდ წამალი დალიო წყლის გარეშე და იმარხოო. მაინტერესებს რამდენად სწორი გადაწყვეტილებაა?
პასუხი: ვე ალეიქუმ სალამ ვე რაჰმეთულლაჰი ვე ბერექაათუჰ!
ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს.
ნებისმიერი უცხო ნივთიერების ან სხეულების მუცლის ღრუში მოხვედრა, მარხვის მოშლას გამოიწვევს. მნიშვნელობა არააქვს ეს ულანასკნელი საყლაპავი მისილის, ქირურგიული ოპერაციის თუ სხვა გზის გავლით მოხვდება მუცელში. აქედან გამომდინარე წამლის დალევა, უდავოდ მარხვის მომშლელია, რომელსაც ყველა სწავლული ეთანხმება. არ ვიცი იმ სწავლულმა ვისზეც მეკითხებით სხვა რამე თუ იგულისხმა და ავადმყოფმა სხვანაირად გაიგო, თუ არა და როგორც თქვენ წერთ, ეს სწავლულის პასუხს არ ჰგავს.
ავადმყოფი, რომლის ჯანმრთელობის შენარჩუნება და ხანგრძლივობა წამლის სისტემატიური მიღებაზეა დამოკიდებული, ვალდებულია მარხვა შეაჩეროს და მკურნალობას მეტი ყურადღება დაუთმოს. ასეთ სიტუაციაში მარხვა ავადმყოფობის სიმწვავის მიხედვით შეიძლება მექრუჰი ან ჰარამი იყოს.
რაც შეეხება გაცდენილი ყოველი დღის სანაცვლოდ თითო ფითრა მოწყალების გაცემა, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ ეს ავადმყოფობა მუდმივია და გამოჯანმრთელებას არ ექვემდებარება. წინააღმდეგ შემთხვევაში ფითრას ვერ გადაიხდის. გამოჯანმრთელების შემდეგ გაცდენილი დღეები მარხვით უნდა აანაზღაუროს.
უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის!
თეოლოგი ნოდარ დავითაძე
25.06.2016 ბათუმი